რა სარგებლობა მოაქვს „გაზპრომს“

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა „გაზპრომის“ პრეზიდენტ, ალექსეი მილერთან, შესაძლოა კომპანია „სოკარისთვის“ ერთგვარი ღელვის საგანი გახდეს. მიუხედავად ენერგეტიკის სამინისტროს ლაკონიური ოფიციალური განცხადებისა, სადაც წერია, რომ საუბარი ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელების და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ იყო, საბოლოო და ზუსტი პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. თავად ენერგეტიკის მინისტრის თქმით, საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის შემოტანის გეგმებზეც იმსჯელა.
მას შემდეგ, რაც ქვეყანამ, 2007 წელს აზერბაიჯანიდან დაიწყო ბუნებრივი აირის მიღება, ერთადერთ წყაროდ, ფაქტობრივად სწორედ ის იქცა, თუმცა რუსეთის ბუნებრივი აირი, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გაედინებოდა, ოღონდ სომხეთის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ქართული მილების საშუალებით. ყველაფერ ამაში, საქართველოს წილი 10% შეადგენდა. ასეა დღესაც. გარდა ამ ტრანზიტისა, რუსეთიდან დამატებითი აირის შემოტანაც ხორციელდებოდა, რომლის წილიც 2009 წლიდან 2012 წლამდე 9.8%- დან 1.6მ%-დე დაეცა , 2013 წელს საერთოდ არ გახორციელებულა დამატებითი აირის შემოტანა რუსეთიდან, 2014 წელს კი 2,8 % იყო.
5

რა მდგომარეობაა დღეს? – ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანული გაზი, ფაქტობრივად უკონკურენტოა და მონოპოლისტად გვევლინება. კომერციული გაზის მომხმარებელთათვის არ არსებობს ალერნატივა. მათ მხოლოდ „სოკარისგან“ შეუძლიათ აირის შეძენა და ფასიც არაადეკვატურად მაღალი – 350 დოლარია.

საზოგადოების აზრი, როგორც ყოველთვის, როცა საქმე რუსეთს ეხება, ორნაწილადაა გაყოფილი. თუმცა ის, რის გამოც „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის გაზრდილი რაოდენობით შემოტანის აუცილებლობის საფუძველს წარმოადგენს, ისევ და ისევ კონკურენციის შედეგად ფასის დაწევის მოლოდინი და ალტერნატივის ქონის შემთხვევაში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების ზრდაა.

გაზგასამართ სადგურებზე შესასყიდი ფასი 190 დოლარიდან იწყება 1000 კუბურ მეტრზე და 315 დოლარამდე ადის. საქართველო წელიწადში 2-2,5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 2014 წელს აზერბაიჯანიდან შესყიდული კომერციული გაზის წილი 400 მილიონი კუბური მეტრი იყო.

შაჰ-დენიზის მილსადენში გატარებული გაზის 5 პროცენტს საქართველო 55 დოლარად ყიდულობს, გარდა ამისა, ქვეყანას უფლება აქვს დამატებითად, გაზი ლიმიტირებულად, 64 დოლარად შეიძინოს. ბოლო კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე ფასი ერთ კუბურ მეტრზე 192 დოლარია, თუმცა ეს სოციალური აირის ფასია და არა „კომერციულისა“. ამ უკანასკნელთან კი აზერბაიჯანული მონოპოლისტი გაცილებით მაღალ ფასებს იყენებს, შეიძლება ითქვას, რომ იგი ძალიან ძვირია. „სოკარი“ თავის გაზგასამართ სადგურებს, საქართველოში, დემპინგურ ფსებში, დაახლებით 275 დოლარად აწვდის, კონკურენტ კომპანიებს კი 345 დოლარად, რაც 70 დოლარით ძვირი ფასია. იმავე სიტუაციას ვხედავთ კომერციულ სექტორთან დაკავშირებით.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კომპანია „სოკარს“ წლის მანძილზე 3-ჯერ ჰქონდა მცდელობა ჩვენს ქვეყანაში კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირების და ტარიფის 79 დან 84 თეთრამდე გაზრდის, თუმცა, კომერციული სექტორისთვის, რომელიც ისედაც უმაღლეს ფასად იღებს ბუნებრივ აირს, სასიხარულოა, რომ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მცდელობა მცდელობად დარჩა. ცნობილია ისიც, რომ 1 ოქტომბერს ამ მონოპოლისტმა კომერციულ მომხმარებლებს აღნიშნული ტარიფის ზრდის შესახებ ოფიციალურადაც აცნობა, თუმცა პრემიერ მინისტრის კაბინეტმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ეს მხოლოდ ფაქტებია – ერთადერთი მოთამაშე ბაზარზე, არც ფასებით „თამაშს“ და არც ტარიფების გაზრდას ერიდება.
რეგიონში არსებული ალტერნატიული ბუნებრივი აირის საქართველოში შემოსვლას, რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. დავიწყოთ ყაზახეთით, საიდანაც გაზი შემოდიოდა, თუმცა ეს რუსული ინფრასტრუქტურის საშუალებით და მან თავისი საქმე ვერ შეასრულა. იგი ფაქტობრივად გაკოტრდა. თურქმენული გაზი დაბლოკილია კასპიის ზღვაზე, რჩება ირანი და აზერბაიჯანი, ამბობენ, რომ ირანს საკმარისი გაზის მარაგი არ აქვს და გამოდის, ვრჩებით ისევ აზერბაიჯანული გაზის ამარა. ერთადერთი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს, ისევ რუსული „გაზპრომიდან“ შემოსული აირია.

ქართული მხრიდან „გაზპრომით“ დაინტერესების მიზეზების ძიების დროს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსული მხარის ინტერესები -„ საქართველო არც თუ დიდი მომხმარებელია, თუმცა ასეთი დამატებითი მოცულობაც კი შეასაძლოა სასარგებლო იყოს „გაზპრომისთვის“ როგორც შემოსავლების, ისე იმიჯისთვის, მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაში“- წერს რუსული „კომერსანტი“.

ფაქტს, რომ კომერციულ ბაზარზე რუსული გაზის წილი გაიზარდოს, ექსპერტთა ნაწილი დადებითად მიიჩნევს, ნაწილი კი ეწინააღმდეგება. მთავარ არგუმენტად, 2006 წლის „მწარე“ გამოცდილება და არსებული პოლიტიკური მგომარეობა მოჰყავთ.
დღევანდელი რეალობა ასეთია – ჩვენს ბაზარს აზერბაიჯანიდან შემოსული აირით კომპანია „სოკარი“ მონოპოლიურად მართავს, კომერციული გაზის ფასი ძალიან მაღალია. ასეთ ბაზარზე კონკურენციის გაჩენა კი ფასის დაწევის, ალტერნატივის გაჩენის და ინვესტორების მოზიდვისკენ გადადგმულ წარმატებული ნაბიჯად ისახება.

ავტორი: ნინო ტაბაღუა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial