აშშ-მ გადასახადები 350 მილიარდით შეამცირა

მოამზადა ლინა ეპიშევამ

2003 წლის დასაწყისში ერაყის გარშემო შექმნილმა დაძაბულობამ და გაურკვევლობამ ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტიურობის დასუსტებას. ნავთობზე ფასი თებერვალში თითქმის 40 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო აქციების კოტირებამ გასულ შემოდგომას მინიმუმს მიაღწია. დაეცა სამრეწველო და საქმიანი რწმენა. კომპანიები ასეთ ზედმეტად გაურკვეველ პირობებში რაიმე ახალი პროექტების წამოწყებისგან თავს იკავებდნენ.

პერსონალის დაქირავების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, კაპიტალური დანახარჯების გეგმებიც გადაიდო. მომხმარებლებიც და ბიზნესმენებიც არ ჩქარობდნენ მიეღოთ გადაწყვეტილები და ელოდენ ინფორმაციას სამხედრო კამპანიის ვადაზე, წარმატებაზე და ღირებულებაზე – ფაქტორებზე, რომლებიც მოახდენდნენ მნიშვნელოვან ზეგავლენას მათ გადაწყვეტილებებზე.

ომის დასაწყისმა და მისმა წარმატებულმა დამთავრებამ, განსაკუთრებით კი, ერაყის ნავთობჭაბურღირების შენარჩუნებამ, დადებითი ზეგავლენა იქონია ფინანსურ და სავაჭრო ბაზრებზე. აქციების კურსი გაიზარდა, შემოსავლიანობის სპრედი შემცირდა და ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა.

ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ინფორმაცია ეკონომიკურ აქტიურობაზე სამხედრო მოქმედებების დამთავრების შემდეგ, რათა ვიმსჯელოთ რეალური ეკონომიკის მიმდინარე ფუძემდებელ ძალაზე. მიღებული ცნობები წარმოებაზე და სამუშაო ბაზარზე იმედის მომცემი არ არის. აპრილში შემცირდა როგორც სამუშაო ადგილების, ასევე სამრეწველო წარმოების რაოდენობა.

ძლიერი ეკონომიკის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები აპირებენ შეუწყონ ხელი გლობალურ ზრდას. კარგი სიტყვებია, მაგრამ იქნებ ეს უბრალოდ მხოლოდ რიტორიკაა?

ამ თვეს ამერიკული ვალუტის ფასი ევროსთან მიმართებაში 4%-ით დაეცა, გასულ წელს კი, დოლარის ღირებულება 20%-ით შემცირდა. ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ბატონმა სნოუმ განაცხადა, რომ ის ძლიერ დოლარს უჭერდა მხარს, მაგრამ დოლარის ვარდნის წინააღმდეგი არ იყო, რადგან ეს ექსპორტის ზრდას უწყობდა ხელს. ევრომ ახალ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია და დოლართან მიმართებაში 1.1625 შეადგინა. ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ დავიწყოთ ამ ზედმეტად აქტიური პროცესის კომენტირება.

ბელგიის ფინანსთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა პირველმა დაკარგა მოთმინება და შესთავაზა ევროპის ცენტრალურ ბანკს რაც შეიძლება მალე შეემცირებინა განაკვეთები. ევრო კავშირის კომისიონერმა, პედრო სოლბესმა თავისი გულში ჩამწვდომი გამოსვლის შემდეგ თემაზე, რომელიც ძლიერ ევროს ეხებოდა, საჭიროდ ჩათვალა დაემატებინა, რომ “უკვე დროა შევჩერდეთ”. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა უკვე დაუფარავად განაცხადა, რომ იგი ძლიერი ევროთი შეწუხებულია. მოწინავე გერმანულმა ეკონომიკურმა ინსტიტუტმა, DIჭ-მ, შეაფასა ევროს ზრდის უკანასკნელი მაჩვენებელი, როგორც სპეკულაციური, მაგრამ ამით საქმეს არ ეშველა.

საუდის არაბეთში დიდი ანტიამერიკული ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დოლარმა კვლავ დაიწია. ევროსთან მიმართებაში დოლარმა ძლიერ არ იკლო, სამაგიეროდ იენთან მიმართებაში მან 115.25 შეადგინა.

სავალუტო თემის შეჯამება Mერრილ Lყნცჰ-ის ბანკის მიერ ჩატარებული ამერიკელი მენეჯერების გამოკითხვის შემდეგ მოხდა: გამოკითხვის შედეგების თანახმად, შტატების ბიზნესის კაპიტნები მიიჩნევენ, რომ ევრო გადაფასებულია, მაგრამ მისი ზრდა კვლავ გაგრძელდება. ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შეფასების აკადემიური ფაქტორების გარდა, ამ დიაგნოზს, აგრეთვე, გააჩნია გამოყენებითი მნიშვნელობა. თუ ევრო გადაფასებულია, ბაზრის ბევრი მსხვილი მონაწილე ამჯობინებს სიფრთხილის გამო არ ითამაშოს მის შემდგომ გაზრდაზე. თუ მენეჯერები ჩათვლიან, რომ ევროს ზრდას შანსები გააჩნია, ბაზრის მონაწილეები მაინც არ იჩქარებენ ითამაშონ მის შემცირებაზე. ამის შედეგად, სავალუტო ბაზარმა შესაძლოა შეამციროს თავისი ლიკვიდობა: როცა მოწინავე ინსტიტუტები სიფრთხილეს იჩენენ, ბაზარზე წვრილი სპეკულანტები ბატონობენ. მათი განწყობა კი, ძალიან სწრაფად და მოულოდნელად იცვლება. ასე რომ, ევროს კურსის ვოლატილობა შეიძლება გაიზარდოს.

თუ ბ-ნი სნოუ და მისი კოლეგები დოლარის ვარდნას მშვიდად ადევნებენ თვალყურს, თუნდაც თუ ისინი ამბობენ, რომ ეს არ ხდება მიზნობრივად, ამის შედეგი მთელ მსოფლიოში მტკივნეული აღმოჩნდა. ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებულები იყვნენ მას შემდეგ, რაც 1999 წელს ევრო დაეცა და ვარდნას აგრძელებდა. სიამაყე ძლიერი ეროვნული ვალუტით არ არის ყოველთვის რაციონალური. ამ წელს ევროს კურსის ზრდა ევროზონის ქვეყნებისთვის რთულ დროს მოხდა.

გერმანია, ევროზონის მთავარი წევრი, პრაქტიკულად, რეცესიაში აღმოჩნდა. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მეთაურმა, განს ეიჰელმა განაცხადა, რომ 2006 წლისათვის დაგეგმილი ბიუჯეტის დაბალანსება ვერ მოხერხდება კრიზისის გამო. კრიზისი კი, მართლაც შესამჩნევია. პირველ კვარტალში გერმანიის მშპ-მ 0,2%-ით იკლო, ხოლო 2002 წლის ბოლო კვარტალში დაცემამ 0,03%-ს მიაღწია. გასულ კვირას გამოქვეყნებულმა რიცხვებმა აჩვენეს, რომ გერმანიის ეკონომიკაში ვარდნა ამ წლის პირველი კვარტლის განმავლობაში აღინიშნებოდა. ეს არის მეორე თანმიმდევრული კვარტალული ვარდნა. ექსპორტის დაცემას შიდა მოთხოვნის ვარდნა მოჰყვა: ძლიერი ევროს გამო მსოფლიო ბაზრებზე გერმანული პროდუქცია ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა. იმის გამო, რომ ევრო პულ ცენტრალურ ბანკს არ სურს შეამციროს საპროცენტო განაკვეთები, გერმანული ეკონომიკის პრობლემები სულ უფრო მატულობს. მკაცრი ფულადი პოლიტიკა არ პასუხობს ეკონომიკის მოკლევადიან მოთხოვნებს.

გერმანიის ეკონომიკური პრობლემები სულ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა, რომ გერმანიის ეკონომიკას დეფლაციის რისკი ემუქრება. მსოფლიო სავალუტო ფონდმა მსოფლიო უდიდესი ქვეყნები ოთხ ჯგუფად გაყო. იაპონია, ჰონ კონგი, ტაივანი და გერმანია მიეკუთვნებიან იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებთაც დეფლაციის დიდი რისკი ემუქრებათ.

დეფლაციის პრობლემა არ არის ახალი და მისი დიდი რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ოთხი ქვეყნით. ეკონომისტებს ეს პრობლემა თვეების განმავლობაში აწუხებდათ ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა კი, თავისი შეწუხება უფრო ღიად გამოხატა.

იტალიაში მშპ-მ, აგრეთვე, იკლო (0,1%-ით). ბრიტანეთში ყურადღების ცენტრში იყო ინგლისის ბანკის ინფლაციური მოხსენება, რომლის თანახმად, უახლოეს დროში მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა და შემდგომში მისი დაცემა; მშპ გაიზრდება ამა წლის მეორე ნახევარში (უკვე რამდენჯერ გვსმენია ეს ზღაპარი), მაგრამ ამასთან ერთად მოსალოდნელია საცხოვრებელ სახლებზე ფასების ძლიერი ვარდნა. გაუგებარია, თუ რა კავშირშია ეს ორი პროგნოზი. ფინანსთა მინისტრის, Gგორდონ ბრაუნის შეფასებიდან ნათლად ჩანს, რომ დიდ ბრიტანეთს ევროს ზონაში შესვლა ჯერჯერობით არ ეჩქარება (თუ დავუჯერებთ ბი-ბი-სის და რეიტერის წყაროებს, ქვეყნის ოფიციალური პოზიცია 7 ივნისს გამოქვეყნდება).

იაპონელები იაპონიის საფონდო ბაზრის გამოცოცხლებას ცდილოდნენ. ფინანსთა მინისტრის მეთაურმა, შიოკავამ გამოხატა თავისი უკმაყოფილება აქციების ე.წ. “მოკლევადიანი გაყიდვებით”. სავარაუდოა, რომ ასეთი გაყიდვები “დროებით შეჩერდება” (რაც არაერთხელ მოხდა). იაპონიის მთავრობა აპირებს მიიღოს მასტიმულირებელი ზომები, რათა გაზარდოს აქციების კურსი. დღეისათვის იაპონიის მთავარი პრობლემა დეფლაციაა. პირველი კვარტლის შედეგებზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ მშპ არ შეიცვალა, ინდექს-დეფლატორის რეკორდული მინუსმა 3,5% შეადგინა. ეს რიცხვი, რომელიც კვარტლის განმავლობაში ფასების საშუალო დინამიკას ახასიათებს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უარყოფითი იყო.

დეფლაცია შეინიშნება მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყნის ეკონომიკაში. შტატებში მწარმოებლების ფასების ინდექსში აღინიშნებოდა დაკლების მაქსიმუმი (1,9%). საიმპორტო ფასები 2,7%-ით დაეცა (14 წლის განმავლობაში ეს ფასების დაცემის მაქსიმუმია).

დაბოლოს, ვარდნა აღინიშნებოდა, აგრეთვე, სამრეწველო ფასებშიც (0,3%-ით), მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯონ სნოუმ განაცხადა, რომ “ამერიკული ეკონომიკა დეფლაციის სტადიაში შესვლა ცხადი ხდება”. ბაზრის მონაწილეებმა კი, ყველაფერი სწორედ გაიგეს და სახელმწიფო ობლიგაციების მასიური შესყიდვა წამოიწყეს.

შტატებში აგრეთვე არასტაბილური იყო მაკროეკონომიკური მდგომარეობაც. მიუხედავად დოლარის დაცემისა, სავაჭრო ბალანსში აღინიშნებოდა დეფიციტი. დაეცა სამრეწველო წარმოება (0,5%-ით), სამრეწველო სიმძლავრეების დატვირთვა 74,4%-მდე შემცირდა.

ბაზრის განწყობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო კონგრესიდან მიღებულმა ცნობებმა. სენატმა და პალატამ მიაღწიეს შეთანხმებას გადასახადების შემცირების კანონპროექტთან მიმართებაში. საბოლოო კანონპროექტი ითვალისწინებს უახლოეს ათ წელიწადში გადასახადების 350 მილიარდი დოლარით შემცირებას, კორპორაციულ დივიდენტებზე გადასახადების განაკვეთების დროებით შემცირებას. ბუში აპირებს ამ კანონპროექტს მოაწეროს ხელი.

ამ მონაცემებმა ზეგავლენა იქონია საფონდო ბაზარზე. გასული სამი სესიის განმავლობაში ვაჭრობა ბაზარზე მთავრდებოდა დაცემით, ან სუსტი მატებით. სამშაბათს, ოც მაისს დოუ-ჯონსონის ინდექსი 185 პუნქტით დაეცა. ოთხშაბათს დინამიკა ოდნავ გაუმჯობესდა – 25 პუნქტით გაიზარდა, ხოლო ნასდაკის შემადგენელი ინდექსი, რომელშიც ტექნოლოგიური კომპანიები დომინირებენ, 1,22 პუნქტით დაეცა. ხუთშაბათს ბაზარი ზრდისთვის “მომწიფდა”. დოუსის ინდექსი 77,59 პუნქტით გაიზარდა და 8594,02, ანუ 0,91%-ს მიაღწია. ნასდაკის შემადგენელი ინდექსი 17,68 პუნქტით გაიზარდა და 1507,55 პუნქტს მიაღწია. შტანდარდ&ამპ;Pოორ 500-ის ინდექსი 8,45 პუნქტით გაიზარდა და 931,87, ანუ 0,92%-ს მიაღწია.

საინტერესოა, რომ თუ გავაანალიზებთ თითქოსდა სასიხარულო მონაცემებს შტატებიდან, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეს ინფორმაცია სიმართლისაგან შორს დგას. ვთქვათ, ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის რეგიონალურმა ინდექსმა მაისის დასაწყისში ცოტა იმატა, მაგრამ ნახევარწლიან პროგნოზზე დაყრდნობით, მოსალოდნელია დაცემა. პირიქით, მიჩიგანის უნივერსიტეტიდან მომხმარებლების რწმენის ინდექსში აღინიშნებოდა მორიგი ზრდა ამერიკელების “ოპტიმისტური მოლოდინების” გამო. ამავე დროს, მათი დღევანდელი მდგომარეობის შეფასება შემცირდა (96.4-დან 94.1-მდე), ასე რომ, თუ ეს ოპტიმისტური მოლოდინები არ გამართლდება, საერთო ინდექსიც შესაძლოა დაეცეს.

მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის ერთ-ერთ ახალ გაურკვევლობად იქცა, ატიპიური პნევმონიის ვირუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სხვა რეგიონებში გავრცელება. ამ ეპიდემიამ განსაკუთრებით მძიმედ დააზიანა ჰონ-კონგის და ჩინეთის ეკონომიკა….

SARS-ის ზეგავლენა ამერიკულ ეკონომიკაზე ჯერჯერობით მინიმალური რჩება. ავიაკომპანიებმა კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა განიცადა, ხოლო ზოგიერთი ტრანსნაციონალური კომპანია გაყიდვების მოცულობის შემცირებაზე იუწყება. ზეგავლენა სხვა დარგებზე მცირე იყო.

“მცირე ეკონომიკური ზრდა და გლობალური კონკურენციის გაძლიერება ზეგავლენას ახდენს საცალო ფასებზე”, – განაცახადა ჯეიდ ზელნიკმა, RBS Greenwich-ის მთავარმა ეკონომისტმა.

ენერგომატარებლებზე ფასი 4,6%-ით შემცირდა, ბენზინზე – 8,3%-ით, ხოლო მაზუთზე – 14,9%-ით, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი დაცემაა. ენერგომატარებლებზე ფასების დაცემა ეკონომიკური პერსპექტივის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორია. აპრილის ბოლოს ფასი ჭესტ თეხას Iნტერმედიატე-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე 26 დოლარზე ქვემოთ დაეცა, მაგრამ როცა ერაყის ნავთობის ექსპორტის აღდგენაში შენელების ნიშნები გამოჩნდა, კვლავ გაიზარდა და 30 დოლარს მიაღწია.

ხუთშაბათს მსოფლიო ნავთობის ფასები კვლავ დაეცა მას შემდეგ, რაც გაერომ მხარი დაუჭირა ერაყში სანქციების მოხსნას.

ლონდონში ივლისის ფიუჩერსები ბრენტ მარკის ინდიკატიურ სორტზე 0,24 დოლარით დაეცა და ერთ ბარელზე 25,97 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში ამერიკული “მჩატე” ნავთობი 0,18 დოლარით შემცირდა და ერთ ბარელზე 28,85 დოლარი შეადგინა.

გაეროს უშიშროების საბჭომ, აგრეთვე, მხარი დაუჭირა ერაყის ნავთობ რესურსების კონტროლის ახალ რეზოლუციას. ამ დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს და ბრიტანეთს ენიჭება სრული უფლებამოსილება ერაყის ომისშემდგომ მოწყობაში და მისი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების მართვაში.

ცვლილებები ენერგომატარებლების ფასებში ეკონომიკაზე დადებითად უნდა აისახოს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ენერგომატარებლებზე ფასების დაცემამ დადებითად უნდა იმოქმედოს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე და კორპორაციულ მოგებაზე. რა თქმა უნდა, ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზრები პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული მიწოდების დარღვევებზე მგძნობიარედ რეაგირებენ, მაგრამ მიუხედავად ამ რისკისა, ფიუჩერსული ბაზრების მონაწილეები ვარაუდობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასები დაეცემა.

რაც შეეხება რუსეთის საფონდო ბაზარს, აქ აღინიშნებოდა აქციათა კოტირების მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით. მთავარ მოვლენად იქცა პრეზიდენტ პუტინის ყოველწლიური წერილი, რომელიც გაიგზავნა ფედერალურ ყრილობაზე. მთლიანობაში, წერილმა გაამართლა ბევრი ექსპერტის ვარაუდი, ამიტომ ამას არ მოჰყვა ბაზრის აქტიური რეაქცია. წერილში ნახსენებმა მშპ-ის ზრდის ამბიციურმა მიზანმა, რა თქმა უნდა, ბაზრის ბევრი მონაწილე გაახარა, მაგრამ მისი რეალობა საეჭვოა, რადგან ამისთვის საჭიროა საშუალო წლიური ზრდის 7%-ის მიღწევა, რაც ნაკლებად შესაძლებელია. მსმენელებს მოეწონათ საერთო კურსი, რომელიც მიმართული იყო მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და ეროვნული ეკონომიკის შექმნაზე, მაგრამ მათი სიხარული აქციათა კოტირების მნიშვნელოვან ზრდაში არ გადაიზარდა. როგორც ყოველთვის, ბაზრის მონაწილეები ხელმძღვანელობენ სტანდარტული წესით: “იყიდე ხმები, გაყიდე ფაქტები”. სხვა მონაცემებს შორის აღსანიშნავია რუსეთის სამრეწველო წარმოების მკვეთრი ზრდა.

ბაზრის ლიდერი იყო AI “AYN რუსეთის” აქციები, რომელმაც ზრდა გააგრძელა მისი კურსი 3%-ით გაიზარდა. შესამჩნევად გაიზარდა, აგრეთვე, იუკოსის აქციები. მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზომიერმა დაცემამ რუსეთის ბაზარზე დიდად არ იმოქმედა. ფასების ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად ამერიკული კორპორაციის “კონოკო ფილიპსის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენას მიიჩნევენ.

მომავალ კვირას მსოფლიო ბაზარზე მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მაკროეკონომიკური მონაცემები. ასე რომ, ბაზრები მოძრაობას ჭორებზე და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით გააგრძელებენ. ფონდებისა და ოქროს ფასებში გაგრძელდება ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება საფონდო ბაზარს, ყურადღების ცენტრში კვლავ ვალუტა დარჩება. შეიმჩნევა მცირე კორექცია ამერიკული დოლარის კურსში, მაგრამ გლობალური მასშტაბით, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ დოლარის კურსის ვარდნის მკაფიო ტენდენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები ამ წელს ზრდას პროგნოზირებენ, ბევრი მათგანი შეწუხებულია იმით, რომ ეკონომიკური დასუსტების დაძლევა არც ისეთი იოლი აღმოჩნდება.