ამერიკული საბანკო გიგანტი ძველი ცოდვებისთვის 45 მილიარდ დოლარს იხდის

JP Morgan დათახნმდა 4.5 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადოს იმ იპოთეკურ ინვესტორებს, რომელთაც იპოთეკური ობლიგაციების გამო, ფინანსური კრიზისის დროს ფული დაკარგეს. კომპენსაციას 21 მსხვილი იპოთეკური ინვესტორი მიიღებს. 2007 წელს დაწყებული მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იპოთეკურ ბაზრებზე განხორციელებული ინვესტიციები იყო. განსაკუთრებით, აშშ-ში.

ოქტომბერში ამერიკის საბანკო გიგანტმა, თანხმობა განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გადაეხადა 13 მილიარდი აშშ დოლარი იპოთეკურ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად იმ კლიენტებისათვის, რომელთაც კრიზისის გარიჟრაჟზე დიდი ზარალი ნახეს სწორედ ამ აქტივების გამო. 5.1 მილიარდი JP Morgan-მა უნდა გადაუხადოს Fannie Mae-სა და Freddie Mac-ს, იმის გამო, რომ მან შეცდომაში შეიყვანა ისინი იპოთეკური ფასიანი ღქაღალდების რეალურ ღირებულებასთან დაკავშირებით. ეს არის ყველა ზე დიდი კომპენსაცია, რომელიც ამერიკულ ბანკს ოდესმე გადაუხდია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი

გადაჭარბებულ ღირებულებად შეფასებული იპოთეკური ფასიანი ქაღალდები 2007 წელს დაწყებული კრიზისის მთავარი მიზეზი იყო. ახლა JP Morgan-ს ის 21 მსხვილი ინვესტორ სთხოვს პასუხს, რომელთაც იპოთეკურ ბაზრებზე მიბმულ 300-მდე ფასიან ქაღალდში ჩადეს ინვესტიცია. ეს ქაღალდები JP Morgan-ისა და Bეარ შტეარნს-ის მიერ იყო გამოშვებული 2005-2008 წლებში. ”ეს არის JP Morgan-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმისათვის, რომ აღმოფხვრას ყველენაირი გაუგებრობა” – განაცხადა გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ ბანკის წარმომადგენელმა. შეთანხმების საბოლოო დეტალები ბანკსა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შორის მალე გახდება საჯარო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯამში ბანკს მოუწევს 13 მილიარდი აშშ დოლარის 2 ეტაპად გადახდა დაზარალებული ინვესტორებისათვის, საწყის ეტაპზე 9, ხოლო შემდეგ 4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით.

ფონდი

იპოთეკური ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამოშვება საინვესტიციო ბანკების მიერ აშშ-ში 2000-იანი წლებიდან დაიწყო და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ეს ობლიგაციები ბევრი ფინანსური ინსტრუმენტის ფორმიერების წყარო გახდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საიმედოობის გამო, ისინი იპოთეკური სესხების საბაზისო ინსტრუმენტებად იქცა. JP Morgan კი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ყიდდა იპოთეკურ ფასიან ქაღალდებს, მაშინ, როცა კარგად იცოდა ამ ქაღალდების არამდგრადობისა და მათ დაბრუნებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების შესახებ. როცა 2008 წელს აშშ-ის საბანკო სისტემა თიქმის ჩამოიშალა და ბევრი ბანკი გაკოტრების პირას აღმოჩნდა, ნათელი გახდა, რომ მათი აქტივების რეალური ღირებულება გაცხადებულზე ბევრად ნაკლები იყო. მანამდე Wall Street-ის ერთ-ერთმა ლიდერმა და საბანკო სისტემის გიგანტმა, JP Morgan-მა 2007 წლის მესამე კვარტალში 380 მილიონი აშშ დოლარის ზარალი ნახა. ბანკმა იურიდიული ხარჯებისა და ჯარიმების დასაფარად სპეციალური ფონდი შექმნა, რომელშიც უკვე 23 მილიარდი დოლარია გადარიცხული. სექტემბერში ბანკი მილიარდი დოლარით დააჯარიმეს ერთ-ერთი მისი ტრეიდერის მიერ განცდილი ზარალის გამო.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial