GATT-ის ახალი რუსულ-უკრაინული ვარიანტი თუ დსთ-ის ჩანაცვლების მცდელობა

მოამზადა სოფო სიჭინავამ

“ჩვენ, ბელორუსიის, ყაზახეთის, რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოების პრეზიდენტები, ჩვენი ხალხის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ხელშეწყობის, მათი ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით, მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებში რეფორმების თანამიმდევრულმა განხორციელებამ, შემდგომში მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ინტეგრაციული პროცესების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

1994 წლის 15 აპრილიდან მოყოლებული დსთ-ს კიშინიოვისა და კიევის სამიტებზე შემუშავებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმებების დადასტურებით და შემდეგი განვითარების სურვილით, ასევე ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის გადაწყვეტილებით, ვაცხადებთ ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი ეტაპის დაწყებას და ვიწყებთ მოლაპარაკებებს იმ ზომების თაობაზე, რომელიც ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებისათვის არის საჭირო”.

აი, ასეთ შეთანხმებას მოეწერა ხელი კრემლში ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მეთაურთა მიერ თებერვლის შუა რიცხვებში. 2003 წლის სექტემბრისთვის კი, უკვე მზად იქნება ამისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. გარდა ამისა, იგეგმება ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმება იმ ქვეყნებისა, რომლებიც ამ ახალ ეკონომიკურ ზონაში მოიაზრებიან, ასევე, მათი საკანონმდებლო ბაზების ურთიერთჰარმონიზაცია და ქვეყნებშორისი კომისიის შექმნა, რომელიც ვაჭრობასა და ტარიფებზე იმუშავებენ.

უკვე ცნობილია, რომ ერთიანი ეკონომიკური ზონა, დროთა განმავლობაში რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციის სახეს მიიღებს.

ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ოთხი ქვეყნის საბაჟო კავშირი ყოფილი სსრ-ის ოთხი სახელმწიფოს ეკონომიკური დაახლოვების შუალედური სტადიაა, რომელსაც რაღაც უფრო ეფექტური შეცვლის. როგორც ამბობენ, საუბარია ინტეგრაციის უფრო ღრმა ფორმაზე, ვიდრე საბაჟო კავშირია. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ოთხი ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და მოქმედების ერთიანი რეგულირების შემოღება, ყველაზე მნიშვნელოვანია.

მომავალი რეგიონალური ინტეგრაციის ქვეყნები შეძლებენ შეთანხმებულად აწარმოონ მოლაპარაკება BTO-სთან და არ არის გამორიცხული, რომ ერთიანი ძალისხმევით ამ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დააჩქარონ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს უფრო ამორფული და ეფექტური თანამშრომლობით დსთ-ს შეცვლის გზაზე. ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ალექსანდრე უმნოვის განცხადებით, ყოფილი სსრ-ს ტეროტორიაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, განქორწინების ცივილური ფორმაა.

პუტინის განცხადებით, ოთხი ქვეყნის შეხვედრა კრემლში მას შემდეგ გადაწყდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ, რამდენიმე კონკრეტული წინადადება წამოაყენა დსთ-ს ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

ლეონიდ კუჩმამ რუსეთს ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი უწოდა, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ შეცვლის. ეს განცხადება მან მოსკოვში, ამ წელიწადში უკვე მე-8 ვიზიტზე გააკეთა. თავის მხრივ, პუტინმაც განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისათვის მთავარი, ძირითადი პრიორიტეტული პარტნიორია. კუჩმას მოსკოვში ვიზიტი ფორმალურად, ითვალისწინებდა პუტინთან და პრემიერ კასიანოვთან მოლაპარაკებას, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში მთელი რიგი შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ამასთან ერთად, რუსეთმა და უკრაინამ მორიგი ნაბიჯი გადადგეს უკრაინის გაზტრანსპორტის ქსელის მართვისა და განვითარების საერთაშორისო კონსორციუმის პროექტის განხორციელებისათვის.

უკრაინის ლიდერის რუსეთში ვიზიტის არაფორმაულური მხარე, ბევრი მიმომხილველის აზრით, უკრაინის ახალი პრემიერის, ვიქტორ იანუკოვიჩის “მოკოვური პრეზენტაცია” გახლავთ. როგორც თვით უკრაინის პრესა წერს, იანუკოვიჩს ყველაზე დიდი შანსი აქვს პუტინის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერისა. ერთი მხრივ, ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სახეები პროდასავლურ, თუ ანტირუს პოლიტიკოსებს შორის რეპუტაციაშელახულები არიან, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გზაზე ხელშესახები ძვრები არსებული ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს და მოსკოვის მხრიდან, ხელისუფლების მეთაურის პოსტზე მათი კანდიდატურის მხარდაჭერას განაპირობებს. ექსპერტების აზრით, ფაქტობრივად, უკრაინის საგარეო პოლიტიკის ახალი და მთავარი ვექტორი საბოლოოდ გამყარდა, რომელიც კიევისა და გაეროს, კიევისა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სერიოზული გაუარესების ფონზე მიმდინარეობს. უკრაინაში ამბობენ, რომ მოცემულ მომენტში სახეზეა საგარეოპოლიტიკური თანამშრომლობის აღმოსავლური ვექტორის განვითარება და ის, რომ ეს ხდება დასავლეთთან კრიზისული ურთიერთობების ფონზე, მეტყველებს უკრაინის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის რეალურ არჩევანზე – საუბარი გრძელდება ევროპულ გზაზე, ხოლო არჩევანი პრორუსული გახლავთ.

თვითონ კუჩმა უკრაინის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ასე სახავს: ” – ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთს დავუმტკიცოთ ბევრი რამ, როცა დასავლეთელი კოლეგები საუბრისას ხშირად ვერ გვიგებენ”. მისი აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა პირობებში ვითარდებოდნენ. “ჩვენ განსხვავებული პირობები და მენტალიტეტი გვაქვს”, – განაცხადა კუჩმამ.

ინტეგრაციის გვირგვინად, თანამეგობრობის ტერიტორიაზე ერთიანი ვალუტის შემოღება უნდა იქცეს. მიხეილ კასიანოვი გამოვიდა იდეით, რომ ერთიანი ვალუტის როლში რუსული რუბლი შემოვიდეს. ეს წინადადება კასიანოვმა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნაზარბაევის მოწოდების პასუხად გააკეთა. ნაზარბაევმა გაახმოვანა 2011 წლამდე ევროაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთიანი ვალუტის შემოღების იდეა. კასიანოვის თქმით, ამ კავშირის ჩარჩოებში შექმნილია პირობები ნაციონალური ვალუტების ბაზაზე ერთიან საგადამხდელო სისტემაზე გადასასვლელად. პირველ რიგში, აუცილებელია ამ ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარების დონეების გათანაბრება.

თვითონ ერთიანი ვალუტის შემოღების იდეა ევროაზიული ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე ახალი და რევოლუციური არ არის. რუსული რუბლი საკმაოდ მყარი ფულადი ერთეულია დსთ-ს სივრცეში. ტაჯიკეთში რუსული რუბლი აშშ დოლარზე მეტად მყარია. იქ რუსული რუბლის გავლენის ფაქტორად მრავალრიცხოვანი სეზონური მუშები მოიაზრებიან, რომლებთაც რუსეთიდან რუბლი გააქვთ და ასევე, მხედველობაში მისაღებია რუსული სამხედრო კონტინენტის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნაც. რუსული რუბლი ყირგიზეთშიც ფასობს, სადაც მალე რუსული ავიაბაზა განლაგდება.

ამ რესპუბლიკებისათვის რუსეთი კვლავ რჩება მთავარ სავაჭრო პარტნიორად. მიიჩნევა, რომ ერთიანი ვალუტის შემოღება, სადაც რუბლი იგულისხმება, გაამართლებს. აქეთკენ ორიენტირს იღებს ის ხალხი, რომელიც ბიზნესს და ვაჭრობას მიჰყვება. მნიშვნელივანია ის ფაქტორიც, რომ რუსეთის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა სუსტადაა განვითარებული.

მეორე მხრივ, ამ ქვეყნებში არის შიში, რომ რუსულ რუბლზე გადასვლა მათი ნაციონალრი ეკონომიკის შთანთქმას და ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს.

ეს პროცესი ხანგრძლივი და მტკინვეულია, რადგან რუსეთს კიდევ დიდ ხანს არ ექნება ყაზახეთთან მოწყობილი საზღვარი. მსგავსი პროექტები გამოხატავენ უფრო რეალური ინტეგრაციის კურსს, ვიდრე ამ ცივილური გაყრის მტკივნეულობას. ეს არის დროებითი თანაარსებობის იძულებითი ფორმა. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების სუვერენიტეტისა და ფინანსურ სფეროში ინტეგრაციის ერთად წარმოდგენა, ცოტა რთულია.

ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას ისიც წარმოადგენს, რომ ევროაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეები განსხვავებულია და ასევე ისიც, რომ ძნელია მოლაპარაკების შედეგად თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასა და ტვირთების გადასაზიდად ერთიანი საბაჟო ტარიფების ფორმირების შესახებ თანხმობას მიაღწიონ.

ამ ეკონომიკურ კლუბს ოპტიმიზმის საფუძველს ენერგეტიკული სისტემის ინტეგრირება აძლევს. ხუთეული დაინტერესებულია ერთიანი სათბობ-ენერგეტიკული ბაზრისა და ბალანსის შექმნაში და ასევე გაზის საკითხში, ოპეკის მსგავსად, ალიანსის ფორმირებაში, მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და დსთ-ს ფარგლებში.