„ ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზი

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე7 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯაბის ტრანსპორტის მინისტრი, ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი ესწრებოდნენ.

აზრებაიჯანის რესპუბლიკის მინისტრ, ზია მამედოვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. როგორც მან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა, პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 775 მილიონი დოლარია.
1
„საერთოდ, ნებისმიერ პროექტში ფასები თამაშობს, თავდაპირველად შემუშავებულია ხოლმე პროექტი, თუმცა გარკვეული ანალიზის შემდეგ ოფიციალური ფასი დგინდება. პროექტისთვის პირველი ტრანშის დროს გამოიყო 200 მლნ დოლარი, ხოლო მეორე ტრანშის დროს 575 მლნ დაემატა და საერთო ღირებულება 775 მლნ დოლარი გახდა. წლევანდელი წლის ბიუჯეტი არის 150-170 მილიონის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს, მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამედოვმა.
ქუმსიშვილმა კი პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, მამედოვის განცხადება დაადასტურა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი-ეს არის ოცნება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ, – აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა, ბინალი ილდირამმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
2
ქუმსიშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მივიღეთ, იყო დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე შეასრულებს, „ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შევთანხმდით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც ტრანსპორტის დარგში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ამან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი, სადაც ტვირთმა უნდა იმოძრაოს როგორც აზიიდან, ისე აღმოსავლეთიდან და ევროპიდან“- თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს დელეგაციათა ხელმძღვანელებმა სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ოქმს მოაწერეს ხელი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial