ნისლიან ალბიონზე უმუშევრების რიცხვი მცირდება

დიდ ბრიტანეთში მაკროეკონომიკური სტატისტიკა ბოლო რამდენიმე კვირაა შესამჩნევად იცვლება – ის ხან ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარების იმედს აღვივებს, ხან, პირიქით, პესიმისტური მოლოდინებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა. Markit Economics-ისა და CIPS-ის ექსპერტების ეიფორია დამამუშავებელ მრეწველობაში, მომსახურების სფეროში და სამშენებლო სექტორში სტაბილური ზრდის მოლოდინთან დაკავშირებით შეცვალა არანაკლებმა იმედგაცრუებამ სამრეწველო წარმოებაში ვარდნასა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდასთან დაკავშირებით. ივლისის ბოლოს წინა კვირის (19-25 ივლისი) სტატისტიკა პოზიტიური იყო, ამჯერად, შრომის ბაზრიდან. ისევ გაჩნდა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ბრიტანული ეკონომიკის აღდგენის პროცესის იმპულსი გაძლიერდა, ვინაიდან უმუშევრობის გამო შემწეობისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვების რაოდენობის რვათვიანი კლების შემდეგ ივნისში დაფიქსირდა მაჩვენებლის მაქსიმალური კლება.

მონაცემების თანახმად, რომელიც ლონდინში ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით შემწეობისთვის სახელმწიფოსადმი მიმართების რაოდენობა შემცირდა 21200-ით 1,48 მილიონამდე. ამასთან, გადაიხედა წინა, მაისის მაჩვენებელი: კორექტირებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდა არა 8600-ით, არამედ 16200 მიმართვით აპრილთან შედარებით. ივნისში შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც გათვლილია მიმართვების რაოდენობის გარეშე – მაისის 4,5%-დან 4,4%-მდე. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, უმუშევრობის მაჩვენებელი სამი თვის მანძილზე – მარტი, აპრილი, მაისი – არ შეცვლილა წინა სამ თვესთან შედარებით და დარჩა 7,8%-ის ნიშნულზე. თუმცა, ამ ხნის მანძილზე უმუშევარი ბრიტანელების რიცხვი შემცირდა 57000 ადამიანით 2,51 მილიონამდე. დასაქმებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა 16000-ით და მიაღწია 29,714 მილიონს. ამასთან, ILO-ს ეკონომისტების კვლევები მიუთითებენ იმას, რომ ბრიტანელების შემოსავლები ვერ ეწევა ფასების ზრდას, თუმცა ბოლო თვეებია შემოსავლები დაჩქარებული ტემპით იზრდება.

ამგვარად, სამ თვეში – მარტი, აპრილი, მაისი – ბრიტანელების ყოველკვირეული საშუალო შემოსავალი გაიზარდა 1,7%-ით. ეს ყველაზე მაღალი ზრდაა ამ მაჩვენებლის სტატისტიკაში მიმდინარე წელს. ამის პარალელურად, კვირის საშუალო შემოსავალი ბონუსების გარეშე გაიზარდა 1,0%-ით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივლისში 2,9%-ით გაიზარდა წლიურ გამოხატულებაში მაისის 2,7%-იანი ზრდის შემდეგ. გაძლიერებული ინფლაციური ზეწოლა, შესაძლოა, აისახოს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯებზე და ამით დასუსტდეს ეკონომიკის მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის ამ მნიშვნელოვანი დრაივერის მხრიდან.

ეჭვგარეშეა, რომ II კვარტალში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე ადრე პროგნოზირებდნენ. მაკროეკონომიკური სტატისტიკა საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავია. იმის პარალელურად, რომ მთელი ძალით მიდის უძრავი ქონების ბაზრისა და შრომის ბაზრის აღდგენა, ხოლო მომსახურების სექტორი კარგ ზრდას აჩვენებს, წარმოება ყველაზე დაბალი ტემპებით მიდის წლის დასაწყისიდან. სწორედ ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ წარმოება მეორე კვარტალში აჩვენებს საკმარის ზრდას იმისითვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მშპ-ის ზრდაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, ზრდის დაჩქარებაზე. გარდა ამისა, მაისში სტატისტიკამ დააფიქსირა სავაჭრო ბალანსის მაქსიმალური დეფიციტი წლის დასაწყისიდან.

არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიურპრიზი, რომელიც იგივე კვირას გახდა ცნობილი (19-25 ივლისი): ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტი, დიდ ბრიტანეთში ეკონომიკური აქტივობის აშკარა ზრდის მასკირებას ახდენს, ვინაიდან საგადასახადო შემოსავლების ზრდის ნიველირებას ახდენს. ბრიტანული ეკონომიკის პროგნოზირებულზე შედარებით სუსტი ზრდა, გაერთიანებული სამეფოს მთავარმა ხაზინადარმა შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფო ხარჯების შემდგომი შემცირებისთვის გადამწყვეტ არგუმენტად თითქმის 2018 წლამდე.

1

ბრიტანული ეკონომიკის მკვეთრ ზრდას, რასაკვირველია, არ პროგნოზირებენ, თუმცა, მისი ზრდა სავარაუდოა. ექსპერტები ძველებურად დარწმუნებულნი არიან აღდგენითი პროცესების გაგრძელებაში, თუნდაც შემცირებული ტემპებით. ძალიან ადრეა სტაბილური ზრდის მოლოდინი – ჯერ ყველა პრობლემა გადაწყვეტილი არ არის. ამიტომაც არის, რომ ინგლისის ბანკი მინიშნებასაც არ აკეთებს საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ზრდის ვადების შესახებ. 4 ივლისს, როგროც ცნობილია, რეგულატორმა ის უცვლელი დატოვა მინიმალურ დონეზე – 0,5%.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial