კონკურენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის?!

გახდება თუ არა სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდი აგროსესხების კონკურენტი? ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, საიდანაც ფერმერები სესხებს შეღავათიან პროცენტებში მიიღებენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საქართველოს აგრარული სექტორი ბევრად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნისას, ამიტომ მხოლოდ იაფი კრედიტი გამოსავალი არ იქნება და ფონდმა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და ფერმერების განათლების მიმართულებითაც უნდა იმუშაოს. სოფლის მეურნეობა სპეციფიურია, მას ყოველთვის უნდა შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტი, რომელსაც კერძო კომპანია ვერ გასცემს და შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ყოველთვის დარჩება საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა.

ექსპერტების თქმით, მილიარდიანი ფონდი დარგის განვითარებას გამოიწვევს, რაც შედეგად ბაზრის ზრდას განაპირობებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მცირე კრედიტების გაცემას ახდენენ, შესაბამისად, მათი ბაზარი ყოველთვის იქნება. მილიარდიანი ფონდი და მიკროსაფინანსო ბაზარი სხვადასხვა სეგმენტზე იმუშავებენ.