ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ჩინური კომპანია დარეგისტრირდა

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ჩინური ინვესტიციებით ინტერესდება. მიმდინარე კვირაში ინდუსტრიულ ზონაში პირველი ჩინური კომპანია ”პოლიბრაიტი” დარეგისტრირდა, რომლის ძირითადი საქმიანობა პლასტიკატის ნაწარმის იმპორტ-ექსპორტია. თუმცა, რა მასშტაბებზე და რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ეს ფაქტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. მისი განცხადებით, კომპანია მომავალი კვირიდან მუშაობას აქტიურ რეჟიმში შეუდგება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial