ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება სამომხმარებლო ფასებს 1%-ით შეამცირებს

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სამომხმარებლო ფასებს 1%-ით შეამცირებს. პროგნოზს ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ სახელმწიფო უწყება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის სრული დაშვებით სარგებლობას ელოდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებების პერიოდში სურსათის უვნებლობის ახალ კოდექსთან დაკავშირებით ევროკავშირს ჰქონდა შენიშვნები, თუმცა საბოლოოდ პოზიციები შეჯერდა.

ცხადდება, რომ ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებას ნიშნავს. ოფიციალური განმარტებით, ქართული პროდუქცია ისარგებლებს ევროკავშირის ბაზრის რეგულაციებით, რაც საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და ადამიანების თავისუფალი გადაადგილებას, პროდუქციის ექსპორტისას საიმპორტო გადასახადების მოხსნილ წნეხსა და სურსათის ხარისხთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნებს გულისხმობს.
ვარაუდობენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო მოხდება საწარმოების მოდერნიზება და სამომხმარებლო ფასები შემცირება.