ეკონომიკური ნიუსები

რედაქციისაგან

დავოსში, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა და ბიზნესმენთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ნათლად ჩანდა, რომ მთავარი განსახილველი საკითხი ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკური რბოლა იყო. ორი წლის წინ აშშ-ის ეკონომიკა ოთხი ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ქვეყანამ – ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა და ბრაზილიამ დუელში გამოიწვია.

გასულ წელს ჩინეთმა წარმმართველი პოზიცია დაიკავა, მაგრამ წლეულს ყურადღების ცენტრში ჩინეთთან ერთად ინდოეთიც მოექცა. ეს ორი ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყნებია, რომელთაც წინმსწრაფი ეკონომიკა და უზარმაზარი შიდა ბაზარი აქვთ, რაც ასე იზიდავთ უცხოელ ინვესტორებს. მსოფლიო ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიმს ვულფენსონმა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის სესიაზე განაცხადა, რომ გლობალურ გადანაწილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინდოეთისა და ჩინეთისათვის. ჩინეთის ბანკის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, გეგმის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკა 8.8%-დან 9.3%-მდე გაიზრდება. ევროპის კავშირი რეფორმის გეგმას წარმოადგენს ევროპის კომისია პირველად წარადგენს ეროვნული რეფორმების გეგმას, ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოსთხოვენ, სამუშაოზე აღადგინონ 19 მილიონი ადამიანი. 25 იანვარს ევროპის კავშირის აღმასრულებელი კომისიის პრეზიდენტმა ხოს მანუელ ბაროსომ ევროპის კავშირის წევრი თითოეული ქვეყნისთვის წარადგინა სახელმწიფო გეგმები, სადაც ჩამოთვლილი იყო მათი პრიორიტეტები. გეგმაში არსებობს მონახაზი, თუ როგორ უნდა გადაჭრან უმუშევრობის პრობლემა და რა უნდა მოიმოქმედონ ქვეყნებმა, რომელთაც არამდგრადი ეკონომიკა აქვთ. “ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ, რა საკითხებში არიან ესა თუ ის სახელმწიფოები ძლიერნი და რაში სუსტები.” პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე პრიორიტეტი ენერგეტიკა იქნება, სფერო, სადაც ევროპის კავშირი აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება, ინდოეთი და ჩინეთი კი სწრაფად ვითარდებიან. ექსპერტები პრეზიდენტის გეგმას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრობლემების გადასაჭრელად უფრო კონკრეტული სვლებია საჭირო, მაგალითად, საშუალო და პატარა ფირმების დახმარება, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებას. აბუ დაბიში ხუთი ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობაა დაგეგმილი აბუ დაბის დაგეგმარებისა და ეკონომიკის სამინისტროს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ემირატები გეგმავს ხუთი ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობას, რათა გამოიყენოს თავის პოტენციალი და გახდეს რეგიონის ინდუსტრიული ცენტრი. ქალაქების მშენებლობა ხელს შეუწყობს კაპიტალის, ენერგეტიკის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებას ემირატებში. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს იტალიურ კომპანიასთან ემირატების რკინისა და ფოლადის ქარხნის გასაფართოვებლად. თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ინდუსტრიული ქალაქები, რომლებიც ხუთი წლის მანძილზე უნდა აშენდეს, მიიზიდავს უცხოელ ინვესტორებს. რაც შეეხება რკინისა და ფოლადის ქარხნის პრივატიზებას, მისი თქმით, სახელმწიფო ჯერ კიდევ განიხილავს ამ საკითხს. იგი ასევე დასძენს, რომ აღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე ქარხანა ყოველწლიურად აწარმოებს 4 მილიონ ტონა ფოლადს.
ნახილი დუბაის საკუთრების შოუს გაერთიანებულ სამეფოში გამართავს
დუბაის წარმომადგენლობამ დუბაის საკუთრების (დუბაის პალმის ქალაქის)
შოუს გამართვა ლონდონში გადაწყვიტა. შოუს დასახელებაა “პალმა”. გაერთიანებული სამეფო დუბაისთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს როგორც ტურიზმის, ასევე ვაჭრობის სფეროში. გასულ წელს დუბაის 650 000 ბრიტანელი ტურისტი ესტუმრა. შოუს ლონდონში გამართვის ერთ-ერთი მიზანი ბრიტანელი ტურისტების მიზიდვაა ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე, სადაც 25 სუპერკომფორტული სასტუმროა განლაგებული. ნახილის მთავარი აღმასრულებელი ამბობს, რომ ბრიტანეთი
მათთვის მთავარ ბაზარს წარმოადგენს. ბრიტანელებმა იციან, რომ დუბაი მათ შესანიშნავ კლიმატს და კარგ სანაპიროებს, საქონლის ფართო არჩევანს, მაღალი კლასის სასტუმროებს და გადასახადისგან თავისუფალ გარემოს სთავაზობს და ამიტომ დაუზარებლად სტუმრობენ ამ ქვეყანას. ამჯერად წარმოგვიდგენენ სიახლეს – პალმა. კაცობრიობისგან შექმნილ კუნძულებს შორის ის სიდიდით მესამეა და მთელი მსოფლიოდან იზიდავს ხალხს. სწორედ ამიტომ არის ეს შოუ მნიშვნელოვანი ნახილისათვის.
შუა აღმოსავლეთის ეკონომიკა ზომიერად იზრდება
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნავთობზე მაღალი გლობალური მოთხოვნა შენარჩუნდება და შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონები გახდებიან მსოფლიოში მომდევნო ორი წლის მანძილზე. მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 5% იქნება. მაგრამ შუა აღმოსავლეთის წარმატებაში მარტო ნავთობს არ მიუძღვის წვლილი, რეგიონში ასევე ხორციელდება სხვა ინვესტიციებიც. MENA-ს რეგიონში 2006 წლის მშპ-ს მოსალოდნელი მაჩვენებელი 5.1%-ია.
სამომხმარებლო ფასები
აშშ-ში დეკემბერში სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით შემცირდა. 2005 წელს, მთელი წლის მანძილზე ინფლაციის საშუალო
მაჩვენებელი 3.4% იყო, 2004 წელს- 2,7%, 2000 წლიდან მოყოლებული აშშ-ში 2005 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ფედერალები 2006 წლის დასაწყისში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს მოელოდნენ და კვლავ აპირებენ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდას, მაგრამ მერილენდის უნივერსიტეტის ბიზნესის პროფესორი თავის განცხადებაში აფრთხილებს მათ, რომ თუ კვლავ გაზრდიან საპროცენტო განაკვეთებს, უკვე დეფლაციასთან
მოუხდებათ ბრძოლა და არა ინფლაციასთან.
რუსეთში ინვესტიციების პრობლემაა
რუსეთი ფულს ანდამატივით იზიდავს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მთელი პოსტსაბჭოური ისტორიის მანძილზე 2005 წელს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიზიდა ყვალაზე მეტი კერძო კაპიტალი. კაპიტალის დიდი რაოდენობით
შემოდინება იმის ნიშანია, რომ უცხოელ ინვესტორებს რუსეთისადმი ინტერესი გაუჩნდათ და დიდ თანხებს დებენ რუსულ სესხებში, დაზღვევებსა და სხვა ინვესტიციებში. გასულ წელს კერძო კაპიტალის შემოდინება მხოლოდ 300 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, ანუ რუსეთის მშპ-ზე 01%-ით დაბალი.
ისრაელის ბაზარი – საქმე და არა პანიკა
ისრაელის ფინანსური ბაზარი პირდაპირპროპორციულად რეაგირებს პრემიერ – მინისტრ არიელ შარონის ჯანმრთელობაზე.
შარონის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თელ ავივის ბირჟებზე არეულობა შეინიშნებოდა, ისრაელის ფულის ერთეულის, შეკელის კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.5%-ით დაიკლო. უკანასკნელ წლებში ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვან როლს უცხოელი ინვესტორები თამაშობენ. ამჯერად
ებრაელთა მთავარი მიზანია, არ ატყდეს პანიკა და დაამშვიდონ უცხოელი ინვესტორები.
ნავთობისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ფილიპინების ეკონომიკის ზრდა ნელდება
2005 წელს ფილიპინების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გეგმურზე ნაკლები იყო. გეგმის თანახმად, ეკონომიკა 6%-ით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ 5.1%-ით გაიზარდა. სარეკორდოდ მაღალმა ფასებმა ნავთობზე და პრეზიდენტ Gგლორია მაკაპაგალ აროიოს არასწორმა პოლიტიკურმა კურსმა შეამცირა
მომხმარებელთა დანახარჯები და ქვეყანას ბიზნესმენთა ნდობა დაუკარგა. უამინდობის გამო თითქმის განახევრდა ფერმებიდან პროდუქციის ზრდა, ასევე შემცირდა გლობალური მოთხოვნა ელექტრონულ საქონელზე, რაც ექსპორტის მოგებას ამცირებს. ქვეყნის ინვესტიციები 3%-ით შემცირდა. მაგრამ მთავრობის ეკონომისტები ამბობენ, რომ წლის დასასრულისთვის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial