იზრდება თუ მცირდება ფულადი გზავნილები

2014 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 106.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 186.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.9 მლნ აშშ დოლარით (5.1 მლნ ლარით), ანუ 2.8 პროცენტით მეტია 2013 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Screen Shot 2014-03-20 at 2.13.47 PM

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.

Screen Shot 2014-03-20 at 2.15.42 PM

2014 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.9 მლნ აშშ დოლარი (22.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 10.8 მლნ აშშ დოლარისა (17.9 მლნ ლარი) გასული წლის თებერვალში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:

Screen Shot 2014-03-20 at 2.16.57 PM

წყარო: http://nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2401&lng=geo