რატომ დაკარგა საბჭოთა ანაბრების თემამ აქტუალურობა?

საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მთავრობასა და არსამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაცია რამდენიმე თვეა არ ყოფილა. როგორც საკითხზე მომუშავე ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანაბრების დათვლაზე მუშაობა მიდის, სიახლეები აღარ არის. ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ეს პროცესი გრძელვადიანია და როგორც ანაბრების მოცულობის, ისე მეანაბრეების ვინაობის დადგენას დრო სჭირდება.

მისივე თქმით, შესამუშავებელია თანხის დაბრუნების მექანიზმიც. ჭიჭინაძე ამბობს, რომ თანხის ბიუჯეტიდან დაბრუნება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს გადამხდელებს დააწვებათ. მთლიანობაში ჭიჭინაძის შეფასებით, ანაბრების დაბრუნება რეალურია, საბჭოთა ქვეყნების ნაწილმა ანაბრები დააბრუნა და ამის პრაქტიკა არსებობს. 90-იან წლებში 4 მილიონამდე მეანაბრე თანხის გარეშე დარჩა, ხოლო დაკარგული ანაბრების თანხა რამდენიმე მილიარდს აღწევს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial