საბაჟოს თავისი მოურავი ჰყავს

სოფიკო სიჭინავა

ქვეყნის წინაშე უმწვავესად დგას ორი პრობლემა – ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ქრონიკული დეფიციტის მოსპობა და ლეგალური ბიზნესის დაცვა. ვფიქრობთ, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფოებრიობისთვის უფრო მნიშვენლოვანია და იმანენტურად მოიცავს პირველს. აპრიორი გვინდა განვაცხადოთ, რომ საბაჟოOსისტემისთვის მაის-ივნის-ივლისის მონაცემებით, საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა, რომელიც თვეში 40-41 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს, გადაულახავი რუბიკონია.

იმ აზრთან წინასწარ შევეგუება მოგვიწევს, რომ მომდევნო სამ თვეში საბაჟო გეგმა მნიშვნელოვნად გაირღვევა. ამის მიზეზი არა მარტო არაკომპეტენტურ ადმინისტრირებაშია და, ფაქტობრივად, არა მარტო კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მოშლაშია, არამედ ბიუჯეტის არასწორ შედგენასა და იმპორტის რეგულირების მექანიზმების არარსებობაში. ჩვენ ამ უკანასკნელზე შევჩერდებით:

ფაქტია, რომ საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო გეგმას საბაჟოს კუთხით, ათი ძირითადი სასაქონლო ჯგუფი შეავსებს, სხვა დანარჩენი სულ რომ “გალევდეს”. რა ჯგუფებია ეს?
ბენზინი;
დიზელი;
ფქვილი;
შაქარი;
გაზი;
მცენარეული და ცხოველური ცხიმები;
სიგარეტი;
სპირტი;
ქათმის ბარკალი;
ხორბალი;

უკვე მომწიფდა პირობები იმისთვის და აუცილებელიცაა, რომ იმპორტირების და რეალიზაციის განსაკუთრებული წესები იქნას შემოღებული. მათ შორის, ამ სახეობის საქონლის იმპორტის ქვოტირების წესები და კვოტების წინასწარი გაყიდვა. ასე მაგალითად, საქართველოში სადაც რეგისტრირებულია 400 ათასამდე მანქანა, ბენზინის თვიური მოხმარება მინიმუმ, 50 ათასი ტონაა, ეს ბაზრის მოთხოვნილებაა. აუქციონზე უნდა იქნას გატანილი შემდეგი ლოტებით – 6-5 ათასიანი ლოტი. შემდეგ 2 ათასიანი, ათასიანი და, შესაძლოა, ათი ხუთასიანი. შესაბამისად, ასე უნდა დაიყოს ფქვილი, რომლის წლიური მოხმარება 200 ათასი ტონაა, შაქარი და ა.შ. აუქციონი შედგეს კვარტალში ერთხელ, ხოლო განაცხადების განაღდება ყოველი თვის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე მოხდეს. ასეთ პირობებში, მარტო ბენზინის კუთხით, ყოველთვიურად ბიჯეტში შევა 15 000 000, დიზელიდან – 5 მლნ, სიგარეტიდან – 8 მლნ, 2 მლნ – სპირტის რეალიზაციიდან, 3 – ფქვილიდან, ზეთებიდან – 2 მლნ, გაზი – 2-3 მლნ. ხორბლიდან – 2 მლნ. ანუ ამ ათი დასახელების საქონლიდან შესრულდება მთელი საბაჟო გეგმა, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენი ასი დასახელების საქონელზე. ამ სქემის მიხედვით, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში უვიც და კორუმპირებულ ლეგიონთან ერთად, ჩაერთვებიან თვით მსხვილი იმპორტიორები. ამასთან, უნდა შევიდეს სისხლის სამართლის და ადინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები, სადაც ქვოტების გარეშე იმპორტირება უმკაცრესად დაისჯება. ვთქვათ, ათ წლამდე ციხით ტრანსპორტის და საქონლის ჩამორთმევით. ამასთან, ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული ფორმაა სტრატეგიულ საქონელზე. მაგალითად, საწავაზე ისრაელში და ინგლისში, ხოლო ჩვენს მეზობელ რუსეთში 29 აპრილიდან, მთავრობის დადგენილებით, შემოღებულია ქვოტები ქათმის ხორცის იმპორტზე და ეს ქვოტა ეხება არა მარტო იმპორტიორ, ექსპორტიორ ქვეყნებსაც. მაგალითად, მიმდინარე წელს, ნებადართულია ამერიკიდან რუსეთში სულ 744 ათსი ტონა ქათმის ხორცის იმპორტი. აქედან 553, 5 ათასი ტონა ამერიკიდან, ხოლო 140 ათასი ტონა ევროპიდან, 33 ათსი ტონა ბრაზილიიდან. თუ გავითვალისწინეთ იმ გარემოებას, რომ ყველა ამ მომწოდებელ ქვეყანას თავისი დისტრიბიუტორი გააჩნია, ისინიც ქვოტირებულები არიან. ამით რუსეთი ცდილობს თავისი ხორცის წარმოება დაიცვას, ბაზარი, საქონელი დაარეგულიროს და ბიუჯეტში ლეგლურად შეიტანოს ფული. ბუნებრივია, ეს ქვოტირება ეხება სიგარეტსაც. რუსეთში, სიგარეტის მწარმოებელი ფირმა, მსოფლიო ლიდერი, “ფილიპ მორისი” 73 მლრდ. ცალიდან 103 მლრდ ცალამდე წარმოების გაზარდას აპირებს. ისეთი სიგარეტების როგორიცაა “ლმ”, “მალბორო” და აშ, ექსპერტთა გათვლით, აქედან 100 მლრდ ცალი რუსეთის ბაზრისთვის შეიძლება ჭარბწარმოებად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, “ფილიპ მორისი” აპირებს პროდუქციაზე სარეალიზაციო ფასი დასწიოს და აგრესიული ბიზნეს-პოლიტიკა განახორცილეოს. ბუნებრივია, ამ ნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშიც წამოვა და კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენს ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა. აქედან გამომდინარე, სამამულო სიგარეტის წარმოების დასაცადავ აუცილებელია, ქვოტირების შემოღება, სადაც ქვოტას ადგილობრიცი წარმოებაც იყიდის, ხოლო იმპორტი შეზღუდული იქნება. ამასთან, ძალიან უნდა გამკაცრდეს ადმინისტრირება შიდა ბაზარზე რეალიზაცის სფეროშიც, გაუქმდეს ე.წ. მონიტორინგის სამსახური, ასევე ლეგიონი, ხოლო პასუხისმგებლობა და უფლებები საბაჟოსა და საგადასახადოს დაუბრუნდეს. ასევე, ყველა ამ პროდუქციის შიდა ბაზარზე რეალიზატორების ლიცენზირება უნდა მოხდეს და ბაზრობებზე, არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილას ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის რეალიზაცია აიკრძალოს. ეს ერთად-ერთი გზაა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა და ლეგალრი ბიზნესის დაცვისა, ამსათან არანაირი საჭიროება არ არსებობს გადასახადების განაკვეთების გადახედვის და, ამდენად, საქართველოს მიერ ნაკისრ არც ერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ეწინააღმდეგება.

რასაკვირველია, ზემოთ აღწერილი მიდგომა და პროექტი ახალი არ არის, მაგრამ მას კონტრაბანდის ლობისტები ყოველთვის ბლოკავდნენ, ამით მსხვილ ლეგალურ ბიზნესს და მთლიანად, სახელმწიფოს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ. ყოველივეს გათვალისწინების შემთხვევაში, არც თარხან მოურავი იქნება საბაჟოს დროებითი მოურავი და არ გახდება არშესრულებული საბაჟო გეგმის მორიგი მსხვერპლი.

სახელმწიფო ბიუჯეტში საბაჟო დეპარტამენტს, 2003 წელს, კანონით 389.1 მლნ ლარის მობილიზება ევალება. აქედან, ექვს თვეში 181 მლნ ლარის მობილიზება უნდა მოეხდინა. რეალურად კი მხოლოდ 104,7 მლნ ლარია შემოტანილი მაისის შუა რიცხვების მდგომარეობით, რაც გეგმის 27%-ია.

საბაჟოს ახალ ხელმძღვანელობას, 7 თვის განმავლობაში 73%-ის მობილიზება მოუწევს, ანუ, დაახლოებით 41 მლნ ლარისა ყოველთვიურად, რაც საბაჟოზე დღეს არსებული მდგომარეობით და ჩვეული მენეჯმენტით, თითქმის შეუძლებელია, ახალი ხელმძღვანელი ვერაფერს გახდება, თუ გარღვევა არ მოხდა. ჩვენი გათვლებით, ეს ორგანო ბიუჯეტს 80-90 მლნ-ს დააკლებს და გეგმა 300-310 მლნ ლარის ფარგლებში შესრულდება.

საბაჟოს ხელმძღვანელობის პერმანენტული ცვლილების მიუხედავად, საბაჟოზე საბიუჯეტო შესრულების საკითხი ახლაც მუდმივ პრობლემად რჩება. ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩეროთ, კონტარაბანდაზე თავისუფლად დაგელაპარაკებათ, მაგრამ პერიმეტრში გარღვეულ ქვეყანაში, არავის აქვს რეცეპტი იმისა, როგორ დავაოკოთ “კონტრაბანდის გველეშაპი”, იმპორტი სრულად როგორ აღვრიცხოთ და თანხები ბიუჯეტში მივმართოთ. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რომ საბაჟოს ახალ მოურავს ამის რეცეპტი გააჩნდეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial