პოტენციალის მქონე ეკონომიკა, რომელიც რეფორმების მოლოდინში ლარს აუფასურებს

ქართული ეკონომიკა თავისი მოწოდების სიმაღლეზე დგომით ვერ დაიკვეხნის. პრობლემა უამრავია, მათი მოგვარება კი იმ პროფესიონალებზეა დამოკიდბული, ვისაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება შეუძლია. დღეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვიცე პრეზიდენტი 1994-2006 წლებში, ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ხომეზურაშვილი „საქართველოს ეკონომიკას“ ესაუბრა<!–more–>

-რა დონეზეა საქართველოს ეკონომიკა დღეს და რა არის მისი გაჯანსაღების რეალური საშუალება?
-საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია იმპორტზე. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ვერ დავძლიეთ, ტენდენციაც არ ჩანს, ექსპორტი ისე ვითარდებოდეს, რომ უარყოფითი სალდო შემცირდეს. ამ დროს კი, ადამიანების მდგომარეობა, კეთილდღეობა, მათი ცხოვრების დონე, ექსპორტის განვითატების დონით განისაზღვრება. საექსპორტო პოტენციალი ქმნის სამუშაო ადგილების.
ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი. ამ პოტენციალს განვითარება სჭირდება ამაში კი თავისთავად, ინვესტიციები იგულისხმება. არა „ცხელი“ ფული, არამედ იაფი საინევტიციო კაპიტალი. ინვესტიციების დონის შეფასებაკი იგივე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების დონით ხდება.
არსებობს პორტფელური და პირდაპირი ინვესტიციები, ანუ ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში. ამ შემთხვევაში იგი რამდენიმე ფორმით შეიძლება აისახოს :
პირველი – წიობრივი მონაწილეობა, ანუ ე.წ შპს, რომელსაც უცხოური ინვესტორები მოუქნელობის გამო ერიდებიან.
მეორე – საპროექტო შეთანხმება, როცა პროექტი საკონტრაქტო ურთიერთობების მიხედვით ხორციელდება და მერე კონტრაქტის მიხედვით ნაწილდება.
მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი – აქციებში დაბანდება, სააქციო საზოგადოების შეძენის გზით.
– რა მდგომარეობაა საფონდო ბირჟაზე და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე?
– ჩვეთან აქცების, ისევე როგორც ფასიანი ქაღადების ბაზარი, პრაქტიკულად ზომბირებულია, საფონდო ბირჟა მკვდარია, იგი რიგი მიზეზების გამო ვერ ხორციელდება. ბევრი ამბობს, რომ ჩვენთან საბანკო სექტორი კარგ მდომარეობშია, მაგრამ არის საგულისხმო რამ – არ შეიძლება, საბანკო სექტორი განვითარებული და ეკონომიკა ღარიბი, წარუმატებელი იყოს. ასეთი რამ არ ხდება, ეს აბსოლუტური ასიმეტრიაა.

– რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ კომერციული ბანკების როლმა ასე აქტიურად წამოიწია წინ?
-ის უკონკურენტოა. თუ გადავხედავთ კომერციული ბანკების დაკრედიტების სტრუქტურას, რა საკვირველია, სამომხმარებლო სესხები ჭარბობს და არა ბიზნესის დაკრედიტება. მეორე მხრივ, ბიზნესს გამოსავალი არ აქვს და როცა ფული სჭირდება, კომერციულ ბანკში მიდის, იქიდან იღებს ფულს – ალტერნატივა არ არსებობს. როცა გაჩნდება გრძელვადიანი კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული წყარო (პირველი, ეს არის აქციები და მერე შეიძლება კორპორატული გრძელვადიანი ობლიგაციები ) , ბანკებს გაუჭირდებათ. ასეთი მაღალი მოთხოვნა აღარ იქნება მათზე. თავისთავად, ისინი დაუწევენ საკრედიტო საპროცენტო განაკვეთებს და რაც ყველაზე მთავარია, თუ ეკონომიკის რეალურ სექტორში ეს ინვესტიციები წამოვა, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ნაკლები მოთხონა იქნება სამომხმარებლო სესხებზე, გამოდის, რომ სიტუაცია გაჯანსაღდება საქართველოში. ამას ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება.
სახაზინო ვალდებულებებთან დაკავშირებით, თავდაპირველად კომერც ბანკებს, აგენტებს როლი უნდა ეკისრათ და დავალებები უნდა შეესრულებინათ, კლიენტებზე გადაყიდვა კი არ უნდა მოეხდინათ. თავისთავად, შეეძლოთ, ამ ვალდებულების შეძენა, მაგრამ პრიორიტეტი მომხმარებელი, კლიენტურა იყო.
მერე შეცვალეს, „ამოაგდეს“ კლიენტურა და თქვეს, რომ მხოლოდ კომერციულმა ბანკებმა შეიძლება იყიდონ ეს ვალდებულებები და რა ფასადაც უნდათ, იმ ფასად გადაყიდონ. გადაყივა და დავალების შესრულება, აბსოლუტურად სხვადასხვაა. ამტომაა დამახინჯებული ეს მიდგომაც.
– ბოლო პერიოდში საუბარია რეფინანსირების სესხებზე. რა პრობლემა იქმნება მასთან დაკავშირებით?
– ეს არის მოკლევადინი სესხები, რომლებიც ემსახურება ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებელის შენარჩუნებას, რომ ბანკმა განახორციელოს ტრანზაქციები, რომ ხელი არ შეეშალოთ გადარიცხვებში, ეს ყველგან ასეა. თუმცა საქმე ამ თანხების გაცემაზე კი არ არის, საინტერსოა, რამდენია უძრავი ნაშთი, რომელიც გროვდება ამ რეფინანსირების სესხებზე. მაგალითად, წლის დასაწყისში, ნაშთი ნული იყო და ასეც უნდა იყოს – რასაც ე. ბ ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად აძლევს, ის ბრუნდება იგივე ოდენობით. მაგრამ შემდეგ, ეს უძრავი ნაშთი დაახლოებით 200 მილიონამდე გაიზარდა – იმაზე მეტი გაასესხა, ვიდრე დაიბრუნა. შეიქმნა დამატებითი ფულადი მასა, რომელმაც მერე ტრანსფორმაცია მოახდინა სხვადასხვა ოპერაციებში, ანუ რეფინანსირების სესხების ნაზარდით შექმნილი ფული, სხვადასხვა ოპერაციებით სავალუტო ბაზარზე მოხვდა.
– ბლუმბერგის სისტემა, რამდენად გამართულად მუშაობს იგი და როგრ ერგება ქართულ რეალობას?
-ბაზარზე ბლუმბერგი ჩვეულებრივ, საინფორმაციო სისტემაა, ეს არ არის სავაჭრო სისტემა, რადგან სავაჭრო სისტემის მოხმარება ხდება, ე.წ. სავალუტო დილერების და ბროკერების საშუალებით, რომლებიც ამ სისტემით მუშაობენ. ბანკები ამ სისიტემაში ხდვდებიან და მოლაპარაკების გზით დებენ გარიგებებს.
ეს სისტემა აბსოლუტურად დახურულია, არავითარი კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია კურსის თვალსაზრისით, არავინ იცის რა მოთხოვნა – მიწოდება იყო. ეროვნული ბანკი რა დოზით მოქმედებდა ინტერვენციების სახით. მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ დადებული გარიგებების კონტროლს არავინ ახორციელებს!
ვთქვათ, სავალუტო სესია გაწელილია მთელს დღეს, ეს აბსოლუტურად არასწორია, რადგან, როცა კონცენტრაცია მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე ხდება, მაშინ ობიექტური, სამართლიანი სავალუტო კურსი ყალიბდება, ისევე, როგორც აუქციონზე. როდესაც სესია მთელს დღეს გაწელილია, აქ გაზავებულია მოთხოვნა-მიწოდება. დღის ბოლოს კი შეიძლება ნებისმიერი ბანკი გამოვიდეს და ისეთი გარიგება დადოს, რომ გარიგების პატარა თანხით კურსი შეცვალოს. ანუ, აბსლოლუტურად არაეფექტური მექანიზმია.
1
– როგორია ე.ბ-ს პოზიცია სავალუტო კურსთან და ამ სისტემებთან მიმართებით?
-ეროვნ ბანკს აქვს ორი გამოსავალი, სავალუტო კურსთან მიმართებით:
პრველი – უმუშევრობა და სტაბილური სავალუტო კურსი, ანუ, როცა უმუშევრობა დიდია, როცა ინვესტიციები არ ხორციელდება, არ ვითარდება რეალური სექტორი, ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოუშვას დამატებითი ფული- თავისთავად, დოლარების შემოდინებას, ინვესტიციების გამო, თავსთავად, ლარში კონვერტაცია სჭირდება. ანუ, ე.ბ-მ დამატებითი ემისია უნდა განახორციელოს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ აქ უკვე ზომიერი ინფლაცია წავა და ამას ზუსტად რეგულირების მექანიზმები სჭირდება, რომელიც ცენტრალურ ბანკს ხოლოდ ნაწილობრივ აქვს.
მეორე – თუ ინვესტიციები არ შემოვიდა და უმუშევრობის დონე იგივე დარჩა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ არის სტაბილური კურსი და ე.ბ-იც ამბობს, რომ მას სტაბილური კურსი აქვს.
– რა სისტემა იყო საქართველოში, სანამ მსგავს, დახურულ სივრცეზე გადავიდოდნენ?
-თავის დროზე, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით შეიქმნა სავალუტო ბირჟა, ამ ბირჟის ერთერთი სულის ჩამდგმელები მერაბ კაკულია და ემზარ ჯგერენაია იყვნენ. ბირჟა ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე მექანიზმი, სადაც გათვალისწინებული იყო:

1. სავაჭრო სესიაზე მინიმალური თანხები, რომლის ქვევით კურსი ვერ შიცვლებოდა. მინიმალური ბრუნვა 10 მილიონი დოლარი იყო, ეს იმიტომ, რომ კურსი არ შეცვლილიყო.
დღეს 3 მილიონია, ის ერთი გარიგებით შეიძლება შეცვალო.

2. იყო მოთხოვნა – მიწოდების კონცენტრაცია გარკვეული შეზღუდვის განმავლობაში. იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე თუ როგორ ინექციებს აკეთებდა ეროვნული ბანკი.კონტროლდებოდა ტრანზაქციები. კომერციული ბანკები იხსნებოდა, მოთხოვნა – მიწოდებიდან გამომდინარე. ეს კი, ეროვნული ბანკისთვის დამხმარე იყო, შემდეგ რომ შესაბამისად ემოქმედა და მონეტარული პოლიტიკისთვის გამოეყენებინა . ეს მექანიზმი უზრუნველყოფდა სამართლიანი საბირჟო კუსრსის ჩამოყალიბებას. აპრობირებული იყო ლარის კურსის დაზღვევის მექანიზმი, ეს სავალუტო კონტრაქტების მეშვეობით კონტროლდებოდა და დღსაც რომ ეს მექანიზმი ყოფიყო, ასეთი აჟიოტაჟი და ზეწოლა ლარზე არ იქნებოდა. ნებისმიერ მოქალაქეს, კომპანიას, შეეძლებოდა დაეფიქსირებინა კურსი და ის შეუსრულდებოდა.
მექანიზმი, რომელიც მონეტარული ბაზრის განვითარებას უწყობდა ხელს, შეცვალეს.

– რატომ შეიცვალა აღნიშნული მექანიზმი? რა იყო ძირითადი გამომწვევი მიზეზი?

-მაშინ მცდეობა იყო, რომ ლარი მიბმული ყოფილიო სხვა ვალუტაზე და ის კარგავდა თავის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ვალუტა, იყო მცდელობა, შემოეღოთ ანგარიშსწორება როგორც ევროზე ისე დოლარზე, პარალელურ რეჟიმში ლართან. ეს გაანადგურებდა ლარს და მას უბრალოდ ამოიღებდნენ ხმარებიდან. ამ სტრატეგიის განვითარების მოპირისპირედ იდგა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა, საბოლოოდ კი ის მივიღეთ, რაც სახეზეა.
– ანუ, ქვეყნის ეკონომიკა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მაინც, რა არის მისი მთავარი პრობლემა და მოგვარების გზები?
– ინვესტიციების დეფიციტი. რომელიც არ შემოვა, თუ ფუნდამენტური რეფორმები არ გატარდა, ამაში კი მოვიაზრებ საინვესტიციო საქმიანობის წახალისების მექანიზმის შემოღებას, საგადასახადო კვოტების სახით. რეინვესტირებას, ახალი ტექნოლოგიების შეძენას, გამჭვირვალობის სტიმულირებას, სააქციო საზოგადოების შესახებ კანონის დახვეწას.
რაც შეეხება, საფონდო ბაზრის ინფრასტრიუქტურას, თავისთავად უნდა გადაიხედოს საფონდო ბირჟის ფინქციონირების პრინციპი, საბროკერო კომპანიების პრინციპი და ნორმატივები.შემოსაღებია საშეღავათო სისტემა, რომელის ინვესტიციებს მისცემს განვითარების საშუალებას, ეს ეხება სააქციო საზოგადოებებს. ისეთი საფინანსო ლიზინგის განვითარებას, რომელიც საინვესტიციო საქმინობად ითვლება, მაგრამ ჩვენან არ არის ეს მომენტი. თავიდან ბოლომდე გადასამუშავებელია საგადასახადო კოდექსი, რომელიც რომელიც ორ- სამმაგი ინტერპრეტაციის საშულებას.
ეს რეფორმები ექსპერტების ცალკეულმა ჯგუფმა უნდა შეაჯეროს და მერე წარედგინოს მთავრობას.
საჭიროა პროფესიონალიზმი და კრეატუიული მოქმედება, რადგან ჩვენთვის არაა მომგებიანი რომელიმე მოდელის ერთი-ერთში გადაღება. ის, ქვეყანას, მენტალობას, ბიზნეს სისტემის ხასიათს უნდა მოარგო.
– როგრია ლარის კურსის თქვენეული პროგნოზი?
-ლარის კურსის პროგნოზი ძალიან რთულია, მოკლევადიან შემთხვევაში შეიძლება რაღაც რეზერვები გამოვიყენოთ. მაგრამ, თუ არ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმები , ადრე თუ გვიან შედეგი ძალიან ცუდი იქნება.

ესაუბრა ნინო ტაბაღუა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial