იყო და არა იყო რა, იყო ერთი გრანტი

სოფიკო სიჭინავა

საქართველოს თავისუფლების (დეკლარირებული თავისუფლების) შემდეგ ქართულ ლექსიკონში ბევრი ახალი სიტყვა და ახალი სტილის ურთიერთობები შემოვიდა. ერთ-ერთი მათგანია გრანტი. პირველი ასოციაცია, რაც ამ სიტყვის გაგონებისთანავე ადამიანს უჩნდება არის ის, რომ გრანტი საჩუქარია. გრანტი არის ჩვეულებრივი ეკონომიკური კატეგორია, ეკონომიკური მოვლენა, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანაში გარკვეულ საკითხს და პროცესს აფინანსებს. ბუნებრივია, იბადება კითხვა – რომელიღაც დასავლური ქვეყანა თავის შიდა საფინანსო განაწილების სქემაში რატომ სვამს სხვა ქვეყანას, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს და რატომ აძლევს, ჩუქნის თანხას?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ქვეყ-ანაზე უსასყიდლოდ არაფერი ხდება, გრანტის გაცემასაც თავისი წინაპირობა გააჩნია. ამ საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს – სად არის გრანტის, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური მოვლენის, წყაროები და როგორია მისი ამოცანები და მიზნები. მეორე, რაში მდგომარეობს გრანტის მიღების მთვარი მოტივი? რომ გრანტის მიმღები პიროვნება საქართველოს მოქალაქეა და ამ ქვეყანაში რაღაცას აკეთებს, თუ იმიტომ, რომ იგი უნიჭიერესი ადამიანია. მესამე საკითხი ყველაზე გაუგებარი და მიუღებელია – რატომ ხდება, რომ საქართველოში გრანტის განაწილება ერთმნიშვნელოვნად მინიჭებული აქვს მოქალაქეთა კავშირის ლიდერებს და კანცელარიის ერთ სამსახურს? სმკ-ს თუ კარგად უკმევ გუნდრუკს, გრანტს უპრობლემოდ მიიღებ.

ვფიქრობთ, შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტი ინტერესდება იმ საკითხით, თუ რა ხდება გრანტის საქმესთან დაკავშირებით, დონორებს კი ეუბნება, რომ სანამ კანონი, გრანტების შესახებ, არ იქნება მიღებული, არაფერი გასცენ. ბუნებრივია, ეს თანხები რომ დახარჯულიყო იმ მიზნისთვის, რისთვისაც იგი გამოიყო, პრეზიდენტი ასე საჯაროდ გრანტებზე საუბარს არ დაიწყებდა. უფრო კონკრეტულად, საუბარი არ არის იმაზე, რამდენად მოსწონს თუ არ მოსწონს შევარდნაძეს ის, რასაც გრანტები მოხმარდა, არამედ იმაზე, რომ გრანტი არამიზნობრივად დაიხარჯა. ჟურნალისტური ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის მასალებზე დაყრდნობით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულია 2 მილიარდ ნახევარზე მეტი გრანტი და კრედიტი. აქედან, 40% მოდის გრანტზე. ამ 40%-ის 80% აღებული აქვს სააკაშვილის ფრთას.

ბუნებრივია, თუკი გრანტი საჩუქარია, მას საჩუქარი უნდა ერქვას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრანტს ნაკლებად შეიძლება საჩუქარი ეწოდოს. იგი არის თანხა, გაცემული გარკვეული შესრულებული სამუშაოსათვის. როგორც წესი, გრანტს იძლევიან როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე ქვეყნის შიგნით. შეიძლება რომელიმე მეცნიერმა გამოიგონოს რაიმე პრეპარატი და ფირმამ, რომელიც, ამ მხრივ, კვლევის გაღრმავებით არის დაინტერესებული, გრანტი გასცეს. ანალოგიურად, შესაძლებელია რომელიმე ქვეყნის მთავრობამ, რომელიც დაინტერესებულია, რომ მსოფლიოში მაღალტექნოლოგიური იარაღი არ გავრცელდეს, დააფინანსოს უცხო ქვეყნის ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ამ შემთხვევაში, თუ გნებავთ რუსეთის. რუსეთის ეკონომიკაში ასეთი სახის გრანტების საერთო მოცულობა 300 მლნ აღწევს. აშშ რუსეთს 300 მლნ დოლარს უყოფს, საიდანაც 150 მლნ მოდის უშუალოდ ბირთვულ პერსონალზე. მათ ხელფასებს უხდის იმის სანაცვლოდ, რომ ისინი თავიანთ ცოდნას ირანს არ მიყიდიან. მეორე 150 მლნ-ს აშშ ბირთვული ტექნიკის შესანახად იხდის. სხვაგვარად ამ ბირთვული ქარხნების, ტექნოლოგიების შენახვა წარმოუდგენელი იქნება და შესაძლებელია ამერიკის სტრატეგიულ მტერს, რომელიც მის ნავთობს და, შესაბამისად, მის ეკონომიკას ემუქრება, ეს მეტად მძიმე იარაღი ხელში ჩაუვარდეს. ეს ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის ამერიკის საწინააღმდეგოდ გადანაწილებას. ყოველივე ზემოთქმული ელემენტარული ჭეშმარიტებაა. აქედან გამომდინარე, გრანტი არავითარი საჩუქარი არ არის. იგი მიზნობრივი დაფინანსებაა – ეს არის მისი ყველაზე სრულყოფილი განმარტება. დაფინანსება, რომელიც გამოიყოფა გარკვეული ქვეყნისთვის სწორედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც ასრულებენ გარკვეულ სამუშაოს. მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს იმასაც, თუ რა სამუშაოს შესრულებაზეა საუბარი.

გაურკვეველია თვითონ გრანტის მიღების პროცედურაც – მის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტი უნდა წარადგინოს. თუ იგი მოწონებას დაიმსახურებს, თანხა გაიცემა. საოცარია, რომ თურმე ვიღაცას შეუძლია კარგი პროექტების შექმნა, ხოლო სხვა ცუდ პროექტს წერს. საინტერესოა, საზოგადოებამ იცოდეს, რაში მდგომარეობს კარგი პროექტი და რა მოუტანა მან საქართველოს დადებითი, ხოლო რაში მდგომარეობს ცუდი პროექტი და ანალოგიურად, რას ვერ მოუტანს იგი ქვეყანას კარგს. საქართველოს თავისუფლების (დეკლარირებული თავისუფლების) შემდეგ ქართულ ლექსიკონში ბევრი ახალი სიტყვა და ახალი სტილის ურთიერთობები შემოვიდა. ერთ-ერთი მათგანია გრანტი. პირველი ასოციაცია, რაც ამ სიტყვის გაგონებისთანავე ადამიანს უჩნდება არის ის, რომ გრანტი საჩუქარია. გრანტი არის ჩვეულებრივი ეკონომიკური კატეგორია, ეკონომიკური მოვლენა, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანაში გარკვეულ საკითხს და პროცესს აფინანსებს. ბუნებრივია, იბადება კითხვა – რომელიღაც დასავლური ქვეყანა თავის შიდა საფინანსო განაწილების სქემაში რატომ სვამს სხვა ქვეყანას, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს და რატომ აძლევს, ჩუქნის თანხას?ამაზე შიძლება დიდი თეორია აიგოს – თქვენ უნდა იყოთ ძლიერი ფიზიკოსი, მაგრამ, საოცარია, იქვე აბსოლუტურად უცნობი პიროვნება, რომელიც დიდი ნიჭით არ გამოირჩევა, დიდ გრანტს იღებს. რა ნიშნით ხდება დიფერენცირება, როდესაც ერთი ბეჭვდითი ან ელექტრონული მედია იღებს გრანტს და არ იღებს სხვა? ბუნებრივია, დასავლეთი აფინანსებს კერძო სტრუქტურების განვითარებას, ანუ კერძო საბაზრო მექანიზმს. გასაგებია, მაშინ რატომ არ მიუწვდებათ ჩვეულებრივ ბიზნესმენებს ამაზე ხელი? არსებობს ცნობილი ფონდები, რომლებიც თითქმის დახურულია. ისინი დიდ საქმეს აკეთებენ – უფასოა პრესა და ინტერნეტი, ვერავინ უარყოფს ამას, მაგრამ რატომ ხდება, რომ რამდენიმე ადამიანის თითის დაქნევაზეა საქართველოში მთელი გრანტის უზარმაზარი ნაკადების მოძრაობა დამოკიდებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას რაც უნდა კარგი პროექტი ჰქონდეს, გრანტის მიღებაში 90% მაინც დონორთან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციას უჭირავს, ან მის უკან პოლიტიკური ძალა უნდა იდგეს. ძალიან ბევრი გრანტის ნაწილს თავისთვის იტოვებს. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.

გრანტის ფილოსოფიაში ჩახედვა ძალიან რთულია. ვთქვათ, რუსეთში გრანტს მკვლევარს ან მეცნიერს აძლევენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში 90% გრანტი გაცემულია სწორედ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ გვაქვს იზოტოპების ინსტიტუტი და მსგავსი მაღალი ტექნოლოგიური ნაწილი, რომელთაც, საბედნიეროდ, დასავლეთიდან ესა თუ ის დახმარება აქვთ. დღეს ისინი ფუნქციონირებენ და სერიოზული საექსპორტო პოტენციალის მომტანნი არიან. საქართველოში ასეთი ძალიან ცოტანი არიან. ლაპარაკია იმ უზარმაზარი გრანტების ტალღაზე, რომელთა ჩამონათვალი ერთ მსხვილტანიან წიგნს წარმოადგენს, რომლის შესახებ საზოგადოებას ღიად არ აქვს ინფორმაცია. იქნება ვინმემ საზოგადოებას გასცეს პასუხი კითხვაზე – რა შეიქმნა ამხელა ფინანსების ფასად, რა სიკეთე მოუტანა მან საქართველოს? გარდა იმისა, რომ გრანტის მიმღებნი ვიღაცის ინტერესებს ახმოვანებენ.

ადამიანი საქვეყნოდ აცხადებს – ვარ ესა და ეს პიროვნება, თუნდაც ვიცი უცხო ენა და ამის გამო შემოსავალი თვეში 4 ათასი დოლარი მაქვს. არადა, მისი შექმნილი ხელშესახები და ღირებული არავის უნახავს. მიუხედავად ამისა, იგი იტოვებს უფლებას, მედიდური ტონით სხვას ელაპარაკოს, თურმე 170 ლარიან ჩინოვნიკს, რომელსაც, ბუნებრივია, არ აქვს უფლება, ხელი წაუცდეს უკანონო შემოსავალზე, თურმე ხელი წაუცდა და მორალს უკითხავს იმ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანს 14 ლარი პენსია და 25 ლარი ხელფასი აქვს. მათ შორის, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, საკმაოდ კვალიფიცირებულ თანამშრომლებს.

არც ერთი გრანტის მიმღები არ აცხადებს რისთვის მიიღო იგი, თუმცა, პასუხი ძალიან მარტივია – მან გრანტი გარკვეული ინფორმაციისთვის მიიღო. ინფორმაცია იმდენად დაშლილია, რომ პირდაპირი ფორმით არაფერს შეიცავს. როდესაც რომელიმე უცხო ქვეყანას ინტერესი აქვს ზოგიერთ რეგიონში, ბუნებრივია, ამ ქვეყანაში ყველაფრის შესწავლას იწყებს – ტრადიციები, უნარ-ჩვევები, ტერიტორია, მოსახლეობა, დემოგრაფია, პერსპექტივები, ეკონომიკური პოტენციალი და ა.შ. დღეს ამ ინფორმაციის შექმნის და დამუშავების შესანიშნავი საშუალებაა გრანტი. ადრე თუ მარკო პოლო და მიკლუხო მაკლაი არსებობდნენ, ახლა იგივე სამუშაოს ადგილობრივი დამშეული მოსახლეობა სიამოვნებით ასრულებს – 100-200 დოლარის საფასურად ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვდიან თანხის გამღებთ. ოპონენტები, შესაძლოა, შემოგვედავონ, რა არის იმაში ცუდი, თუკი ჩვენს დასავლელ პარტნიორს ჩვენს შესახებ სრული სიმართლე ეცოდინება? თავისთავად ამაში ცუდი არაფერია. მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე რომ იყოს საუბარი, რომ ვიღაცას კარტოგრაფიის და კადასტრის საკითხები აწუხებს და ამაზე გამოყოფს თანხას, კიდევ არაფერი. საუბარია იმაზე, რომ სამუშაო გარკვეული ინფორმაციის მიწოდებით არ მთავრდება. ადამიანთა იმ წრეს, რომლებიც ამ სამუშაოს ასრულებენ ეროვნულ ცნობიერებასთან, აზროვნებასთან ცოტა კონფლიქტი გააჩნიათ. ევროპა გაერთიანდა, მაგრამ საფრანგეთი საფრანგეთია, გერმანია გერმანიაა და ა.შ. ეროვნული ეკონომიკის, ეროვნული ბიზნესის, ბიზნესმენების, ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები უკანა პლანზეა გადაწეული. ძნელია განსხვავების პოვნა ამ ადამებსა იმ კომკავშირლებს შორის, რომლებიც მოსკოვში იზრდებოდნენ. უბრალოდ, დღეს ისინი სხვაგან იზრდებიან. მათთვის მთავარი კოსმოპოლიტური ინტერესებია და არა ეროვნული.

ბრძოლა კოსმოპოლიტიზმსა და ეროვნულს შორის მონათლულია, როგორც გლობალიზაციის პროცესი. იგი ჯერ კიდევ მე-18-19 საუკუნეებიდან იღებს სათავეს, როდესაც დაიწყო სერიოზული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტრანსნაციონალური კორპორაციების და მათი ინტერესების შექმნის და ჩამოყალიბების პროცესი. ეს არის კოლონიზაციის ახალი ერა – არა ჩექმით, არამედ ეკონომიკით. სწორედ ამიტომ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი დასავლეთის ძლიერი ქვეყანა, რომელიც პატარა ქვეყანაში Dშედის, პირველ რიგში, ენერგეტიკას, ანუ უსაფრთხოების ხერხემალს იგდებს ხელში, შემდეგ ტრანსპორტს და განათლებას. თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი გრანტი სწორედ ამ სფეროებშია მიღებული. ამ სადავეების ხელში ჩაგდება ხალხს იდეალურ მარიონეტებად აქცევს. ბუნებრივია, სადაც დინოზავრები მსოფლიო პოლიტიკაში ჭიდაობენ, იქ საქართველოსნაირი ქვეყნის ადგილი თითქმის არ არის. საერთოდ, ვინ არის საქართველო? ის ადგილი, ტერიტორია, სადაც ერთი მილი უნდა გადიოდეს და ერთი ბაზა არსებობდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, მის ინტერესს ნაკლებად ითვალისწინებენ. ბედნიერება და იდეალური ვარიანტია, როდესაც ინტერესთა თანხვედრა არსებობს.

ნუთუ არავის გაუჩნდა კითხვა, მილიონობით დოლარიდან, რომლებიც საქართველოში გრანტის სახით შემოვიდა, მცირე ნაწილი მაინც რატომ არ მოხმარდა რეალური ეკონომიკის ,რეალური სფეროს აღდგენას? გრანტებიდან მიღებული თანხით, ძირითადში, ისევ უცხოელ ინვესტორებს უჭერენ მხარს. თუ მათ გული შესტკივათ საქართველოზე, 20 მლნ-ით ერთ საკონსერვო ქარხანას შექმნიდნენ, ამით სოფლის მეურნეობას ბიძგი მიეცემოდა. საუბარი არ არის ქუთაისში მანქანათმშენებელი ქარხნის ამუშავებასა და იქ იმპორტული მანქანების, ან “სონის” პროდუქციის გამოშვებაზე, არამედ – არსებული ტექნოლოგიის გამოყენებასა და რეალური სექტორის დაფინანსებაზე. არსებობს განვითარების პროექტები, ისეთი როგორიცაა “სერმა”, იგი მოინათლა, როგორც ქართული მარშალის გეგმა, მაგრამ ეს ძალიან მცირეა. გრანტებში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს ლექცია-სემინარების ჩატარებას, კონსულტაციებს და კონსალტინგებს. უკეთესი იქნებოდა მთლიანად ეს თანხა ერთიან, დამოუკიდებელ ცენტრალიზებულ ფონდში მიმართულიყო, მისი ხელმძღვანელები ყოფილიყვნენ დასავლელი ექსპერტები და მათ ემართათ ეკონომიკა იმ პრინციპით, როგორც გერმანიაში ფონდი KFჭ (აღორძინებისა და განვითარების ინსტიტუტი გერმანიაში) მუშაობს. ამ ქვეყანაში განათლება ფინანსდება. სტუდენტს სწავლის პერიოდში აფინანსებენ, მუშაობის დაწყების შემდეგ კი ფული ფონდში ბრუნდება, რომელიც სხვა სტუდენტს დააფინანსებს. ანუ ეს პროცესი უკუგებადი და განახლებადია. გაუგებარია, ჩვენთან რატომ ხდება ასე მომხმარებლური პრინციპით გრანტების ათვისება?

მათე მელია (მმე-ის ექსპერტი) – იმიტომ, რომ ამით ჩვენს ქვეყანაში იზრდება თაობა, რომელიც შემდეგში ვიღაცის პლაცდარმი იქნება. საქართველო რუსეთის კოლონიზაციიდან ჯერ არ გამოფხიზლებულა და თვითონ არ იცის საით მიექანება, გზა ერთია – დასავლეთის, საბაზრო, კერძო საკუთრების ღირებულებები, დემოკრატია და დასავლეთთან მჭიდრო კავშირი, მაგრამ უნდა გავიაზროთ ჩვენი ეროვნული კონცეფცია, ეკონომიკური, პოლიტიკური, გნებავთ, განათლების და კულტურის და გნებავთ, საერთო სახელმწიფოებრივი. გლობალიზაციის გამარჯვებას წინ არაფერი ეღობება, რადგან იგი დიალექტიკური, ისტორიული განვითარების გზაა. ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ გლობალიზაციის პროცესში ჩვენი თვითმყოფადი სახე. რა თქმა უნდა, გრანტზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ მისი მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს კი არა, ქვეყნის და საზოგადოების განვითარების ინტერესებს უნდა ეყრდნობოდეს. საქართველოს ეკონომიკა იმ ძროხას ჰგავს, რომელსაც რვა თვეა რაც წველიან, ჯიქანი გამომშრალი აქვს და მაინც ვექაჩებით, რომ რძე გამოვადინოთ. არადა, გამოსავალი სულ სხვა რამეშია – კვლავწარმოებაში და რეალურ ინექციაში. ამდენად, გრანტს დიდი როლი აკისრია ამ საქმეში. ის, როგორც ეკონომიკური ფენომენი, არის დაფინანსება. დღემდე, რაც დაკარგულია ჩვენთვის მწარე გაკვეთილი უნდა იყოს. გრანტების შესახებ კანონში უნდა ჩაიდოს მექანიზმი, რომ გრანტის გაცემა ხდებოდეს განსაკუთრებული, დამოუკიდებელი ბიუროს მეშვეობით და არა რომელიმე დახურული ორგანოს მიერ.

თუმცა, თუ გადავხედავთ კანონპროექტს გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ვინმე ფიქრობს ამის განხორციელებაზე. პარადოქსია, რომ სპეციალურად იწერება კანონი გრანტების შესახებ და მასში ვკითხულობთ – თავი IV, მუხლი 10, პუნქტი 1 – “გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების აღრიცხვა და რეგისტრაცია ხორციელდება საქართვლოს კანონმდებლობის შესაბამისად… პუნქტი 4 – გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.

გრანტის ფენომენში ყველაზე მაინტრიგებელი და ის საკითხი, რომელიც დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარეგულირებას ითხოვს, სწორედ რეგისტრაცია და მისი კონტროლია. ბუნებრივია, იბადება კითხვა – რა საჭოროა ახალი კანონის შეთხზვა თუკი იგი ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს? თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტს მიღებამდე მის ძირითად ფუნქციას შესძენენ.

შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტიის ლიდერი) – თუ შიდა სამართალში არსებობს ცნება ქრთამი, საერთაშორისო პრაქტიკაში ქრთამი არის გრანტი. მსოფლიოში იგი გამოყენებულია გლობალიზაციის პროცესების დასაჩქარებლად, იმისათვის, რომ სახელმწიფოებს წაერთვათ სუვერენიტეტი, შესუსტდეს მათი ეკონომიკა, ტრადიციები, რელიგია, კულტურა, მეცნიერება. მილიონებად ღირებული მეცნიერული გამოგონებანი, გრანტის გამოყენებით კაპიკებად იყიდება. გრანტის პატრონი, სამთავრობოა იგი თუ არასამთავრობო, ცდილობს, თავისი პოლიტიკა გაატაროს გარკვეული ჯგუფით. გრანტში ერთდროულად რამდენიმე საშიშროებაა, არა მარტო სამართლებრივი და პოლიტიკური. ძალიან ხშირ შემთხვევაში გრანტი წარმოადგენს შავი ფულის გათეთრების შესანიშნავ საშუალებას. უცხოური კანონმდებლობით გრანტები არ იბეგრება. მისი წყარო შეიძლება იყოს იარაღით ვაჭრობა, ნარკობიზნესი და სხვა. გრანტი არის პოლიტიკოსების მოსყიდვის საშუალება. პოლიტიკოსი შექმნის არასამთავრობო ორგანიზაციას თავისი სახურავის ქვეშ და შემდეგ არასამთავრობო იღებს გრანტს. იურიდიულად პოლიტიკოსს ვერ შეედავები, მაგრამ ისინი ფულს ამ გზით იღებენ. ამის კლასიკური მაგალითია ის, რაც ჩვენთან მოქალაქეთა კავშირის მაგალითზე მოხდა. ვინც სოლიდური რაოდენობით მიიღო გრანტი, მათ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკური დესანტი, მეხუთე კოლონა საქართველოში.

არსებობს ასეთი ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდი, რომელიც, ფაქტობრივად, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფილიალს წარმოადგენს, ფინანსდება ბიუჯეტიდან და მიზნად ისახავს მემარცხენე პარტიების მხარდაჭერას და განვითარებას. ოთხი წლის წინ ამ ფონდის ხელმძღვანელობასთან ბონში გახლდით. ისინი დაგვპირდნენ საქართველოში ფონდის გახსნას და ასეც მოიქცნენ, მის ხელმძღვანელად კი ერთ-ერთი ქალბატონი დანიშნეს. ამ ფონდმა და მისმა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მოქალაქეთა კავშირის დაკვეთით იმუშავა. მემარცხენე პარტიებისკენ არც კი გამოუხედავთ. 1996 წელს სააკაშვილმა გრანტების შესახებ კანონი რომ გამოიტანა, მახსოვს როგორი ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, რომ იგი იქნებოდა საქართველოში აღმშენებლობითი პროცესების დასაწყისი, გრანტით მივიღებდით ფულს, რაც უამრავ გაჭირვებულს დაეხმარებოდა. იმ კანონში შეგნებულად არ ჩაიწერა გრანტების კონტროლის მექანიზმები. არ შეიტანეს ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნის აუცილებლობა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში გასცნობოდა ვინ რა გრანტი მიიღო და რაში გამოიყენა იგი. ეს თანხა მთლიანად მოქალაქეთა კავშირმა გამოიყენა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ამით იკვებებოდა. მათ კორუფციაზე ძნელია შეედავო, რადგან ეს თანხები ბიუჯეტიდან არ არის წაღებული. თუმცა, მათ ამ გზით უფრო მეტი თანხა მიიღეს.