SMS-შეტყობინების საშუალებით სახელმწიფო ტენდერებზე ინფორმაციის მიღება უფრო გამარტივდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ახალი სერვისი – მოკლე ტექსტური შეტყობინებები აამოქმედა. SMS-ის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა თუ მიმწოდებლებს, საშუალება ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია ტენდერებში განხორციელებული სხვადასხვა ცვლილებების შესახებ.

ახალი სერვისი 9 აგვისტოდან ამოქმედდა და დღეისთვის უკვე 4246 ორგანიზაცია სარგებლობს, რაც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლების 22% შეადგენს.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლებს, შეავსონ ან განაახლონ მათი ორგანიზაციის პროფილში მობილური ტელეფონის ნომრის გრაფა, რათა ისარგებლონ შMშ მომსახურებით და ოპერატიულად მიიღონ მათთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია.