Forbes-მა შემაჯამებელი გამოკითხვა დაიწყო

რუსულმა Forbes-მა 2012 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა დაიწყო. გავლენიანი ბიზნეს-გამოცემის რუსული ვერსია ონლაინ-გამოკითხვის საშუალებით გამოავლენს წლის ბიზნესმენს, წლის კოსმოპოლიტს, წლის პიონერს და სხვა ნომინაციების გამარჯვებულებს. ნომინაციაში ”წლის კოსმოპოლიტი” წარდგენილია 4 პიროვნება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ მომენტისთვის აღნიშნულ ნომინაციაში იმარჯვებს. ნომინაციაში წარდგენის კრიტერიუმებს Forbes ასე განსაზღვრავს: ”რუსეთის ამჟამინდელი ან ყოფილი ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რუსეთის ფარგლებს მიღმა”.

ბიძინა ივანიშვილი დახასიათებულია, როგორც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც 2012 წელს რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივები გაყიდა, მათ შორის ბანკი ”როსიისკი კრედიტი”, დააარსა პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება” და გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ამჟამად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრია. ნომინაციაში ”წლის კოსმოპოლიტი~ ივანიშვილთან ერთად წარდგენილნი არიან Eurocement Holding-ის მფლობელი ფილარეტ გალჩევი, Access Industries-ის მფლობელი ლეონარდ ბლავატნიკი, და პროდიუსერი ალექსანდ როდნიანსკი. გამოკითხვის შედეგებს ”ფორბსი” 17 დეკემბერს შეაჯამებს.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial