ღვინის კომპანიები რუსეთში რეალიზაციის დაწყებას მაისიდან გეგმავენ

”კომერსანტის” მიერ გამოკითხული ღვინის კომპანიები რუსულ ბაზარზე ღვინის გატანას მაისისთვის პროგნოზირებენ. ”თელავის ღვინის მარანის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს, რაც ეტიკეტზე დასატან ინფორმაციას გულისხმობს. ზურაბ რამაზაშვილის თქმით, ორმა სადისტრიბუციო კომპანიამ ნახევარი მილიონი ბოთლი ღვინო უკვე შეუკვეთა და სავარაუდოდ პროდუქცია ნებართვის შემდეგ ბაზარზე ერთ თვეში აღმოჩნდება.

რუსულ ბაზარზე ღვინის გატანას მაისისთვის პროგნოზირებს კომპანია ”ასკანელი ძმებიც”. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ”კომერსანტთან” აცხადებს, ამ ეტაპზე ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და საბუთების შეთანხმება მიმდინარეობს. ჯიმი ჩხაიძის თქმით, ”ასკანელი ძმები” 2013 წლის განმავლობაში რუსულ ბაზარზე მილიონნახევარი ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial