სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 15 იანვარს ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის დეკემბერში 2014 წლის ნოემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 2,4 პროცენტით. 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 6,4 პროცენტით, ხოლო 2005 წლის საშუალოსთან შედარებით 69,1 პროცენტით.

2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით და ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 2,65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (2,4 პროცენტი) და ქიმიურ წარმოებაზე (12,3 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (17,4 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (2,9 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 2,1 პროცენტით, რამაც ინდექსის საერთო მაჩვენებელში -0,27 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

4

4

4

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით. შედეგად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (10,5 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (8,7 პროცენტი) და ქიმიურ წარმოებაზე (14,9 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,39 პროცენტული პუნქტით აისახა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial