აუდიტორული ბიზნესი უქმდება

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ენრონის ენერგოკომპანიის გაკოტრების მითი, ამერიკის ეკონომიკის გამჭვირვალებისა და უსაფრთხოების შესახებ, გაქრა. როდესაც ისეთი “გოდოლი”, როგორიცაა ენერგოკომპანია ენრონი, კოტრდება კორპორაციის მენეჯმენტის და გურუ აუდიტების არაკეთილსინდისიერების გამო, დარტყმის ქვეშ ფინანსური ურთიერთობების მთელი სისტემა ხვდება.

აშშ-ში ენრონის გაკოტრების შემდგომ გაიზარდა ინვესტორების უნდობლობა ქვეყნის უმსხვილესი კორპორაციების მიმართ. საეჭვო მაქინაციები, რომელსაც ენერგოკონცერნის მენეჯმენტმა მიმართა, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ აუდიტორულ ფირმებს, არამედ ყველა მსხვილს კომპანიას. ეჭვის ქვეშ მოხვდნენ ისეთი გიგანტები, როგორცაა: Cendat Corp, AOL Time Warner Inc., General Electrics, Tyco International, IBM და სხვ. Tyco International-ის ბუღალტერიამ ინვესტორები დააფრთხო, რამაც გამოიწვია აქციების კურსის სწრაფი ვარდნა – იანვარ-თებერვალში აქციების კურსი 60 დოლარიდან 22 დოლარამდე დაეცა. Gენერალ Eლეცტრიცს იძულებული გახდა, ფარდა აეხადა, თუ როგორ ანგარიშობენ რიცხვებს კომპანიაში. General Electrics-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უფრო მეტ დეტალებს გამოაქვეყნებს კომპანიაში ბიზნესის წარმოების შესახებ, ხოლო IBM-ის კორპორაცია გააშუქებს ინფორმაციას გარიგებებზე, რომლებიც ეხება აქტივების გაყიდვიდან მიღებულ მოგებას.

ამა თუ იმ კომპანიების აქციების შესყიდვა და მრავალი სხვა ოპერაცია დაფუძნებული არის ნდობაზე. ჩვენ არ ვიცნობთ იმ ხალხს, რომლებიც ფირმას ხელმძღვანელობენ, თუმცა, აქციების შესყიდვის დროს გარანტიებს ვღებულობთ.

ჩვენ ვგულისხმობთ აუდიტს, რომელსაც კომპანიების ანგარიშგება ექვემდებარება. ინვესტორების დასამშვიდებლად გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავენ განცხადებას იმაზე, რომ მათ მიერ წარმოდგენილი X კომპანიის და მისი ქვედანაყოფების ფინანსური მდგომარეობა, ყველა ასპექტში, სიმართლეს შეესაბამება.

ენრონის გაკოტრებამ ეჭვქვეშ დააყენა ასეთი მტკიცებები ამ სკანდალის შემდეგ ფინანსურმა რევიზიამ და ანგარიშგებამ სახელი გაიტეხა.

განსაკუთრებით მძიმე მომავალი ელის კომპანია ანდერსენს, რომელიც ენრონის კორპორაციის აუდიტს აწარმოებდა.

ენრონის გაკოტრების შემდეგ აშშ-ში დაიწყო რვა ოფიციალური გამოძიება. აქედან, ორი საქმე იძიებდა ანდერსენის საქმიანობას მთელი მისი ისტორიის მანძილზე. არსებობს აგრეთვე შესაძლებლობა, რომ უკმაყოფილო აქციონერები და ენრონის ყოფილი მუშაკები საქმეს აღძრავენ ანდერსენის წანააღმდეგ.

უკვე რამდენიმე თვე გავიდა იმის შემდეგ, რაც ანდერსენმა ჩვეული მანერით ხელი მოაწერა ენრონის ბოლო წლიურ ანგარიშებს. ენრონის კორპორაციამ აღიარა, რომ ბოლო სამი წლის ანგარიშგებები უფრო მხატვრული მონაგონის დარგს მიეკუთვნებიან. ამ მოვლენების კულმინაცია გახდა 2 დეკემბერს ენრონის გაკოტრება.

ანდერსენის კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკეთეს შემთხვევაში აუდიტორები არაკომპეტენტურები იყვნენ, უარეს შემთხვევაში კი ისინი, შეგნებულად, ყურადღების გარეშე ტოვებდნენ ენრონის ანგარიშგებაში არსებულ ხარვეზებს, რათა არ დაეკარგათ კლიენტების ნაკადი კონსალტინგზე და სხვა მომსახურებაზე.

ბოლო დღეებში ამერიკის მასმედიის საშუალებებში სულ ხშირად გაისმის ბრალდებები იმაზე, რომ გასული წლის ოქტომბერში ანდერსენის იურისტებმა გაანადგურეს ძალზე მნიშვნელოვანი საბუთები, რომელიც ენრონის ბიზნესთან იყო დაკავშირებული. ანდერსენის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ იურისტებმა დოკუმენტები იმიტომ გაანადგურეს, რომ თავიდან აეცილებინათ გამოძიებაში ჩართვა.

რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ყველა დიდი აუდიტორული ფირმა “წითლდებოდა” თავისი საქციელის გამო. ანდერსენს კი, როგორც ჩანს, სახიდან ფერი არ გადადის.

გასულ წელს ფირმა 7 მილიონ დოლარით დააჯარიმეს “არაკეთილსინდისიერი პროფესიონალური საქციელის” გამო. SEC – ამერიკული სამთავრობო სააგენტო, რომელიც კონტროლს უწევს საბირჟო ოპერაციებს და ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, მოსარჩელე იყო პროცესში, სადაც ანდერსენი დამარცხდა. ეს ოცი წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც SEC-მა წარმატებულად დაასრულა პროცესი, რომელშიც აუდიტორული ფირმა მოპასუხეს წარმოადგენდა. ცოტა ხნის წინ ფირმის კიდევ ერთი კორპორაციული კლიენტის ანგარიშგება არასაიმედო აღმოჩნდა, რის შედეგად ანდერსენი იძულებული გახდა, გადაეხადა 110 მილიონი დოლარი ამ საქმის მოსაგვარებლად.

ანდერსენმა, რომელმაც უმსხვილესი აუდიტორული ფირმების “დიდ ხუთეულში” შედის (ხუთეულის სხვა წევრები: PricewaterhouseCoopers, Deloitte&Touche,KPMG და Ernst&Young) არ უნდა დაუშვას კლიენტების დაკარგვა. გამოძიების შედეგები ანდერსენისათვის, ალბათ, ძალიან სერიოზული აღმოჩნდება.

თუ გამომძიებლები აღმოაჩენენ, რომ აუდიტორულმა ფირმამ არ იცოდა და არ იყო დამნაშავე ბევრი კომპანია მაინც არ მოინდომებს ანდერსენის აუდიტორული მომსახურებით სარგებლობას. ყველაფერი ეს არაფერ კარგს არ უქადის “დიდ ხუთეულს”, რომლის ფირმები ბოლო ათი წლის განმავლობაში ინტენსიურად იყვნენ დაკავებულნი იმპერიის მშენებლობით.

ბევრმა საბუღალტრო ფირმამ უკვე განაცხადა, რომ შეცვალა საბუღალტრო აღრიცხვის მექანიზმი. კორპორაცია Pricewaterhouse-მა გაყო საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება. KPMG და Ernst&Young-ი უკვე გადავიდნენ ახალ სტრუქტურაზე. Disney არ მისცემს თავის აუდიტორებს ნებას, უზრუნველყონ კლიენტები საკონსულტაციო მომსახურებით.

ახლა არტურ ანდერსენის ფირმაც რესტრუქტურიზაციის პროცესში იმყოფება. ამ დღეებში პოლ ვოლკერმა, ფედერალური რეზერვის ყოფილი თავჯდომარემ და ამჟამად არტურ ანდერსენის ხელმძღვანელმა, დანიშნა ორი თანამშრომელი ს.ი. ენდტრიუსი და ლერი რიგერი ფირმის ახალ სტრუქტურაზე გადასვლის პროცესის გასაკონტროლებლად.

ორი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამ გაართულა საბუღალტრო ფირმაში მაღალი თანამდებობების იერარქია. ჟოზეფ ბერნარდო, ანდერსენის მთავარი ხელმძღვანელი პირი, გადადგა თანამდებობიდან და იგი ჯერ არავის შეუცვლია. ფირმას ჯერჯერობით აშშ-ის ადმინისტრაციული საბჭო უხელმძღვანელებს, რომელიც წარმოადგენს ანდერსენს მის მოლაპარაკებაში იუსტიციის სამინისტროსთან.

ვოლკერი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მრავალი წინააღმდეგობების მიუხედავად ანდერსენი შეძლებს რთული მდგომარეობიდან გამოსვლას.

“ფირმაში რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ პროგრესს,” – განაცხადა ვოლკერმა. “ჩვენ გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ეს ფირმა შეიძლება სიცოცხლისუნარიანი გახდეს”.

თავის განცხადებაში ვოლკერი აგრეთვე ქარაგმულად საუბრობდა უფროს მენეჯმენტში შესაძლებელ ცვლილებებზე. მაგრამ როგორი ცვლილებებიც უნდა მოხდეს, ნათელია, რომ ახალი ანდერსენი მნიშვნელოვნად უფრო პატარა იქნება, ვიდრე ადრე. ამასობაში კლიენტები აგრძელებენ ამ ფირმიდან გაქცევას. საკრედიტო სააგენტო Equifax-მა, #1 პიცის მომწოდებელი კომპანია და კორპორაცია Xcel Energy-მა განაცხადეს, რომ შეცვალეს აუდიტორები. უმსხვილესი გაკოტრებული ენერგოკომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა კომპანია ანდერსენის აუდიტორულ მომსახურებაზე. ენერგეტიკული გიგანტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ აპირებს ახალი აუდიტორული კომპანიის მონახვას.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მაშინ, როცა ფედერალურმა ჟიურიმ ანდერსენს მართლმსაჯულების ხელის შეშლის ბრალდება წაუყენა. ანალიტიკოსების აზრით, ეს ძლიერი დარტყმაა კომპანიისათვის, რომელიც იბრძვის არსებობისათვის.

ფირმის მძიმე მდგომარეობას აგრეთვე ართულებს ის ფაქტი, რომ ანდერსენის ბევრი თანამშრომელი ცდილობს, გადავიდეს სამუშაოდ მოწინააღმდეგე ფირმაში. ჯერ არ გარკვეულა, ვინ მიდის ფირმიდან და რა პირობით, მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ფირმა დაკარგავს ბევრ თანამშრომელს, პოლ ვოლკერის გეგმები, ფირმისAაღდგენის შესახებ, შეიძლება ჩაიშალოს.

ანდერსენის ფირმის წარმომადგენლების აზრით, “ფირმის გაკოტრება ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს”. მაგრამ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ანდერსენს გაკოტრება ემუქრება. სულ უფრო მეტი კრედიტორი აცხადებს პრეტენზიას ანდერსენის ქონებაზე. ანდერსენის ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლების აზრის თანახმად, ფირმის გადაწყვეტილება, უარი თქვას 217 მილიონი დოლარის გადახდაზე ერთ-ერთი მისი კლიენტი ფირმის, Baptist foundation-ის მაქინაციების მსხვერპლების სასარგებლოდ – მიანიშნებს იმაზე, რომ ფირმას გაკოტრება ემუქრება. მით უმეტეს, ზოგიერთმა საბანკო კრედიტორმა დაიწყო ანდერსენის დავალიანების გაყიდვა თითქმის 60 ცენტად დოლარზე.

ჯერ არ გარკვეულა, რა რაოდენობის სახსრებია საჭირო ანდერსენის მოსარჩელეებისათვის. ფირმას სულ 2 მილიარდი დოლარი აქვს, მაგრამ სასამართლო საქმეები ანდერსენს 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება.

ბიზნესის წარმოებაში სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებები სკანდალის ეპიცენტრის გარეთ გავიდა და, როგორც ჩანს, თავისი ზეგავლენა მოახდინა მთელი მსოფლიოს საბუღალტრო საქმეზე. მრავალი წლის მანძილზე ამბობდნენ, რომ გლობალურ ეკონომომიკას ესაჭიროება ანგარიშგების ერთიანი სტანდარტები. არსებობს ორი ორგანიზაცია, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ მათი საბუღალტრო ნორმატივები საერთაშორისო გახდეს. ეს ორგანიზაციებია: ამერიკის ფინანსური აღრიცხვის საბჭო (FASB) და საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების კომიტეტი. ამერიკელებმა მსოფლიოს აჩუქეს საბუღალტრო სტანდარტების სისტემა, რომელიც ცნობილია GAPP-ის აბრევიატურის სახელით, ხოლო კოსმოპოლიტი ბუღალტრები კი – IASC-ის სახელწოდებით. ისტორიულად, ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება – 1973 წელს შექმნილი IASC-ის საერთაშორისო კომიტეტი ცდილობს, ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა შექმნას, რომელიც შეარბილებდა სხვადასხვა ქვეყნების ნორმატივებში არსებულ წინააღმდეგობებს. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკაში აშშ-ის როლმა მათი ეროვნული საბუღალტრო სტანდარტები გლობალიზაციამდე მიიყვანა. ასე რომ, IASC -ის ბევრი სტანდარტები GAAP-ისაგან ჩამოწერილი იყო.

გამოდის, რომ ენრონის სკანდალმა სერიოზული დარტყმა მიაყენა GAAP-ის და გლობალურ ბუღალტერიაში ამერიკელების სტატუსს. საერთაშორისო სტანდარტების მთელი სისტემა დისკრედიტირებულ იქნა, მიუხედავად იმისა, კარგია ეს სისტემა თუ ცუდი. ენრონის სკანდალმა გვაჩვენა, რომ საუკეთესო სტანდარტებიც კი ვერ დაგვიცავენ ადამიანთა არაკეთილსინდისიერებისაგან.