დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ბაზარი აღდგენას განაგრძობს

დიდ ბრიტანეთში წლის დასაწყისიდან საცხორვებელ სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ბოლო პერიოდში გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაციები, რომლებიც მოპოვებულია სხვადსხვა უძრავი ქონების სააგენტოებიდან, ადასტურებს, რომ უძრავი ქონების ბაზარი განუხრელად მყარდება. ლონდონის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, მარტში საცხოვრებელ სახლებზე ფასის ზრდა დაჩქარდა 1,9-დან 2,7%-მდე წლიურ გაანგარიშებაში. გაერთიანებულ სამეფოში უძრავი ქონება ფასში უფრო სწრაფად იმატებს _ წლიურ გაანგარიშებაში მარტის ზრდამ 7,6% შეადგინა.

ნისლიან ალბიონზე უძრავი ქონების ბაზრის შეფასება გაავრცელა უძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებლების სამეფო ინსტიტუტმა (RICS). იგი წამყვან საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს მიწის ნაკვეთების, კერძო საკუთრებისა და გარემოს შესახებ. RIჩS-ის კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელ სახლებზე ფასები მომატებულია, რაც დასტურდება საფასო ინდიკატორის ზრდით, რომელსაც სამეფო ინსტიტუტში ითვლიან. ინსტიტუტის მონაცემებით, მაჩვენებელი გაზრდილია მარტის მინუს 2%-ის ნიშნულიდან პლუს 1%-მდე. მოცემული საფასო ინდოკატორის გაანგარიშება ხდება უძრავი ქონების ექსპერტების გამოკითხვის შეფარდების საფუძველზე: იმ ექსპერტებისა, რომლებთაც ფასების ზრდას ადასტურებენ იმ ექსპერტების მოსაზრებებთან, რომელთა შეფასებითაც ფასები შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო ინსტიტუტის მიერ ფასების ზრდა პირველად დაფიქსირდა 2010 წლის ივნისიდან. მყიდველების რიცხვის ზრდა _ 13-დან 25-მდე მაქსიმალურია 2009 წლიდან.

დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელ სახლებზე ფასების ზრდის შესახებ განაცხადეს ქვეყანაში ყველაზე მსხვილი იპოთეკური კრედიტორის, Halifax-ის ექსპერტებმა. მათი მონაცემებით, თვიურ გაანგარიშებაში მარტში ფასები 0,4-დან 1,1%-მდე დაჩქარდა. Halifax-ის გათვლებით, ქვეყანაში საცხოვრებელ სახლზე საშუალო ფასმა აპრილში 166,094 ათას ფუნტ სტერლინგს მიაღწია. დაახლოებით მსგავსი შეფასება აქვთ ეროვნულ სამშენებლო საზოგადოება _ Nationwide Building Society-ის ექსპერტებს _ 165,586 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამასთან Nationwide Building Society-ში დაფიქსირებულია საცხოვრებელი სახლების ფასების მინიმალური შემცირება _ მარტთან შედარებით 0,1%-ით და ყველაზე დიდი წლიური ზრდა თოთხმეტი თვის მანძილზე _ 0,9%.

ბრიტანული უძრავი ქონების კიდევ ერთი შემფასებლის _ საინფორმაციო საგენტო Rightmove Plc-ის მონაცემებით, მაისის შუა რიცხვებში დაფიქსრიდა საცხოვრებელი სახლების ფასის ყველაზე მაღალი დონე ბოლო ცხრა წლის მანძილზე _ დაახლოებით 249,841 ათასი ფუნტ სტერლინგი. Rightmove Plc-ის ექსპეტები ამბობენ, რომ მაისში ფასების ასეთ დონეს საცხორვებელი სახლების ღირებულებამ მიაღწია 5-თვიანი შეუჩერებელი ზრდის შედეგად, თვიურ შეირისპირებაში ფასები 2,1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურით – 2,5%-ით. წლის დასაწყისიდან საცხოვრებელზე ფასების ზრდამ 9,1% შეადგინა. ამასთან, ლონდინის უძრავი ქონება საკმაოდ დიდი მოთხოვნით გამოირჩევა – აქ ფასები მაისში 3,3%-ით გაიზარდა და მიაღწია 509,870 ათასი ფუნტ სტელინგი.
მიუხედავად იმსია, რომ ექსპერტები თანხმდებიან ბრიტანული უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის დაწყებაში, ფასების ზრდის დონე და საცხოვრებლის ღირებულების შეფასება მათ განსხვავებული აქვთ. მიზეზი – მეთოდოლოგიაა. ანალიტიკოსების ნაწილი (Rightmove Plc, ONS) ხელმძღვანელობს საშუალო ფასებით, ხოლო სხვები (Nationwide Building Society, Halifax) – მედიანურით. სახლების უმეტესობა იყიდება ფასის დიაპაზონში 100 ათასიდან 200 ათას ფუნტ სტერლინგამდე, მოცემულ მომენტში გაყიდვაშია შედარებით ძვირადღირებული უძრავი ქონება. ასეა თუ ისე, უძრავი ქონების ბაზრის აღდგენა დიდ ბრიტანეთში ეჭვს აღარ იწვევს.

ბრიტანელების ინტერესი საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართ გასულ შემოდგომაზე გაცოცხლდა _ დამტკიცებული კრედიტების რიცხვი აგვისტოდან განუხრელად იზრდება. ეჭვგარეშეა, იოპთეკური კრედიტების ზრდის კატალიზატორი აღმოჩნდა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებები, მათ შორის, ინგლისის ბანკის დაკრედიტების მხარდაჭერის პროგრამა. ბრიტანული ცენტრალური ბანკის მიერ დაკრედიტების დაფინანსებამ _ Funding for Lending Sceme _ იპოთეკური დაკრედიტება უზრუნველყო იმით, რომ ბრიტანული შინამეურნეობებისთვის ის ხელმისაწვდომი გახადა. რასაკვირველია, დაკრედიტების პირობების შერბილება, საცხოვრებლის ყიდვის მსურველთა მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 3,5 მილიარდი ფუნტ სტერლინგის გამოყოფა, ასევე, კრედიტებზე გარანტიისთვის დამატებითი სახსრები _ ყველა ამ ფაქტორმა ხელი შეუწყო უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ნდობის აღდგენას, რომელიც მრავალი თვის მანძილზე ეკონომიკაში ვარდნის გამო იჩაგრებოდა. გარდა ამისა, საცხოვრებელზე ფასების მატებას განაპირობებს სამომხმარებლო განწყობის გაუმჯობესება და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მიწოდების დეფიციტი. ”მათთვის, ვისაც ფული აქვს, სესხის ასაღებად უამრავი შესაძლებლობა არსებობს, საკრედიტო კრიზისის მიუხედავად, ესეც ხელს უწყობს ლონდონის ბაზარზე ფასების რალის”, _ აჯამებს აპრილის კვლევების შედეგებს Rightmove-ის დირექტორი, მაილზ შიპსაიდი.

ინგლისის ბანკის ექსპერტების შეფასებით, ბრიტანელებისთვის იპოთეკური კრედიტების ხელმისაწვდომობა მიმდინარე წლის II კვატალშიც იქნება დაკრედიტების ზრდის დრაივერი. FAS-ის პროგრამის მნიშვნელობა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური აქტივობის კონტექსტში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მაისის ბოლოს ინგლისის ბანკის მეთაურმა, მერვინ კინგმა ეკონომიკის ზრდის შეფასება გააუმჯობესა და შეამცირა ინფლაციის მოლოდინი. პოსტიდან წასვლამდე თავის ბოლო პრეს-კონფერენციაზე მერვინ კინგმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენა შორს აღარ არის, ხოლო მიმდინარე კვარტალში მას შეუძლია აჩვენოს 0,5%-იანი ზრდა. ადრე მერვინ კინგმა განსაკუთრებული ოპტიმიზმი გამოხატა ბრიტანული ეკონომიკის პერსპექტივების მიმართ და ხაზი გაუსვა სტრუქტურულ გაუმართაობას, რომელიც გავლენას ახდენს დიდი ბრიტანეთის უფრო გრძელვადიან საწარმოო პოტენციალზე.