ფრიტრედერული პოლიტიკის უპირატესობანი პოსტკომუნისტურ საქართველოში

ვლადიმერ პაპავა, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ვაჟა კაკაბაძე

მრეწველიბის განვითარებაზე საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ზეგავლენა ძალზე დიდია. ამას საქართველოს გამოცდილებაც საქართველოს მრეწველობაში არსებულ პრობლემებში გარკვევის მიზნით, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ საბჭოურმა გიგანტომანიამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მემკვიდრეობით უმთავრესად ისეთი საწარმოები დაუტოვა, რომელთაც თამამად შეიძლება “საბჭოური ეპოქის პირამიდები” ეწოდოს, რომლებშიც, ხშირ შემთხვევაში, ფარაონების ნაცვლად, სამწუხაროდ, მრეწველობის უპერსპექტივო ნაწილი განისვენებს: განცვიფრებული რჩები მხოლოდ მათი სიდიდით და იძულებული ხდები აღიარო, რომ ამის მეტი ამ საწარმოთა უმრავლესობას სხვა ფუნქციური დატვირთვა აღარ გააჩნიათ. და, თუ კი რომელიმე მათგანი ახერხებს 10-20 პროცენტის დატვირთვით მუშაობას, ეს უკვე ითვლება კარგ მიღწევად, რადგან ასეთ პირობებშიც კი ძნელია ძვირადღირებული და დაბალხარისხიანი პროდუქციის გასაღება, ხოლო დატვირთვის ზრდის შემთხვევაში, გასაღების პრობლემა კიდევ უფრო რთული გადასაწყვეტი იქნებოდა.

საქართველოს მრეწველობის განვითარების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მიერ პირობითად გამოყოფილ იქნა დაღმავალი და შედარებითი გამოცოცხლების პერიოდები. აქედან, 1990-1995 წლები ხასიათდება დაღმავალი ტენდენციით, როდესაც მრეწველობაში ყოველწლიური კლება შეინიშნება. სახელდობრ, 1995 წელს მრეწველობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 1990 წლის დონის 14 პროცენტს შეადგენდა; მათ შორის მომპოვებელი მრრეწველობის განვითარებაზე საგარეწველობა 43,3 პროცენტს და გადამამუშავებელი კი – 10,4 პროცენტს . ეს მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო ელექტროენერგეტიკაში და სათბობის მრეწველობაში შექმნილი რთული ვითარებით.

1990 წელთან შედარებით 1995 წელს სათბობის მრეწველობაში წარმოებული პროდუქცია 96,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო, ელექტროენერგეტიკის პროდუქცია უმნიშვნელოდ გაიზარდა – დაახლოებით ერთი პროცენტით. წარმოების მკვეთრი შემცირებაა სამშენებლო მასალების მრეწველობაში (96,2 პროცენტი), მსუბუქ მრეწველობაში (95,9), ქიმიურ და ნავთობ-ქიმიურ მრეწველობაში (91,2), ხე-ტყის, ხის დამამუშავებელ და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში (90,8), შავ მეტალურგიაში (89,1), მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავებაში (87,0), კვების მრეწველობაში (86,9), ფქვილ-ბურღულეულსა და კომბინირებული საკვების მრეწველობაში (78,6 პროცენტი).

1995 წლის ბოლოდან და 2002 წლის დასაწყისის ჩათვლით შეინიშნება გამოცოცხლება. უკვე 1996 წელის პირველ კვარტალში აღინიშნა ძირითად მრეწველობაში წარმოების მოცულობის ზრდა. 1996-1997 და 1999-2000 წლებში წარმოება იზრდება, ხოლო 1998 და 2001 წლებში, წინა წელთან შედარებით, წარმოების შემცირებას ჰქონდა ადგილი (შესაბამისად, 2,6 და 5,0 პროცენტით); თუმცა, 2001 წელს 1995 წელთან შედარებით წარმოების მოცულობა 30,2 პროცენტით გაიზარდა და 1996-2001 წლებში საშუალო წლიურმა მატებამ 4,5 პროცენტი შეადგინა.

მიუხედავად 1996-2001 წლებში მიღწეული წარმატებისა, ქვეყნის მრეწველობის საწარმოების მიერ ვერ იქნა დაძლეული 1991-1995 წლების ჩამორჩენა. 2001 წელს 1990 წელთან შედარებით, ქვეყნის მრეწველობის საწარმოების მიერ წარმოებულ იქნა 5,4-ჯერ ნაკლები სამრეწველო პროდუქცია. ჩამორჩენა აღინიშნებოდა მრეწველობის ეკონომიკური საქმიანობის ყველა ძირითად სფეროში: კერძოდ, გადამამუშავებელ მრეწველობაში წარმოების მოცულობამ 1990 წლის დონესთან 13,8 პროცენტი შეადგინა, სამთომომპოვებელი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებაში – 39,7 პროცენტი, ელექტროენერგიის წარმოება-განაწილებაში, აირისა და წყალმომარაგებაში – 56,1 პროცენტი.

ზემოთ აღნიშნული Eეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლების და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ხვედრითი წილის მიხედვით საქართველო, სამწუხაროდ, მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების რიცხვს. მაგრამ, იგივე აფრიკული სახელმწიფოებისაგან საქართველო განსხვავდება მოსახლეობის კულტურის თვისებრივად უფრო მაღალი დონით, კვალიფიციური შრომითი რესურსების არსებობით, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ისეთი დონით, როცა მეცნიერების ცალკეულ სფეროებში გვაქვს მსოფლიოში აღიარებული მიღწევები.

კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მრეწველობის, ეკონომიკის რეალური სექტორის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად, შეგვიძლია ვუპასუხოთ – საჭიროა ქვეყნის სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის სწორი განსაზღვრა და მისი პრაქტიკული ხორცშესხმა. მაგრამ, ამასთან დავსძენთ, მარტო ეს არ არის საკმარისი, საჭიროა მანკიერი კომუნისტური ტიპის აზროვნებისა და კორუფციის აღმოფხვრა.

სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკა ვერ იქნება საზოგადოდ ქვეყნის პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული. საყურადღებოა, რომ, როგორც ამას საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკა უმთავრესად მოცემული ქვეყნის “სამრეწველო ელიტის” ინტერესებს ემსახურება. ამ ტიპის სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკა კი, თავის მხრივ, შეიძლება შემაფერხებელიც აღმოჩნდეს ახალი პროგრესული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს მრეწველობის არასახარბიელო ტექნოლოგიური მდგომარეობა ყველაზე უფრო მეტად სწორედ “სამრეწველო ელიტის” წარმომადგენელთა უმრავლესობას აძლევს მნიშვნელოვან ინტერესს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად გაღრმავდეს დსთ-ის სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, იმ ილუზიით, რომ თითქოსდა “ძველი კავშირების” დახმარებით შესძლებენ წარმოების განვითარებას. ამასთან, მათი ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომლის თანახმადაც ჩამორჩენილი ტექნიკა-ტექნოლოგიის მქონე წარმოებისათვის ეს ბაზარიც მიუწვდომელია, ვინაიდან დსთ-ის ყველა ქვეყანა თავად ცდილობს დასავლეთის ბაზარზე მოიპოვოს ადგილი, ახალი ტექნოლოგიების განვითარების დახმარებით. აქედან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ გააჩნია გადარჩენის სხვა გზა, თუ არა ორიენტაცია დასავლური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

საქართველოს სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა არსებითად იმითაა განპირობებული, თუ რამდენად სწრაფად შესძლებს დაიმკვიდროს ადვილი ცივილიზებულ სამყაროში. ეს კი, არც ისე ადვილია. იმისათვის, რომ ევროპამ გაღიაროს თავის პარტნიორად, აუცილებელია ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც ემყარება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. ამ მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი – გაფორმდა ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც ქმნის დასავლეთთან ინტეგრაციის პოტენციურ შესაძლებლობას.

ამ შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება მნიშვნელოვანი საკითხი, თუ რამდენად არის მზად საქართველოს მრეწველობა ევროპული ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. პასუხი, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, უარყოფითია: ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (ღვინო, მინერალური წყალი და სხვ.), ჩვენში წარმოებული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია. ამდენად, მისი პოტენციური მომხმარებლის მოძებნა ევროპაში თითქმის პრაქტიკულად შეუძლებელია.

ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მრეწველობის ჩასართავად გადასალახია როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ხასიათის სიძნელეები. ამ უკანასკნელთა პირველ ჯგუფს განეკუთვნება ქვეყნის შიგნით ინვესტიციების აშკარა უკმარისობა, რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებაში რეალიზაცია. რაც შეეხება სუბიექტური ხასიათის სიძნელეებს, ეს გამოიხატება “სამრეწველო ელიტის” ცალკეულ წარმომადგენელთა მსოფლმხედველობაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მათგანს, ხშირ შემთხვევაში, არც კი შესწევს უნარი, თავად აღადგინოს “ტრადიციული კავშირები”: ისინი “პირდაღებულნი” შესცქერიან სახელმწიფოს, ელოდებიან სუბსიდიებსა და გასაღების პრობლემის გადაწყვეტას.

ასეთ ვითარებაში, მწვავედ დგება საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკა, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რათა საქართველოს ეკონომიკა და კერძოდ, მრეწველობა ფეხზე დადგეს, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიხატება საერთაშორისო ბაზარზე ჩვენში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის, ანუ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდით.

საქართველოს სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის განსაზღვრისათვის აუცილებელია, სტრატეგიული და ტაქტიკური ხასიათის ამოცანების გადაწყვეტის გონიერი გზების დასახვა. მრეწველობის განვითარების სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს მისი ინტეგრაცია დასავლეთ ევროპულ ბაზარში. ამ მიზნით უცხოური ინვესტიციების მიზიდვისათვის საჭირო დრო, როგორც წესი, საკმაოდ ხანგრძლივია. მრეწველობის განვითარების ტაქტიკურ ამოცანას წარმოადგენს მისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, რისთვისაც რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრები, რაც გულისხმობს მხოლოდ მის გამოყენებას და არავითარ შემთხვევაში, მასზე მიბმას; თანაც ამ ბაზარებზე გატანილ უნდა იქნეს ისეთი საქონელი, რომელიც ნაცნობია მყიდველებისათვის და კონკურენციას გაუწევენ როგორც ადგილობრივ, ასევე მესამე ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს.

ამ ურთულესი ამოცანების გადასაწყვეტად დღეს განიხილება ორი ალტერნატიული გზა: პირველი, გახლავთ სამამულო ბაზრის დაცვა დიფერენცირებული საბაჟო ტარიფებისა და აქციზების დაწესებით, როცა სამამულო პროდუქცია დაიბეგრება აქციზის შემცირებული სიდიდით იმპორტულთან შედარებით, ხოლო იმპორტული ნედლეული და ნახევარფაბრიკატები საერთოდ გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან (და დამატებული ღირებულების გადასახადისგანაც), ხოლო მზა პროდუქციის იმპორტი დაიბეგრება გაზრდილი საბაჟო ტარიფით (და დამატებული ღირებულების გადასახადითაც); ამავე დროს, მზა პროდუქციის ექსპორტი არ უნდა დაიბეგროს საერთოდ, ხოლო ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების ექსპორტს კი უნდა დაედოს მაღალი საექსპორტო გადასახადი;

მეორე გზის თანახმად, აქციზები სამამულო და იმპორტულ პროდუქტზე უნდა იყოს ერთნაირი, საბაჟო ტარიფები ყველა სახეობის იმპორტულ საქონელზე, უნდა იყოს ასევე ერთნაირი და შედარებით დაბალი, ხოლო ექსპორტი კი საერთოდ უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადისაგან. ერთადერთი შეღავათი იმპორტზე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მანქანა-მოწყობილობათა და ტექნოლოგიების მიმართ და, თანაც დროებით.

პირველი გზა ასევე გულისხმობს ექსპორტსა და იმპორტზე სხვადასხვა აკრძალვების, კვოტირებისა და ლიცენზიების რთული სისტემის არსებობას, ხოლო მეორე გზა კი – კვოტირების სისტემის საერთოდ გაუქმებას, აკრძალვებისა და ლიცენზიების იმ მინიმუმამდე დაყვანას, რაც განპირობებულია ქვეყნის უსაფრთხოების ელემენტარულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

იმისდა მიუხედავად, რომ საქართველო ორ წელზე მეტია, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია პირველი გზის მხარდამჭერია “სამრეწველო ელიტის” უმრავლესობა და მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი ლობი ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონში; ამ გზას, სამწუხაროდ, იზიარებს ჩვენი მეცნიერ-ეკონომისტთა ნაწილიც. მეორე გზით ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავენ ხელისუფლების მხოლოდ ცალკეული წარმომადგენლები და მათ ამ პოზიციას უმაგრებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც ეყრდნობა მდიდარ საერთაშორისო გამოცდილებას.

უდავოა, რომ კონკურენცია ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მასზე გაწეული დანახარჯების შემცირებას; ყოველივე ეს კი მიიღწევა ახალი ტექნოლოგიების რეალიზებით. ეს დებულება სამართლიანია არა მარტო შიდა ბაზრისათვის, არამედ საზოგადოდ ბაზრისათვის და მაშასადამე, საერთაშორისო ბაზრისთვისაც. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ქვეყანა მიმართავს შიდა ბაზრის დაცვისთვის, ზღუდავს საერთაშორისო კონკურენციის სასიკეთო ზეგავლენას ქვეყნის შიგნით სასურველ ეკონომიკურ სტიმულებზე ხარისხის ამაღლებისა და დანახარჯების შემცირების მიმართულებით.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ თეორიაში მიჩნეულია, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის საუკეთესო სავაჭრო პოლიტიკას წარმოადგენს ნულოვანი საბაჟო ტარიფები იმპორტზე, ექსპორტის ყოველგვარი გადასახადებისაგან გათავისუფლების, კვოტირების გაუქმების, ექსპორტ-იმპორტის აკრძალვებისა და ლიცენზირების მინიმუმამდე დაყვანის პირობებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში, მიიღწევა ქვეყნის შიდა ბაზრის ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზარში და საერთაშორისო კონკურენციის ზემოხსენებული პოზიტიური ზეგავლენა სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ასეთი სავაჭრო პოლიტიკის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, ის მაინც პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში არ არის სრულიად რეალიზებული; მართალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში პრაქტიკულად განხორციელებულია სწორედ ამგვარი სავაჭრო პოლიტიკა, მაგრამ არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში გამოიყენება სხვადასხვა სავაჭრო ბარიერები, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია თითქმის ყველა ქვეყნისათვის.

რატომ ხდება საგარეო ვაჭრობის ამ იდეალური რეჟიმიდან გადახვევა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში? რატომ არ იყენებენ საერთაშორისო კონკურენციის ზემოხსენებულ სასიკეთო ზეგავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე?

ცნობილია, რომ ცალკეულ ქვეყანას აქვს სხვადასხვა დარგის განვითარების განსხვავებული ბუნებრივ-კლიმატური შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ისტორიული ტრადიციები, რის გათვალისწინებაც, იძულებულს ხდის მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებას შეარჩიოს ამ დარგებისადმი საგარეო ვაჭრობის პროტექციონისტული რეჟიმი (რასაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ ზიანი მოაქვს ამ დარგების პერსპექტიული განვითარებისათვის). გარდა ამისა, საერთაშორისო კონკურენციაში ქვეყნის სრული ინტეგრაციის მოწინააღმდეგები აბსოლუტურად ყველა ქვეეყანაში არის ხელისუფლებაში მოსული მრეწველობის (და ზოგიერთი სხვა დარგის) წარმომადგენლები, რომლებიც ლობირებას უკეთებენ ამ დარგისათვის ქვეყნის შიგნით შეღავათიანი, “ოაზისური” პირობების შექმნას. ცალკეულ შემთხვევაში, ადგილი აქვს ლობისტების გაუცნობიერებლობას, რომ, საბოლოო ჯამში, ამგვარი პოლიტიკით ისინი ღუპავენ იმ დარგს, რომლის ინტერესების დაცვასაც ფიქრობენ და ცდილობენ.

საქართველოში დიფერენცირებული საბაჟო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნისას, ლობისტები როგორც წესი, იშველიებენ ორ არგუმენტს:
1. მეწველობას სჭირდება მხარდაჭერა, ფეხზე დაყენება, რადგანაც დანახარჯები წარმოებულ პროდუქციაზე აღემატება საზღვარგარეთიდან შემოტანილ ანალოგიურ პროდუქციის ღირებულებას, რის გამოც, ჩვენი პროდუქცია აღარ იყიდება და ამდენად, მისი წარმოება კარგავს აზრს. ზოგიერთ საქონელზე, გაზრდილი საბაჟო ტარიფების დაწესებისას, ამ იმპორტული საქონელის ფასი იზრდება, რაც სამამულო მეწარმეებს უქმნის შესაძლებლობას, გააფართოონ თავიანთი (შედარებით დაბალხარისხიანი) პროდუქციის წარმოება და მიიღონ დამატებითი შემოსავლები;
2. არაკონკურენტუნარიანი წარმოების შეკვეცას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში დახურვას შედეგად მოჰყვება მოსახლეობის დასაქმების შემცირება, შესაბამისად მცირდება შემოსავალი და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი.

ამ, ერთი შეხედვით, ყოვლად დასაბუთებული არგუმენტების მოჩვენებითი მიზანშეწონილობის მიუხედავად, ამგვარ პროტექციონისტულ პოლიტიკას შეუძლია ჩვენს მრეწველობას მოუტანოს დიდი ზიანი, რომლის გამოსწორებაც ძალზედ ძნელი იქნება.

უწინარეს ყოვლისა, პრაქტიკულად შეუძლებელია, მრეწველობის რომელიმე ერთი ქვედარგის ამორჩევა, რომელსაც უნდა მიენიჭოს საბაჟო პრივილეგიები, რადგანაც ჩვენი მრეწველობის თითქმის ყველა დარგი ერთნაირად ცუდ ტექნოლოგიურ თუ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება. საკმარისია, მრეწველობის ერთ რომელიმე ქვედარგს შეექმნას შეღავათიანი რეჟიმი, იმწუთშივე ყველა მოითხოვს მსგავს პრივილეგიებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მრეწველობა მთლიანად მოქცეულია პროტექციონისტულ გარემოში. ეს “მადას გაუხსნის” სხვა სამეურნეო საქმიანობის სფეროებს, და ეს “ჯაჭვური რეაქცია” მთელ ჩვენს ეკონომიკას მოაქცევს იზოლაციაში გარეშე სამყაროსაგან.

დავუშვათ, მოვახერხეთ საბაჟო პრივილეგიების გავრცელების ხსენებული “ჯაჭვური რეაქციის” შეჩერება და ისინი მიენიჭა მრეწველობის ერთ ან რამდენიმე ქვედარგს. მაშინ, ამ დარგებში ფაქტობრივად, მოისპობა მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოების და დანახარჯების შემცირების ღონისძიებათა გატარების ეკონომიკური ინტერესი. ეს პროცესი კი “ჯაჭვური რეაქციით” გავრცელდება იმ დარგებზეც, რომლებიც მრეწველობის ამ პრივილეგირებულ ქვედარგს აწვდიან ნედლეულს, ნახევარფაბრიკატებს და ა.შ. მართალია, ამ შემთხვევაში, ყველა ამ დარგებში, გაიზრდება დასაქმება, მაგრამ დაბალხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები საწარმოებს არ მისცემს საშუალებას, იქ დასაქმებულებს მიეცეს მაღალი ხელფასები, რაც დასაქმების ზრდის პირობებში არ გამოიწვევს მოსახლეობის შემოსავლების მატებას.

დასაქმების ასეთი ზრდა კი ქვეყნის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა და მას არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეეწყოს ხელი. გარდა ამისა მრეწველობის ერთი ან რამოდენიმე ქვედარგისათვის საბაჟო პრივილეგიების შექმნა, გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს “დამახინჯებას”, რაც “უკუკავშირის” ეფექტით იმოქმედებს არასწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაზე.

სამამულო დაბალხარისხიანი და თანაც ძვირი პროდუქციის მოხმარებით მოსახლეობის მიერ მიღებული დანაკარგები მისი კეთილდღეობის შემცირების თვალსაზრისით, არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადატურებს, ეროვნული კეთილდღეობის შემცირება საბაჟო პროტექციონიზმის პირობებში მერყეობს მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტიდან 10 პროცენტამდე .

ამგვარი საბაჟო პროტექციონიზმის ხსენებული უარყოფითი შედეგები დასაბუთებულია არა მარტო თეორიულად, არამედ საერთაშორისო გამოცდილებითაც. საყურადღებოა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე თავისუფალი ვაჭრობის, ანუ ფრიტრედერული პოლიტიკის პროტექციონისტულთან შედარებით უპირატესობაზე ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიუთითებდა.

საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, დიფერენცირებული საბაჟო ტარიფების სისტემაზე დამყარებული პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება იქნებოდა ჩვენი მრეწველობისათვის დათვური სამსახურის გაწევა. მაშინ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა საბაჟო ტარიფებისადმი?

ნულოვანი საბაჟო ტარიფის დაწესება იმპორტზე, უწინარეს ყოვლისა, გაუმართლებელია ბიუჯეტის ფისკალური პრობლემების გამო.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ყველას ე.წ. ოპტიმალური ტარიფის შემოღება სჯობს. მაგრამ, თეორიულად დამტკიცებულია, რომ საბაჟო ტარიფის ოპტიმალური სიდიდე, როგორც ფასის ნაწილი, რომელსაც იხდის უცხოელი მიმწოდებელი, არის იმპორტის მიწოდების ელასტიურობის შებრუნებული სიდიდე. ელასტიურობის კოეფიციენტების ცვალებადობის გამო საბაჟო ტარიფების შესაბამისი ცვალებადობა სტაბილურობას დაუკარგავს დაბეგვრის სისტემას, რაც ძალზე არასასურველია; ამასთან, ელასტიურობის კოეფიციენტის ცვალებადობის ხშირი გაზომვა იმპორტული პროდუქციის ყველა სახეობათა მიხედვით და ტარიფების შესაბამისი ცვლილებები იმდენად შრომატევადი აღმოჩნდება, რომ მასზე გაწეული დანახარჯები გადაფარავს ამ ღონისძიების გატარებით მიღებულ შემოსავლებს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საუკეთესო საბაჟო ტარიფების სისტემად მიჩნეულია არადიფერენცირებული ტარიფები, როცა ყველა სახეობის იმპორტული საქონელი იბეგრება ერთი და იგივე საბაჟო ტარიფით, რომელიც იმავდროულად არ უნდა იყოს მაღალი. ამ შემთხვევაში, ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგი ერთნაირი პირობებით ებმება საერთაშორისო კონკურენციაში, რაც არ ამახინჯებს ამ უკანასკნელის ზემოთ აღწერილ სასიკეთო ზეგავლენას სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ამავე დროს არანულოვანი საბაჟო ტარიფი არის სამამულო მეწარმეების ერთგვარი დაცვა გარე სამყაროსაგან და ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც.

ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს თუ არა იმას, რომ საერთოდ უნდა გამოირიცხოს პროტექციონიზმი ჩვენი მრეწველობის (და სხვა დარგების) მიმართ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ის არ უნდა იყოს არარაციონალური და შესაბამისად მავნე, როგორც ეს იყო აღწერილი ზემოთ. ამგვარი პროტექციონიზმი კი შემდეგი ელემენტებისაგან შედგება:
– ექსპორტი უნდა იყოს გათავისუფლებული ყოველგვარი გადასახადისაგან, რაც საკმაოდ დიდი სტიმულია საექსპორტო საქონლის საწარმოებლად (ეს ასეც არის საქართველოში).
– არადიფერენცირებული შედარებით მცირე საბაჟო ტარიფის პირობებში ექსპორტიორს უნდა დაუბრუნდეს ამ საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე გამოყენებული იმპორტირებული ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატებზე მათი იმპორტირებისას გადახდილი გადასახადები (ესეც საკანონმდებლო დონეზე რეალიზებულია საქართველოში).
– სახელმწიფომ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ამა თუ იმ ქვედარგის პრიოტიტეტულობის გაცხადებით (ჩვენს შემთხვევაში ამის საუკეთესო მაგალითია ენერგეტიკა), ხოლო თუკი ბიუჯეტში მოიძებნება შესაძლებლობები, მაშინ მიზანშეწონილია სახელმწიფო საინვესტიციო (და არა სასუბსიდიო, თუ სადოტაციო) ფონდის შექმნა.

ამგვარი პროტექციონისტული ღონისძიებების ერთობლიობა ქმნის ისეთი სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, როცა საქართველოს ეკონომიკა ორიენტირებული ხდება დასავლური ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობათა შესაქმნელად და იმავდროულად, ეს სულაც არ გამორიცხავს ჩვენი საწარმოების გასვლას დსთ-ის ქვეყნების ბაზრებზე (თუკი ჩვენი მეწარმეები ამისათვის გამოიჩენენ სათანადო ინიციატივას).

სწორი სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის გატარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო კანონმდებლობას, რომელიც ერთნაირ პირობებში უნდა აყენებდეს, როგორც სამამულო, ისე უცხოელ ინვესტორს, და თანაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ბიუროკრატიული პროცედურები. ყოველგვარი დროებითი საგადასახადო შეღავათი უცხოური ინვესტორისათვის ქმნის საეჭვო ფირმებისა და სუსტი კომპანიების მოძალების საშიშროებას, რადგანაც მსოფლიოში აღიარებული ფირმები, როგორც წესი, არ მოითხოვენ რაიმე საგადასახადო შეღავათებს; ისინი უწინარესად აყენებენ საკითხს მოგების რეპატრიაციის შესაძლებლობათა შეუზღუდაობისა და მიწის იმ ნაკვეთის საკუთრების საკითხს, რომელზეც განლაგებულია საინვესტიციო ობიექტი, რათა თავიდან აიცილონ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო არასასურველი ქმედება. როგორც ამას ადასტურებს საერთაშორისო პრაქტიკა, დროებითი საგადასახადო შეღავათები უცხოელი ინვესტორებისათვის ქმნის ისეთ პირობებს, როცა შეღავათების ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორების უმრავლესობა ტოვებს ქვეყანას და ადგილობრივი მეწარმე პუშკინის “ოქროს თევზის” დედაბერივით კვლავ რჩება გატეხილი ვარცლის ამარა. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს საკუთარ თავზე მოუწია ამის გადატანა.

ქვეყნის დაცვა კონტრაბანდისაგან, უწინარეს ყოვლისა, საბაჟო სამსახურის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის მოთხოვნა, რომ საბაჟო სამსახურმა იმუშაოს გაზრდილი საგადასახადო განაკვეთებით, ზემოხსენებული არგუმენტების გარდა მიუღებელია იმის გათვალისწინებითაც, რომ საგადასახადო განაკვეთების ზრდა უწინარეს ყოვლისა, ხელს უწყობს დაბეგვრისაგან თავის აცილებას “ქრთამის ეფექტის” გამოყენების გზით.

რაც შეეხება მოსახლეობის დაცვას ფალსიფიცირებული საქონლისაგან, ის უნდა განხორციელდეს “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის თანახმად.

ამავე დროს ხაზგასასმელია, რომ ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა მოითხოვს თვისობრივ სრულყოფას სახელმწიფოსა და მეწარმეების მხრიდან ურთიერთთანასწორი თანამშრომლობის პირობების შესაქმნელად.

აღმოჩნდება, რომ მასზე გაწეული დანახარჯები გადაფარავს ამ ღონისძიების გატარებით მიღებულ შემოსავლებს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საუკეთესო საბაჟო ტარიფების სისტემად მიჩნეულია არადიფერენცირებული ტარიფები, როცა ყველა სახეობის იმპორტული საქონელი იბეგრება ერთი და იგივე საბაჟო ტარიფით, რომელიც იმავდროულად არ უნდა იყოს მაღალი. ამ შემთხვევაში, ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგი ერთნაირი პირობებით ებმება საერთაშორისო კონკურენციაში, რაც არ ამახინჯებს ამ უკანასკნელის ზემოთ აღწერილ სასიკეთო ზეგავლენას სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ამავე დროს არანულოვანი საბაჟო ტარიფი არის სამამულო მეწარმეების ერთგვარი დაცვა გარე სამყაროსაგან და ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც.

ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს თუ არა იმას, რომ საერთოდ უნდა გამოირიცხოს პროტექციონიზმი ჩვენი მრეწველობის (და სხვა დარგების) მიმართ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ის არ უნდა იყოს არარაციონალური და შესაბამისად მავნე, როგორც ეს იყო აღწერილი ზემოთ. ამგვარი პროტექციონიზმი კი შემდეგი ელემენტებისაგან შედგება:
– ექსპორტი უნდა იყოს გათავისუფლებული ყოველგვარი გადასახადისაგან, რაც საკმაოდ დიდი სტიმულია საექსპორტო საქონლის საწარმოებლად (ეს ასეც არის საქართველოში).
– არადიფერენცირებული შედარებით მცირე საბაჟო ტარიფის პირობებში ექსპორტიორს უნდა დაუბრუნდეს ამ საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე გამოყენებული იმპორტირებული ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატებზე მათი იმპორტირებისას გადახდილი გადასახადები (ესეც საკანონმდებლო დონეზე რეალიზებულია საქართველოში).
– სახელმწიფომ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ამა თუ იმ ქვედარგის პრიოტიტეტულობის გაცხადებით (ჩვენს შემთხვევაში ამის საუკეთესო მაგალითია ენერგეტიკა), ხოლო თუკი ბიუჯეტში მოიძებნება შესაძლებლობები, მაშინ მიზანშეწონილია სახელმწიფო საინვესტიციო (და არა სასუბსიდიო, თუ სადოტაციო) ფონდის შექმნა.

ამგვარი პროტექციონისტული ღონისძიებების ერთობლიობა ქმნის ისეთი სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, როცა საქართველოს ეკონომიკა ორიენტირებული ხდება დასავლური ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობათა შესაქმნელად და იმავდროულად, ეს სულაც არ გამორიცხავს ჩვენი საწარმოების გასვლას დსთ-ის ქვეყნების ბაზრებზე (თუკი ჩვენი მეწარმეები ამისათვის გამოიჩენენ სათანადო ინიციატივას).

სწორი სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის გატარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო კანონმდებლობას, რომელიც ერთნაირ პირობებში უნდა აყენებდეს, როგორც სამამულო, ისე უცხოელ ინვესტორს, და თანაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ბიუროკრატიული პროცედურები. ყოველგვარი დროებითი საგადასახადო შეღავათი უცხოური ინვესტორისათვის ქმნის საეჭვო ფირმებისა და სუსტი კომპანიების მოძალების საშიშროებას, რადგანაც მსოფლიოში აღიარებული ფირმები, როგორც წესი, არ მოითხოვენ რაიმე საგადასახადო შეღავათებს; ისინი უწინარესად აყენებენ საკითხს მოგების რეპატრიაციის შესაძლებლობათა შეუზღუდაობისა და მიწის იმ ნაკვეთის საკუთრების საკითხს, რომელზეც განლაგებულია საინვესტიციო ობიექტი, რათა თავიდან აიცილონ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო არასასურველი ქმედება. როგორც ამას ადასტურებს საერთაშორისო პრაქტიკა, დროებითი საგადასახადო შეღავათები უცხოელი ინვესტორებისათვის ქმნის ისეთ პირობებს, როცა შეღავათების ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორების უმრავლესობა ტოვებს ქვეყანას და ადგილობრივი მეწარმე პუშკინის “ოქროს თევზის” დედაბერივით კვლავ რჩება გატეხილი ვარცლის ამარა. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს საკუთარ თავზე მოუწია ამის გადატანა.

ქვეყნის დაცვა კონტრაბანდისაგან, უწინარეს ყოვლისა, საბაჟო სამსახურის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის მოთხოვნა, რომ საბაჟო სამსახურმა იმუშაოს გაზრდილი საგადასახადო განაკვეთებით, ზემოხსენებული არგუმენტების გარდა მიუღებელია იმის გათვალისწინებითაც, რომ საგადასახადო განაკვეთების ზრდა უწინარეს ყოვლისა, ხელს უწყობს დაბეგვრისაგან თავის აცილებას “ქრთამის ეფექტის” გამოყენების გზით.

რაც შეეხება მოსახლეობის დაცვას ფალსიფიცირებული საქონლისაგან, ის უნდა განხორციელდეს “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის თანახმად.

ამავე დროს ხაზგასასმელია, რომ ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა მოითხოვს თვისობრივ სრულყოფას სახელმწიფოსა და მეწარმეების მხრიდან ურთიერთთანასწორი თანამშრომლობის პირობების შესაქმნელად.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial