კონფერენცია Cost of Borders in the Black Sea Region

10 ოქტომბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია Cost of Borders in the Black Sea Region.
ექსპერტთა შეფასებით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ დიდი პოტენციალი ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა მათ ჯერ არ მიუღწევიათ საბაჟო ბარიერების სრულად გათავლისუფლებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების საზღვრებს შორის გადაადგილებას. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები მცირე და ჯერჯერობით ნაკლებ ეფექტიანია.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის განმზომილება. ამ ინიციატივის შესახებ პირველად 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე გაცხადდა. ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, ბელარუსი (ევროკავშირთან მისი ურთიერთობების განვითარებიდან გამომდინარე), მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა მონაწილეობენ.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პარტნიორს ევროკავშირთან ურთიერთობის განსხვავებული მიზანი შეიძლება ჰქონდეს, ყველა მათგანი უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის პასუხი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და სურვილებზე.

ევროკავშირი თავის პარტნიორებს სთავაზობს: ასოცირების შესახებ ახალ შეთანხმებებს, იმ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერის ჩათვლით, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ევროკავშირს; თანდათანობითი ინტეგრირება ევროკავშირის ეკონომიკაში და გამარტივებული მიმოსვლა სავიზო სისტემის თანდათანობითი ლიბერალიზების გზით, რასაც თან უნდა ახლდეს ზომების მიღება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს შეუწყობს, ასევე, დემოკრატიის და კარგი მმართველობის დამკვიდრებას, განამტკიცებს ენორგოუსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს სექტორულ რეფორმებს და გარემოს დაცვას, ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცებას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას იმ პროექტებისთვის, რომლებიც შეამცირებს სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას და განამტკიცებს სტაბილურობას.

პროექტის ფარგლებში გაწეულ მუშაობასა და ამ მუშაობის შედეგების განხილვას ეძღვნებოდა ზემოთ აღნიშნული კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, უკრინიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ”ღია საზღვერბის” სარგებელი ეკონომიკისათვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონისათვის. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა იმ რეფორმებისა და ცვლილებების განხილვა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას საზღვრებს შორის და ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ზრდას რეგიონში.

კონფერენცია ჩატარდა ფრიდრიხ ნიუმანის ფონდის ორგანიზებით (FNF) და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS), Public Association for Assistance to Free Economy (PAAFE) და Institute for Economic Research and Policy Consulting Ukraine-ს თანამშრომლობით.