ის, რაც თქვენ ჯერ არ იცით და აუცილებლად უნდა იცოდეთ

სოფიკო სიჭინავა

საქართველოს ეკონომიკურ კრიზისის ჭია რომ ღრღნის, არავისთვისაა ახალი ამბავი. ბევრის აზრით, ქვეყანას ჯერ ანგრევენ მუდმივი ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა, უხელფასობა, უმუშევრობა, პერმანენტული პოლიტიკური ვაკხანალიები და დასახიჩრებული ბიზნეს გარემო.

საოცარია, მაგრამ ამ დროს ვიღაც თურმე ჩუმად, უხმოდ, ყოველგვარი “ფიარის” გარეშე აკეთებს საქმეს, ისეთ საქმეს, რომელიც ცივილური დასავლეთის შესაფერია.

ჩვენ არა მარტო იმის პრობლემა გვაქვს, რომ ეკონომიკაა “კოჭლი”, არამედ ხშირად არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ. არ გვაქვს საშუალება და, ამასთან, არც სტილი.

სტილი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ და, რაც მთავარია, აუცილებელია ვისწავლოთ ფულის დათვლა, ბიზნესის გათვლა და ცხოვრების ახლებური ხედვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ხელმომჭირნე და ძუნწი ორჯერ იხდის.

საქართველოში ახალ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემასთან ერთად ახალი ცხოვრების სტილიც უნდა დაინერგოს, დაიხვეწოს გემოვნება. ეს ეხებათ როგორც რიგით ქართველებს, ისე ელიტარებს და ბიზნესმენებსაც.

და, აი: 2002 წლის 8 თებერვალს, თბილისში, დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის მე-10 კილომეტრზე ოფიციალურად გაიხსნა “ომეგა მოტორსი”, ევროპული სრანდარტების ოფისით, ავტოსალონებითა და სერვის-ცენტრით, მაღალი კლასის მომსახურებით. როგორც თვითონ BMW-ს რეგიონალური სერვისის კურატორი აღნიშნავს, ეს არის BMW – 110%-ით.

“ომეგა მოტორსი” აგებულია სპაციალურად BMW-ს ცენტრის მშენებლობისთვის გათვალისწინებული რეკომენდაციებით. შეიძლება ისიც ითქვას, რომ “ომეგა მოტორსი” გაპარტახებულ საქართველოში მართლაც ის ფუფუნებაა, ქართველ კაცს რწმენასა და ღირსებას რომ ჰმატებს. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, პარლამენტარი, ზაზა ოქუაშვილი გახლავთ. იგი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო მრავალი საქმის მოთავეა.

ბევრმა რიგითმა ქართველმა შეიძლება თქვას, სად ჩვენ და სად მსოფლიოს ტექნოლოგიური სიახლით შექმნილი BMW, ROVER, FORD-ის სერვის-ცენტრი, სად ჩვენ და სად გაკრიალებული, მსოფლიოში აღიარებული ავტოფირმების მანქანები და მათი მომსახურება, მაგრამ ნუ იჩქარებთ, “ომეგა მოტორსი” ყველა რანგისა და შესაძლებლობების მომხმარებელს მოემსახურება, მით უფრო, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ახალმა ცვლილებებმა მოსახლეობისთვის ეს სიამოვნება უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ხოლო რეალიზაციამ იმატა და ბიუჯეტში ეს შესაბამისად აისახება. თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ, ანუ იგივე მარკის მანქანა 5-6 ათასად იყიდოთ, მხოლოდ წინასწარ უნდა შეეგუოთ, რომ ყოველკვირა ძვირადღირებული, სათადარიგო ნაწილების ყიდვაში იქნებით, რაც, საბოლოო ჯამში, ორ-სამჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ნუ იჩქარებთ, ერთად ვნახოდ, ერთად დავთვალოთ:

“ომეგა მოტორსი” დღეს ოთხი მარკის ავტომობილის იმპორტიორია – BMW, ROVER, LAND-ROVER- isa da FORD-ის. არსებული ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია ნახევარი მილიონი ავტომანქანა. აქედან, BMW-ს მანქანების რაოდენობა 2001 წლის ბოლოს, 11 000-ს აღწევდა. თუ შევადარებთ “ომეგა მოტორსის” კონკურენტებს, BMW რიცხობრივად მეტია. აღნიშნული მარკის მანქანები ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. სიმძლავრე, დინამიკა, ეფექტური დიზაინი თავის საქმეს აკეთებს. მანქანები, რომლებიც “ომეგა მოტორსს” აქვს, საშუალო და მაღალი კლასის მანქანებს წარმოადგენს. BMW-ს მოდელები წარმოდგენილია მე-3, მე-6 და მე-7 სერიით, BMW ახლა უფრო პატარა მანქანების გამოშვებას აპირებს, ძარის სიდიდით ეს იქნება პირველი ან მეორე კლასის სერიის მანქანები.

ინფორმაცია BMW-ს მოყვარულთათვის:
ჯგუფმა BMW-მ თავისი წარმატება 2002 წლის პირველ კვარტლამდე შეინარჩუნა და ზრდისკენ აღებული კურსი გააგრძელა. მისმა შემოსავალმა 2002 წლის პირველ კვარტლამდე 10,768 მილიონი ევრო შეადგინა, ანუ 2001 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 14,0%-ით გაიზარდა.

2001 წლის პირველ კვარტალში სუფთა მოგებამ 3,8%-ით აიწია, – 609 მილიონ ევროდან 632 მილიონ ევრომდე. 2002 წლის 31 მარტს BMW-ის მომსახურე პერსონალთა რიცხვმა 98,128 შეადგინა, რაც 3,0%-ით მეტია, ვიდრე 2001 წლის მარტის მონაცემები. გეგმის მიხედვით – BMW-ის ჯგუფი გააგრძელებს ბაზრის დაპყრობას და პროდუქტის განვითარებას. BMW-ის ჯგუფის მე-7 სერიის სხვა ვერსიებთან ერთად შემოდგომაზე წარდგენილი იქნება Z3 successor, რომელიც პირველად ამერიკულ ბაზრებზე გამოვა, 2003 წლის შემოდგომისთვის კი ევროპაშიც.

BMW-ის კომპანიის მენეჯერთა აზრით, საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯოაჰიმ მილბერგმა, 2002 ფინანსური წლისათვის ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა: “ამ წლის კარგი დასაწყისი იმაზე მიგვანიშნებს, რომ BMW-ის ჯგუფის წარმატებული ბიზნესი გაგრძელდება”.

თუ ეკონომიკური ვითარება უცებ არ გაუარესდება, მენეჯმენტთა აზრით, შესაძლებელი გახდება გაყიდვის მოცულობის, შემოსავლების და მოგების გაზრდა. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ 2002 წელს გაიყიდება მილიონზე მეტი BMW დაMმინი მარკის მანქანები. გრძელდება ავტომობილის სეგმენტის ზრდა. ავტომობილის სეგმენტის შემოსავალმა 9,485 ევროს მიაღწია, ეს იყო 2001 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1,422 მილიონი ევროთი (+17,6%) ზრდა. 2002 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, მომხმარებელს მიეწოდა სულ 260,462 მანქანა, ეს გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17,4%-იანი ზრდაა. 2001 წელს გამოშვებული მინი მარკის მანქანებმაც თავისი წვლილი შეიტანეს მოგების ზრდაში. 2002 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გაიყიდა ამ მარკის 27,691 მანქანა. 2002 წლის პირველ კვარტალში გაყიდული BMW-ის მარკის მანქანების რიცხვმა 232,771 შეადგინა. გასულ წელთან შედარებით ეს იყო 5,0%-იანი ზრდა.

BMW-ის მეშვიდე სერიის მანქანებმა ჯგუფის მოლოდინი გაამართლა. 2002 წლის პირველ კვარტალში გაიყიდა 11,461 მანქანა (2001 წლის პირველი კვარტალი: 7,563 ცალი) მათ შორის, წინა მოდელის 1,463 მანქანა. BMW-ის ახალი, მე-7 სერიის მანქანების გაყიდვის მოცულობამ, ბაზარზე გასვლის დღიდან, 5 თვის განმავლობაში წინა მოდელის გაყიდვის მოცულობას უკვე გაუსწრო.

სრული მომსახურება ავტომობილისთვის
მთელ მსოფლიოში BMW ცნობილია, როგორც მანქანის საუკეთესო მარკა. ეს რეპუტაცია აგრეთვე გარკვეულ ვალდებულებასაც გულისხმობს: ვალდებულება, ყოველთვის და ყველგან ამ პასუხისმგებლობის თანახმად იმოქმედო. BMW-ის მომსახურება იძლევა მომხმარებლის მხარდაჭერის და კომპეტენტური მომსახურების გარანტიას.

BMW-ის დილერები თავისი პროფესიონალური ნოუ-ჰაუთა და თანამედროვე აღჭურვილობით მთელ მსოფლიოში სრული მომსახურების გარანტიას იძლევიან. მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით BMW-ის ჯგუფი უზრუნველყოფს დეფექტების სწრაფ და საიმედო შეკეთებას, რაც დროის და ფულის შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

კომპეტენტური სამომხმარებლო მომსახურების გარანტიას, აგრეთვე, იძლევიან სპეციალური სასწავლო პროგრამები. ამ პროგრამების მეშვეობით, BMW-ის პერსონალი, BMW-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საფუძვლიან მომზადებას გადის. ეს BMჭ-ის ჯგუფს საშუალებას აძლევს, მთელ მსოფლიოშიBMW-ის მომსახურების მაღალი დონე შეინარჩუნოს.

ავტომობილში, მოუგვარებლობის შემთხვევაში, BMW-s აქვს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამა, თავისი კლიენტების დასახმარებლად. BMW-ის მობილური სამსახური ეხმარება კლიენტებს მაშინაც, როცა ისინი საჭიროებენ დახმარებას მოგზაურობის დროს. კლიენტებს, რომელთაც გააჩნიათ BMW-ის Service Card-ი, აქვთ ფართო მომსახურებით სარგებლობის უფლება.

BMW-ის მომსახურებას შეიძლება დაეყრდნოთ.
ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რაოდენ სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმეა BMW-ის დილერობა, რომელსაც “ომეგა მოტორსი” ახორციელებს, თანაც სრული იმ სპექტრით, რაზედაც ზევით ვისაუბრეთ. გარდა ამისა, “ომეგა მოტორსს” LAND-ROVER – ყველგან მავალი მანქანებიც აქვს. ამ ავტომობილისთვის ჩვენი გზები არავითარ პრობლემას და წინაღობას არ წარმოადგენს. რაც შეეხება FORD-ს, იგი მსოფლიოში ცნობილია, როგორც “?ააი?აყ ეიოააეა”. ის საკმაოდ იაფი და მუშა მანქანაა და “ომეგა მოტორსში” მიიჩნევენ, რომ მანქანების იმ სპექტრმა, რომელიც მათთან სალონშია, უნდა დააკმაყოფილოს ყველანაირი მომხმარებლის გემოვნება. FORD-ს აქვს უფრო იაფი მანქანებიც, რომლებიც “ომეგა მოტორსს” ჯერჯერობით არ შემოჰყავს, ვინაიდან, მასზე მოთხოვნა საქართველოში თითქმის არ არის. ეს საკითხი საქართველოში საშუალო კლასის ჩამოყალიბების პროცესს უკავშირდება. არადა, იგი ევროპაში წარმატებით იყიდება.

მანქანების დაბეგვრის ახალი წესის შემოღება ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა მანქანის ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის. ეს ნაბიჯი მომგებიანია, როგორც დილერებისთვის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

ალეკო ხაჩიშვილი (“ომეგა მოტორსის” დირექტორი) – ადრე, როცა მსუბუქ ავტომობილებს ვყიდდით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც კლიენტი ითხოვდა მანქანა განბაჟების გარეშე მიგვეყიდა და დანარჩენს თვითონ გაართმევდა თავს. მანქანების დაბეგვრის ახალი წესი, რომელიც დამოკიდებულია ძრავის კუბატურზე, ყველანაირად მომგებიანია, რადგან ნაკლებ პრობლემური და მარტივია საბაჟოსთვის, ჩვენთვის, და შესაბამისად, მომხმარებლისთვის. ძრავის მოცულობას ვერაფრით შეცვლით, ეს მანქანას მოჰყვება შექმნის დღიდან. აქედან გამომდინარე, განბაჟების პროცესი გამარტივდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენად გაიზარდა რეალიზაცია, არც ველოდით და, ფაქტობრივად, ამ ნაბიჯს მოუმზადებელი შევხვდით, იმდენად, რამდენადაც, ავტოსალონი თითქმის დაგვიცარიელდა. მიგვაჩნია, რომ ეს ახალი წესი ადრე მისაღები იყო.

“ომეგა მოტორსის” სერვისი თანამედროვე მოწყობილობითაა აღჭურვილი.
სახელოსნოში ისეთი რობოტებია, რომელიც პლუს მინუს 1მმ სიზუსტით ამოწმებს საკონტროლო წერტილებს. მიწისქვეშაა ჩატანილი მანქანის ამწეთა ღერძები. გამონაბოლქვის სისტემა, ვინტილაცია კი სახურავზეა ატანილი. როცა მანქანები ჩაშვებულია მიწაში, თქვენ შეგიძლიათ სახელოსნოს წრე ისე შემოუაროთ, რომ ხელს არაფერი შეგიშლით. დაცულია ყველა სტანდარტი და ერთი შეხედვით თითქოს წვრილმანი, მაგრამ მაინც აუცილებელი მოთხოვნა. მაგალითად ის, რომ დარბაზში ნათურებიც კი ისე ჰკიდია, როგორც ამას BMW-ს სტანდარტი მოიითხოვს, გათვალისწინებულია სპეციალური ინსტრუმენტების ხარისხი და რაოდენობაც. ფილებიც შესაბამისადაა არჩეული (წყალს, ზეთს არ ატარებს. მყარი, მძიმე ინსტრუმენტიც რომ დაგივარდეს, არ გატყდება). ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა აკმაყოფილებს BMW-ის ცენტრის მოთხოვნებს, დენის წასვლის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება დენის ადგილობრივი წყაროც და ა. შ.

ალეკო ხაჩიშვილი – სპეცინსტრუმენტები და დიაგნოსტიკური მოწყობილობა, აბსოლუტურად, ყველაფერი გვაქვს. ჩვენთან ყველაფერი კომპიუტერიზებულია. აქ სხვა მოდელის ავტომობილთა მფლობელები ბევრი მოდის, მაგრამ რაც შეეხება მანქანის დიაგნოსტიკას, როცა ყველა ჩვენი მოდელის ავტომობილს შეიძენს და არავითარი პრობლემა აღარ ექნებათ. მათ დიდი სიამოვნებით მოვემსახურებით.

მომსახურე პერსონალს როგორ არჩევთ. კადრები ყველგან პრობლემაა და მით უფრო ამ სფეროში.
ხელოსნებად ნიჭიერ ახალგაზრდებს ვიყვანთ და ხელობას ვასწავლით. გერმანიაში ერთი ხელოსნის მომზადებას, დაახლოებით, ორი წელიწადი სჭირდება. იგი გადის სპეციალურ კურსებს შემდეგი ეტაპებით – 6 თვე თეორია, პრაქტიკა, მერე ისევ თეორია, დაბოლოს, პრაქტიკა.

ამჯერად მოვიზიდეთ ისეთი ხელოსნები, რომლებსაც რამდენიმე წელი ჩვენი მარკის ავტომობილებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. საბოლოოდ, შევძელით ბრწყინვალე ხელოსანთა ბრიგადის მობილიზება. ყველანაირად ვუწყობთ ხელს, ვაგზავნით “ტრეინინგებზე” და არა მარტო მათ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ყველა რანგის თანამშრომელი დადის. ჩვენი პერსონალი აბსოლუტურად მომზადებულია იმისთვის, რომ კვალიფიციურად მოემსახუროს კლიენტს. მაგალითისათვის შემიძლია მოგიყვანოთ BMჭ-ის მე-7 სერია, რომელიც უნიკალური ავტომობილია თავის სირთულით. მას ვუკეთებთ პროგრამირებას, დიაგნოსტიკას და მისი მომსახურება შეგვიძლია. დანარჩენი თავად განსაჯეთ.

როგორც ყველგან, საქართველოშიც სხვადასხვა მსყიდველუნარიანი მოსახლეობა არსებობს, რას სთავაზობთ მათ ავტომანქანების ფასების მიხედვით?
ავტობიზნესი სამომავლო ბიზნესია, არ ჰგავს ბაზრობის ბიზნესს, სადაც ერთ თვეში შეძლებ ჩადებული თანხის დაბრუნებას. იგი საშვილიშვილო საქმეა. საქართველოში ჯერ საშუალო კლასი არ არის ჩამოყალიბებული, არადა, ძირითადი მომხმარებელი სწორედ იგია. ეს ფენა ევროპაში 80%-ს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ეს მანქანები იმდენად პოპულარულია საქართველოში მაინც იყიდება. ჩვენ გვაქვს ყველნაირი ფასის მანქანები. გარანტია BMW-ზე 2 წელია,LAND-ROVER-ზე სამი წლის გარანტიის უფლება მოგვცეს, FORD-ს ერთი წლის გარანტია აქვს, მაგრამ მომავალში ამ საკითხსაც გადახედავენ.

ამ ბიზნესში ავტომობილების რეალიზაცია მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც დამხმარე ორი მიმართულება აქვს – სერვისი და სათადარიგო ნაწილები, რაც ხელს უწყობს პირველი მიმართულების წარმატებით ფუნქციონირებას. ყოველივე ამაში “ომეგა მოტორსში” მართლაც დავრწმუნდით.

ალეკო ხაჩიშვილი – ბოლო ორი თვის ტენდენცია თუკი გაგრძელდება, ბიზნესი მნიშვნელოვან მასშტაბს მიიღებს. ცოტა ხნის წინ სომხეთიდან იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსული და განაცხადეს, რომ იმ პირობებში, რომელიც საქართველოშია, მუშაობა ნამდვილად ღირს. მანქანის დაბეგვრის წესის შეცვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, არასწორმა პოლიტიკამ ბევრი დილერის დახურვა განაპირობა.

საოცარია, რომ ტექნიკის ბოლო მიღწევებით აღჭურვილი “ომეგა ჯგუფის” ეს ცენტრი 100%-იანი ქართული კაპიტალითაა შექმნილი. ამას კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს. ბოლო დროს გარე თუ შიდა “ექსპერტები” გვინერგავენ იმ აზრს, რომ ქართველებმა არ იციან თანამედროვე ბიზნესის კეთება და რეალურ სექტორში ინვესტირება. თურმე შეგვძლებია და წარმატებითაც! ეს იქნება სტიმული ეროვნული ეკონომიკის მიმართ ახლებური მიდგომისა. ამასთან, კონტექსტში ორი ფაქტორია განსახილველი – ოპტიმალური საკანონმდებლო ბაზა, ცალკე აღებული, ვერაფერს იზამს თუ მათ, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია, ნიჭიერი და ალღოიან ქართველ ბიზნესმენთა საქმეები არ შეუერთდა. ამგვარი სინთეზისას ჩვენ რეალურად სამმაგ ეფექტს მივიღებთ: გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები; მოსახლეობას შეეძლება ხარისხიანი და იაფი მანქანის შეძენა. დროისა და ფულის დაზოგვა დრო და ფული; გაიზრდება ბიზნესის მოცულობა, შემოსავლები ბიუჯეტში და კვალიფიციური და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ადგილების რაოდენობა. დროა, ქართველები შევეშვათ საკუთარი თავის ლანძღვას და თვითგვემას. ჩვენს კონკრეტულ მაგალითებზე ვისწავლოთ, როგორ მოვაწყოთ ეკონომიკა. მკითხველს ვურჩევდით, თუ ჩვენი სიუჟეტი მოყოლილ ზღაპარად მოეჩვენებათ, თვითონ ესტუმრონ “ომეგა მოტორსს” კონკრეტულ მისამართზე და საკუთარი თვალით იხილონ ის, რაზედაც უკვე გესაუბრეთ.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ ჟურნალის შემდეგ ნომრებში ღია დისკუსია გავმართოთ და ამ ერთი მაგალითის ბაზაზე, რეალური ინვესტიციის საკითხის გარშემო ვიმსჯელოთ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial