ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამწლიანი ანგარიში წარადგინა

20 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა,ოთარ დანელიამ,სამინისტროს საქმიანობის სამწლიანი ანგარიში და სოფლის მეურნეობის განვითარების ეკონომიკური გეგმა წარადგინა.
ოთარ დანელიას განცხადებით,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში 2015-2020 წწ. მკაფიოდ განისაზღვრა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა,რაც ისეთი გარემოს შექმნას ითვალისწინებს,რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას ,სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას,სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა ,რომ სამინისტროს მუშაობის ერთერთი მთავარი მიზანი საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობაა.მისი თქმით საქართველო უნდა გახდეს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა.

„დღევანდელი ფორმატი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ანგარიშის,არამედ სამომავლო გეგმებზე საუბარსაც. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო,რომ მელიორაციის მიმართულებით წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა,დიდი ფართობების წყალუზრუნველყოფა მოხდა.საგულისხმოა ისიც რომ დღესდღეობით 139 ახალი საწარმო გვაქვს ქვეყნაში.ვეტერინარია,ფიტოსანიტარია,ლაბორატორია კი ის მიმართულებებია ,რომლებისკენაც პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, დივერსიფიკაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენი მიზანი ბაზრების ათვისებაა“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ,აგრარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და ფერმერები დაჯილდოვდნენ.

ავტორი: მარიამ ტყეშელაშვილი

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial