„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა

მიმდინარე წლის 12 მაისს, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით, ხელშეკრულებები გაფორმდა.

პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული) ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენას. ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა).

სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხრიდან, EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება შემდეგი ფინანსური მხარდაჭერით:
– ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) – 7 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხის სახით;
– შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) – 3 მილიონი ევრო გრანტის სახით.

პროექტის განხორციელების ხელშეკრულება გააფორმეს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება გაფორმეს მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის გამგებლებმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, EBRD-ის გენერალური დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანცის მაგილე, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ევა სმედბერგი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.