აუთვისებელი რესურსები და გამოუყენებელი პოტენციალი

ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ფინანსურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ენერგომატარებლებით მდიდარი ქვეყნები ხშირად ბუნებრივ რესურსებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ და სასურველ მიზნებსაც აღწევენ. სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთადერთი შანსი ჰიდრორესურსების მაქსიმალურად ათვისება და გამოყენებაა. ენერგეტიკული რესურსები შეიძლება ორ კატეგორიად გავყოთ – განახლებადი და არაგანახლებადი. პირველს მიეკუთვნება წყალი, მზე, ქარი, ხოლო მეორეს – ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი. გამოყენების მიხედვით არსებობს ე.წ. ტრადიციული და არატრადიციული (ალტერნატიული) ენერგეტიკა. პირველს მიეკუთვნება: ჰიდრო თბო და ატომური ენერგეტიკა, მეორეს – ჰელიო (მზის), ეოლო (ქარის), გეოთერმული წყლების, ბიომასის ენერგეტიკა.

საქართველოს ჰიდრორესურსები

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კვტ.საათის ექვივალენტური. სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოს მდინარეების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში პოტენციური ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების სია და გაწერილია წესები და პროცედურები მათი მშენებლობისათვის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.

ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება მსოფლიოში

ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება მსოფლიოში 2011 წელს 1992 წელთან შედარებით 80.1%-ით გაიზარდა, 12, 223.1 მლრდ.კვტ.სთ-დან 22, 018. მლრდ.კვტ.სთ-მდე. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების საშუალო ზრდამ 1995-2012 წწ-ში 2,1 % შეადგინა, ზრდაში მაღალი იყო 2010 წლის გამომუშავების წილი, მხოლოდ ამ წელს ელექტროენერგიის წარმოება 2009 წელთან შედარებით 19.6%-ით გაიზარდა და 10,057 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. მსოფლიოში 1992-2012 წლებში ფიქსირდება ელექტროენერგიის წარმოების მუდმივი ზრდა, საშუალო წლიური 3.2 %-ის ოდენობით. ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება მსოფლიოში 2011 წელს 1992 წელთან შედარებით 80.1%-ით გაიზარდა, 12, 223.1 მლრდ.კვტ.სთ-დან 22, 018. მლრდ.კვტ.სთ-მდე. 1992-2011 წლების განმავლობაში მთლიანი გამომუშავების კლება მსოფლიოში 0.8%-ით მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა, რაც 2008 წელს მომხდარი მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად გამოწვეული შემცირებული მოთხოვნით აიხსნება. 2009 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის ქვეყნების და პოსტ- საბჭოთა ქვეყნების წარმოება, შესაბამისად, 4%, 4.8% და 5%-ით შემცირდა. მთლიანი წარმოება მხოლოდ OECD-ის არაწევრ ქვეყნებში გაიზარდა 3%-ით, თუმცა წინა წლებში არსებული ზრდის ტემპებთან შეთარებით ზრდა აქაც საგრძნობლად შემცირებულია. მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია ჩინეთსა და აშშ-ში, ისინი მსოფლიო მოხმარების 26%-ს და 21%-ს მოიხმარენ, შესაბამისად. მსოფლიოში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნები არიან ჩინეთი, აშშ, იაპონია, რუსეთი, ინდოეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ბრაზილია და სამხრეთ კორეა. 2011 წლის მონაცემებით, რეგიონში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი ექსპორტი განახორციელა რუსეთმა, 17,700 მლნ.კვტ.სთ-ს ოდენობით, რამაც მისი წარმოების 1,9% შეადგინა. რეგიონში იმპორტის შემთხვევაშიც მაღალია რუსეთის წილი – ქვეყანაში იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ მოხმარების 1,7 % შეადგინა. ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი 1980 წლიდან დღემდე მოდის აზიისა და ოკეანეთის რეგიონზე, რომელშიც ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა 41 ქვეყანა ერთიანდება. ყველა სხვა რეგიონსაც ზრდის ტენდენცია აქვს, გარდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა, სადაც წარმოებული ელექტროენერგიის ოდენობა ჯერაც ვერ მიუახლოვდა სსრკ-ის დროინდელ მაჩვენებელს.

ცხრილი #1. ჰიდროენერგიის მწარმოებელი ქვეყნები
cxrili1-1
შენიშვნა: * სხვა ქვეყნებისთვის აღებულია 2011 წლის მონაცემები, საქართველოსთვის 2013 წლის მონაცემები. ** სხვა ქვეყნების მონაცემები აღებულია Key World Energy Statistics 2013-დან და www.mecometer.com-დან

დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოში მიმდინარეობს 330, 60 მეტრის და მეტი სიმაღლის სხვადასხვა ტიპის კაშხლიანი ჰესების მშენებლობა.

ცხრილი #2. ჰიდროპოტენციალის ათვისება მსოფლიოს მასშტაბით
cxrili2

საქართველოს გამოკლებით მიმდინარე მშენებლობებში ძირითადად გათვალისწინებულია კაშხლიანი ჰესები

დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოში მიმდინარეობს 330, 60 მეტრის და მეტი სიმაღლის სხვადასხვა ტიპის კაშხლიანი ჰესების მშენებლობა.

წარმოების წყაროების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა 1980-2010 პერიოდში განახლებად ენერგიაზე მოდის, ჰიდროს გამოკლებით, ამ კატეგორიაში ერთიანდება მზის, მოქცევის, ტალღების, ქარის, ბიომასების, ნარჩენების და გეოთერმული ელექტროგენერაციის წყაროები. მსოფლიო გენერაციაში ყველაზე მაღალი წილი თბოსადგურებზე მოდის. მათ, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, 13036.41 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რამაც მთლიანი გენერაციის 65% შეადგინა. ატომური ენერგიის წარმოება 1980 წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი და 2010 წელს 2619.854 მლრდ.კვტ.სთ შეადგინა. ატომურ ელექტროენერგიაზე მსოფლიო წარმოების 13% მოდის. რაც შეეხება განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას, იგი მსოფლიო წარმოების 23%- ს (4588.52 მლრდ.კვტ.სთ) შეადგენს. აქედან 77% (3516,00 მლრდ.კვტ.სთ) ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის და დანარჩენი 23% (1072.52 მლრდ.კვტ.სთ) ნაწილდება ქარის, გეოთერმულ, ბიომასის, მოქცევის და მზის ენერგიაზე. მსოფლიო წარმოებაში ჰიდროელექტროენერგიის წილი 17%-ია, ხოლო სხვა განახლებადი ენერიის — 5%, მათ შორის: გეოთერმული ელექტროენერგიის წმინდა გენერაცია — 63.88 მლრდ.კვტ.სთ, მსოფლიო წარმოების 0,3%; ქარის ელექტროენერგიის წმინდა წარმოება — 327.85 მლრდ.კვტ.სთ, მსოფლიო წარმოების 1,6%; მზის, მოქცევისა და ტალღების ელექტროენერგიის წმინდა წარმოება — 386.62 მლრდ.კვტ.სთ, მსოფლიო წარმოების 1,9%; ბიომასებისა და ნარჩენების გადამუშავების შედეგად წარმოებული ელექტროენერგია — 294.162 მლრდ.კვტ.სთ დაფიქსირდა, რამაც მსოფლიო წარმოების 1,5% შეადგინა. მსოფლიოს 10 უდიდესი ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი ქვეყნების სიაში 2004 წლიდან ჩინეთი ლიდერობს, რომელიც 2010 წლის მონაცემებით ჰიდროელექტროენერგიის მსოფლიო წარმოების 20.5%-ს გამოიმუშავებს.10 ლიდერი სახელმწიფო ჯამში მსოფლიო ჰიდროელექტროენერგიის წარმოების 68,3%-ს აწარმოებს.

ცხრილი #3. ჰიდროელექტროენერგიის პროცენტული წილი წარმოებაში ქვეყნების მიხედვით
cxrili3
შენიშვნა:
* სხვა ქვეყნებისთვის აღებულია 2010 წლის მონაცემები, საქართველოსთვის 2013 წლის მონაცემები.

ცხრილი #4. ელექტროენერგიის ტარიფები მსოფლიოსა და საქართველოში
cxrili4
შენიშვნა:
* საქართველოს ტარიფად აღებულია 3 სადისტრიბუციო კომპანიის საშუალო სამომხმარებლო ტარიფი
**ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე

ცხრილი #5. ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე (კვტ.სთ.)
cxrili5
შენიშვნა: მონაცემები აღებულია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს – IEA ბოლო 2013 წლის ანგარიშიდან და ეყრდნობა 2011 წლის მონაცემებს.

ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება საქართველოში

2000-2005 წწ-ში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებაში მაღალია იმპორტის წილი, რაც გამოწვეული იყო გამომუშავების დაბალი მაჩვენებლით. 2005 წლიდან იზრდება გამომუშავება და მცირდება იმპორტის წილიც, 2007 წლიდან კი ქვეყანა ზრდის ექსპორტის მოცულობას. მოხმარება-გამომუშავების უარყოფითი ბალანსი დიდია 2004-2006 წლებში, დეფიციტმა ამ წლებში, შესაბამისად, 485,3 მლნ.კვტ.სთ, 781,4 მლნ.კვტ.სთ და 257,4 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც გამომუშავების შემცირებული ტენდენციითა და მოხმარების ზრდით აიხსნება.

ცხრილი #6. მშპ-ისა და ელ.ენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებლები
cxrili6

ერთ სულ მოსახლეზე ელ.ენერგიის მოხმარებასთან მიმართებაში საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2012 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ 9,38 მლრდ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 1,3%-ით აღემატება 2011 წლის იმავე პერიოდის მოხმარებას – 9,26 მლრდ.კვტ.სთ-ს. ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 43.2%-ით შემცირდა (-402.44 მლნ.კვტ.სთ-ით) და 528.15 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. 30%-ით (143.61 მლნ.კვტ.სთ-ით) გაიზარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, 470.98 მლნ.კვტ.სთ-დან 614.59 მლნ.კვტ.სთ-მდე.

ცხრილი #7. გამარტივებული ენერგეტიკული ბალანსი მოხმარება – 2013 წელი
cxrili7
I ვარიანტი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით შეშის მოხმარება 369,951 კუბ.მ -ია, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია.
II ვარიანტი – დავუშვით, რომ შეშას დაახლოებით 500 000 ოჯახი იყენებს, დაახლოებით 2,5კუბ.მ-ს ოდენობით თითოეული, რაც წლიურად 1,250,000-ს შეადგენს

ცხრილი #8. ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი – 2013 წ
cxrili8
I ვარიანტი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით შეშის მოხმარება 369,951 კუბ.მ -ია, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია.
II ვარიანტი – დავუშვით, რომ შეშას დაახლოებით 500 000 ოჯახი იყენებს, დაახლოებით 2,5კუბ.მ-ს ოდენობით თითოეული, რაც წლიურად 1,250,000-ს შეადგენს

2012 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 2011 წელთან შედარებით 4,1%-ით შემცირდა (409.79 მლნ.კვტ.სთ-ით) და 9694.717 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. გამომუშავების შემცირება გამოიწვია ბუნებრივი პირობების გამო შექმნილმა წყლის ნაკლებობამ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2000 წელთან შედარებით გამომუშავება 29,6%-ით გაიზარდა (7479.9 მლნ.კვტ.სთ-დან 9694.72 მლნ.კვტ.სთ-მდე), ეს ფაქტი კი ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით აიხსნება, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. 2012 წლის მონაცემებით, გამომუშავებაში კვლავ მაღალია მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების წილი. მათ 4905,626 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მონაცემზე 6%-ით ნაკლებია.

ცხრილი #9. ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება – 2013წ
cxrili9

მიწოდება-მოხმარების უარყოფითი ბალანსი იანვარი-მარტის და ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ აპრილიდან შეინიშნება გამომუშავების მკვეთრი ზრდა და იწყება ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავება 2012 წელს 2011 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირებულია 4.1%-ით, 10104.508 მლნ.კვტ.სთ-დან 9694.717 მლნ.კვტ.სთ-მდე, რაც ძირითადად გამოწვეულია მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების (ენგურჰესისა და ვარდნილჰესის) მცირე გამომუშავებით იანვარი- აპრილისა და სექტემბერი-დეკემბრის პერიოდებში. 2012 წელს მათი გამომუშავება წინა წელთან შედარებით შემცირდა 6%-ით, 5217.51 მლნ.კვტ.სთ-დან 4905.63 მლნ.კვტ.სთ-მდე. 14%-ით შემცირდა სეზონური ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაც 2379,27 მლნ.კვტ.სთ-დან 2046,96 მლნ.კვტ.სთ-მდე. 9%-ით შემცირდა დერეგულირებული ჰესების გამომუშავება 295,681 მლნ.კვტ.სთ-დან 270,045 მლნ.კვტ.სთ-მდე, შესაბამისად.

ცხრილი #10. ჰიდროგენერაციის სტრუქტურა – 2013 წ.
cxrili10

ცხრილი #11. თბო და ჰიდროსადგურების გამომუშავების წილი ელ.ენერგიის მთლიან წარმოებაში
cxrili11

ენგურჰესის მიერ 2012 წელს გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ (3173.27მლნ.კვტ.სთ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების 64,7% და მთლიანი გამომუშავების 32,7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ენგურის გამომუშავების მინიმუმი — 46,98 მლნ.კვტ.სთ — მარტის თვეში დაფიქსირდა, რამაც წლიური გამომუშავების მხოლოდ 6,4% შეადგინა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მარტის თვეში ამ დანაკარგის ანაზღაურება მოხდა თბოსადგურებისა და იმპორტის ხარჯზე. თბოსადგურების ყველაზე მაღალი წილი გამომუშავებაში 57,2% (421,83 მლნ.კვტ.სთ) და იმპორტირებული ელექტროენერგიის ასევე ყველაზე მაღალი წილი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაში 23,5% (217,59 მლნ.კვტ.სთ) სწორედ მარტის თვეზე მოვიდა. ენგურჰესის წილი გამომუშავებაში განსაკუთრებით მაღალი იყო მაისი – სექტებრის პერიოდში. თუ ქვეყნის იმპორტს და ექსპორტს არ გავითვალისწინებთ, 2012 წელს გამომუშავებასა და ადგილობრივ მოხმარებას შორის დეფიციტმა იანვარი-მარტის და ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდებში ჯამში 324,05 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. თუმცა, ჯამური მონაცემებით, 2012 წელს გამომუშავებამ ადგილობრივ მოხმარებას გადააჭარბა 315,3 მლნ.კვტ.სთ-ით. 2012 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წილი, 74,5% (7222,62 მლნ.კვტ.სთ) მოვიდა ჰიდრორესურსებზე. მათ შორის, მარეგულირებელი ჰიდროელექტრო- სადგურების წილმა—68% (4905,62 მლნ.კვტ.სთ), სეზონურმა—28% (2046.95 მლნ.კვტ.სთ), ხოლო დერეგულირებულმა ჰესებმა 4 % (270.05 მლნ.კვტ.სთ) შეადგინა. საქართველოს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ბაზარი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია ნაწილდება სადისტრიბუციო კომპანიებსა და პირდაპირ მომხმარებლებზე, ასევე გამომუშავების ნაწილი გადის ექსპორტზე (იხ. ქვეთავი ექსპორტი). 2012 წელს მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამურმა ოდენობამ 9379,38 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 2011 წელთან შედარებით (9256.6 მლნ.კვტ.სთ) 1,3%-ით მეტია (+122.769 მლნ.კვტ.სთ). ელექტროენერგიის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ სადისტრიბუციო კომპანიები (იხ. გრაფიკი No21). 2012 წელს მათმა მოხმარებამ 7795.685 მლნ.კვტ.სთ შეადგინა (მოხმარების 83%), ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა 1583.697 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს (მოხმარების 17%). საქართველოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო კომპანია არის „ენერგო-პრო ჯორჯია“. ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს და ასევე ყველაზე მეტ რეგიონსაც ემსახურება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მიწოდების საერთო მოცულობა 2012 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა (439.29 მლნ.კვტ.სთ-ით) და 3967.1 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. რაც ნაწილობრივ განპირობებულია „საქართველოს რკინიგზის“ დიდი ნაწილის გადასვლით „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ აბონენტად. ზრდაში 56% სწორედ რკინიგზის მოხმარება დაფიქსირდა, 247.26 მლნ.კვტ.სთ-ს ოდენობით. ხოლო დარჩენილი ზრდა კი რეგიონებში მოხმარების მატებითაა განპირობებული. რაც შეეხება სს „თელასს“, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის განმავლობაში უმრავლეს თვეებში მიწოდება 2011 წელთან შედარებით იზრდება, მოხმარებული ელექტროენერგია შემცირებულია 0.14%-ით (2.808 მლნ.კვტ.სთ-ით). შემცირება მოდის 2012 წლის აპრილის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა საერთო მაჩვენებლის შესამცირებლად. „კახეთის სადისტრიბუციო კომპანია“ არის რეგიონალური ერთეული და ის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. მას ელ. ენერგიის მოხმარების ყველაზე მცირე წილი აქვს მთლიან სამომხმარებლო ბაზარზე, 3%-ის ოდენობით. 2012 წელს თითქმის ყველა თვეში დაფიქსირდა მოხმარების ზრდა. ჯამში, 2011 წელთან შედარებით მოხმარება გაიზარდა 6%-ით (16.01მლნ.კვტ.სთ-ით) და 272.176 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. გარდა სადისტრიბუციო კომპანიებისა, საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარენ პირდაპირი მომხმარებლებიც. ისინი სადისტრიბუციო კომპანიების გვერდის ავლით, უშუალოდ გამომუშავების წყაროდან იღებენ ელექტროენერგიას. 2012 წლის მონაცემებით, 2011 წელთან შედარებით მიწოდება პირდაპირ მომხმარებლებზე შემცირდა 250.2 მლნ.კვტ.სთ-ით და 1583.7 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც თავის მხრივ როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოწვეულია „საქართველოს რკინიგზის“ დიდი ნაწილის გადასვლით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტად. მისმა მოხმარებამ 2012 წელს 247,3 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნები არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. 2012 წელს იმპორტის მოცულობა 2011 წელთან შედარებით გაიზარდა 30,5%-ით და 614.59 მლნ.კვტ.სთ შეადგენა. ზრდა, ძირითადად, მოხდა რუსეთისა და აზერბაიჯანის ხარჯზე, მხოლოდ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2012 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15,5%-ით და 517,05 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ენერგიის მოცულობას, 2012 წელს წინა წელთან შედარებით 74.12 მლნ.კვტ.სთ-ით გაიზარდა და ზრდის შედეგად არსებული ვითარებით, მას 15,9% (97,541 მლნ.კვტ.სთ) უჭირავს იმპორტიორებს შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზრდა ძირითადად დაფიქსირდა მარტის თვის ხარჯზე, მხოლოდ ამ თვეს იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ აზერბაიჯანიდან იმპორტის 95% შეადგინა (92,42 მლნ.კვტ.სთ). თურქეთი და სომხეთი რჩებიან უმნიშვნელო იმპორტიორებად და ჯამში 1%-ზე ნაკლებს აწვდიან საქართველოს. ამავდროულად, საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური წარმოება 2012 წლის პერიოდში 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 409.79 მლნ.კვტ.სთ-ით, რაც შეიძლება იმპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად დასახელდეს 2012 წლის პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა ჩვენს მეზობელ ოთხივე ქვეყანაში. ექსპორტის საერთო რაოდენობამ შეადგინა 528.2 მლნ.კვტ.სთ, რაც საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 5.4%-ს შეადგენს.

ექსპორტის ოდენობა 2012 წლის განმავლობაში 2011 წელთან შედარებით შემცირებულია 43.2%-ით, რაც ქვეყანაში გამომუშავების შემცირებითა და მოხმარების ზრდით აიხსნება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 37%-ით (219.14 მლნ.კვტ.სთ-ით) შემცირდა რუსეთში ექსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით და 369.438 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. ექსპორტი ასევე შემცირდა თურქეთსა და სომხეთში (64% და 42%-ებით შესაბამისად), რაც ჯამურად 189.17 მლნ. კვტ. სთ-ია. ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ აზერბაიჯანში 99%-ით (5.87 მლნ.კვტ.სთ-ით) და 11.790 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, თუმცა ამ ფაქტმა გავლენა ვერ მოახდინა ექსპორტის უარყოფითი ბალანსის შემცირებაზე. 2011 წელს ექსპორტი 930.594 მლნ.კვტ.სთ, იმპორტი კი – 470.977 მლნ.კვტ.სთ დაფიქსირდა, ხოლო 2012 წელს ექსპორტირებული იყო 528.2 მლნ.კვტ.სთ, იმპორტირებული კი – 614.591 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია. წინა წელთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 43.2%-ით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 30.5%-ით. ეს შედეგი გამოწვეულია 2012 წელს ნალექების არასაკმარისი რაოდენობით, რის გამოც საქართველოში არსებული ჰესების 64%-ს შეუმცირდა ელექტროენერგიის გამომუშავება, მოხმარების ზრდითა და გამომუშავების შემცირებული ტენდენციით. 2003 წლიდან 2006 წლამდე ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი უარყოფითი სიდიდე იყო, ანუ იმპორტირებული ელექტროენერგია აჭარბებდა ქვეყნიდან ექსპორტირებულს. 2007 წლიდან 2011 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდა და ქვეყანაში ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა იმპორტს. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში 2010 წელს დაფიქსირდა — 1524.3 მლნ.კვტ.სთ, რაც იმპორტზე 586%-ით მეტი იყო. 2012 წელს წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია და –86.4 მლნ.კვტ.სთ- ს შეადგენს. ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 2012 წელს წინა წელთან შედარებით 43.2%-ით შემცირდა (-402.444 მლნ.კვტ.სთ-ით) და 528.151 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. 30.5%-ით (143.614 მლნ.კვტ.სთ-ით) გაიზარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, 470.977 მლნ.კვტ.სთ-დან 614.591 მლნ.კვტ.სთ-მდე. 2012 წელს იმპორტის წილმა მოხმარებაში 7% და ექსპორტის წილმა გამომუშავებაში 5% შეადგინა.

ცხრილი #12. ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტი 2007-2013 წწ.

cxrili12
ცხრილი #13. ელექტროენერგიის გამომუშავების საპროგნოზო ბალანსი – 2014-2030 წწ
cxrili13

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი უნდა იყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით. დღეს საქართველოში უკვე დგას ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისების პრობლემა. ამ დროს საქართველოს ჰიდრო-რესურსის რეალურად მხოლოდ 18% არის გამოყენებული და ათვისებული.
მაშინ როცა ეს რესურსი წარმოადგენს ყველაზე ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის წყაროს. სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული სფეროს განვითარებისა და წინსვლისათვის ჩასატარებელია რიგი ღონისძიებები მათ შორის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა; ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის უფრო სრულად ათვისება, ანუ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მათ შორის მცირე სიმძლავრის; არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია ან მოდერნიზაცია-რეკონსტრუქცია; მზის, ქარის და ბიომასის ენერგიის რესურსების გამოყენება; სასოფლო-სამეურნეო და კომუნალურ სექტორში გეოთერმული წყლების გამოყენების ხელშეწყობა; გამანაწილებელ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა, წარმოებაში და საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგოდამზოგი მოწყობილობის ფართოდ დანერგვა. საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკა ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია, გარდა პროექტების განხილვისა, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ჰქონდეს გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია, გამოწვევებით, შეფასებებითა და მოსალოდნელი შედეგებით.