ქართული დიზელის საწყისებთან

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0, 01 ევროთი შემცირდა. ეს საწვავის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპაში. აქ ყველაზე ძვირი ფასები ფიქსირდება ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30 %-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია.

1

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, აქ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერ ტიპის ბენზინი- 2,07-2,10 ლარი, ხოლო დიზელის ღირებულება 1,77-1,80 ლარს შორის მერყეობს. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 25-30 თეთრით ნაკლებია ჩვეულებრივ ღირებულებასთან შედარებით.
2

საქართველოში წამყვანი ნავთობკომპანიების ტარიფი დიზელთან მიმართებით მკევთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. „სოკარის“ დიზელის ღირებულება 1, 77-ია, „ლუკოილის’- 1,94, ხოლო „რომპეტროლს“ და „გალფს“ ერთნაირი ტარიფები აქვს, რაც 1, 79 ლარს შეადგენს.

ეს ფასი დიდად არ შეცვლილა 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 1, 93 თეთრი იყო დეკემბრის დასაწყისში, ხოლო თვის ბოლოს 10 თეთრით გაიაფდა და 1, 83 ლარი გახდა.

ამ ფონზე ავტოგასამართ სადგურებში ადგილობრივი წარმოების დიზელი გამოჩნდა. მძღოლებს ქართული დიზელის შეძენა არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში შეუძლიათ. ქართულ დიზელს მინისაწარმოები ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ. ისინი ამჟამად მხოლოდ დიზელის მიღებაზე არიან ორიენტირებული, არსებული ტექნიკა და ა ღჭურვილობა მათ მაღალი ხარისხის საწვავის წარმოების საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივი დიზელი თბილისთან ახლოს ვაზიანსა და ველში იწარმოება. ვაზიანში ახალი საწარმო აშენდა, ხოლო ველში არსებულის რეკონსტრუქცია მოხდა.

ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების წარმოებაზე ლიცენზია ორმა ქარხანამ 5 თვის წინ მიიღო. წარმოების წლიური მოცულობა 100-150 ათასი ტონაა. ადგილობრივად წარმოებული დიზელი და ნაფტა ლიცენზირებულ ლაბორატორია „გამაში“ შემოწმდა და დადასტურდა მისი შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან.

ზოგადად, საქართველოში 1 წლის განმავლობაში საშუალოდ 70 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებენ. 2006 წლამდე ქვეყნის მასშტაბით 24 მირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მუშაობდა, რომლიდანაც ლიცენზია მხოლოდ 6 მათგანს ჰქონდა.
ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში მცირეა, თუმცა აღსანშნავია მისი მაღალი ხარისხი. ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოა სამგორ-პატარძეულის ტერიტორია. მასზე მოდიოდა საქართველოს ნავთობის მოპოვების 99 %. ნავთობის ძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს გურიის ტერიტორიაზე. ნავთობის მცირედებიტიან საბადოთაგან აღსანიშნავია მირზაანის, პატარა შირაქის, სუფსის, ჭალადიდიის და საცხენისის საბადოები. ნავთობის წ არმოება საქართველოში არ არის განვითარებული. სწორედ ამიტომაც, ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზება ამ კუთხით გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ეს პროცესი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ რთულ გზას რასაც ნავთობი გადის დიზელად გარდაქმნამდე. პირველი ეტაპი ნავთობის გამოხდა 40-დან 2000 ჩ-მდე ინტერვალში, მიიღება პირველი ფრაქცია- მეორე ფრაქცია, ლიგრიონი, გამოიხდება 1200-დან 2400 ჩ-მდე ინტერვალში- მესამე ფრაქცია ნავთი- მეოთხე ფრაქცია გაზოლი და საბოლოოდ რჩება მაზუთი. სწორედ გაზოლისაგან იზარმოება დიზელის ტიპის საწვავი.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ცნობით, ადგილობრივი დიზელის წარმოება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ საცალო ბაზარზე საწვავის ფასი გაცილებით დაბალი და სტაბილური იქნება. მისი შეფასებით, ეს პროცესი საწვავის ფასის დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს.

ავტორი: ანა ურუშაძე

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial