რუსეთის პორტების ტვირთბრუნვა მცირდება

რუსეთის საზღვაო ნავსადგურებში, ASOP -ის (რუსეთის საზღვაო ტვირთების ასოციაცია) 2013 წლის 8 თვის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაზრდილია 4.2%-ით, 387.2 მილიონ ტონამდე. ორგანიზაცია დაარსებულია 1987 წლიდან და პერიოდულად აქვეყნებს რუსული პორტების სტატისტიკურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ზრდა, ძირითადად, მოდის ნახშირისა და მინერალების ექსპორტზე. შესაბამისად, 67.4 მილიონი ტონა (16.4%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით) და 8.3 მილიონი ტონა (14.2%-იანი ზრდა). კონტეინერების მიმოსვლა გაიზარდა 3.6%-ით 29.3 მილიონ ტონამდე. შემცირებულია ლითონის გადაზიდვა 15 მილიონ ტონამდე (16%-ით ნაკლები), მარცვლეული 8.6 მილიონ ტონამდე (1.9%-იანი შემცირება), მადნის გადაზიდვა 4.9 მილიონ ტონამდე (0.9%-იანი შემცირება) და ხის ტვირთები 3 მილიონ ტონამდე (29.2%-იანი შემცირება).

თხევადი ტვირთის ექსპორტი გაიზრდა 220.7 მილიონ ტონამდე, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-იანი ზრდაა. ამ რიცხვში შედის ნედლეულის ექსპორტი 137 მილიონი ტონის მოცულობით 6.6%-იანი ზრდა. საანგარიშო პერიოდში რუსული პორტების ექსპორტი გაიზრდა 3%-ით 2012 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 302.9 მილიონ ტონამდე. იმპორტი გაიზრდა 6.6%-ით 31.3 მლ ტონამდე. სატრანზიტო გადაზიდვები კი გაიზრდა 6.8%-ით 31.4 მილიონ ტონამდე.

არტიკის აუზში ტვირთბრუნვა 31.1 მილიონ ტონამდე გაზიარდა, 30.3%-იანი ზრდა. არხანგელსკის პორტის ტვირთბურნვა კი შემცირდა 9.%-ით 3.2 მილიონ ტონამდე. ბალტიის ზღვის რუსული პორტების ტვირთბრუნვა 141.7 მილიონ ტონამდე 3.7%-ით გაიზარდა. უსტ-ლუგას პორტის ტვირთბრუნვა 36.9%-მდე 40.1 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ვისოცსკის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა 11 მილიონ ტონამდე 29.1%-ით, კალინგრადის პორტის 10.8%-ით 9.3 მილიონ ტონამდე. შემცირდა პრიმორსკის პორტის ტვირთბრუნვა 16%-ით 69.4 მილიონ ტონამდე. ასევე შემცირდა სანკტ-პეტერბურგის პორტის ტვირთბრუნვა 2.7%-ით 37.8 მილიონ ტონამდე. აზოვი-შავი ზღვის პორტების ტვითბნრუნვა 113.2 მილიონ ტონამდე, 2.4%-ით შემცირდა. შემცირებულია კასპიის ზღვის პორტების ტვირთბრუნვაც 5.5 მილიონ ტონამდე 23.1%-ით. შორეული აღმოსავლეთის პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა 8.7%-ით 95.6 მილიონ ტონამდე.