აშშ-ს დეფოლტი, მსოფლიოს კი კრიზისი აღარ ემუქრება – სენატი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდა

რამდენიმეკვირიანი დაპირისპირების შემდეგ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები მოსალოდნელი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი გაზარდონ, – ამის შესახებ 17 ოქტომბერს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჰარი რიდმა განაცხადა. პოლიტიკური შეთანხმება კი ზუსტად დეფოლტის გამოც-ხადებამდე ერთი დღით ადრე შედგა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მზადყოფნა გამოაცხადა, ხელი მოაწეროს მთავრობის მიერ მუშაობის განახლების კანონპროექტს, თუ კონგრესის ორივე პალატა დოკუმენტს მოიწონებს, – აცხადებს თეთრი სახლი.

როგორც ცნობილი გახდა, კონგრესმენები შეთანხმდნენ, მთავრობის დაფინანსება 13 დეკემბრამდე გაგრძელდეს, ხოლო სახელმწიფო ვალის ლიმიტი იმდენად გაიზარდოს, რომ აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში 7 თებერვლამდე აღარ დადგეს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ხაზინა აცხადებდა, რომ 17 ოქტომბერს ვალის აღების ყველა რესურსს ვადა გასდის და სახელმწიფოს ვალდებულებების შესასრულებლად მხოლოდ 30 მილიარდი დოლარი რჩება, რაც მხოლოდ ორ კვირას
გასწვდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial