4 მლნ 150 ათასი დოლარის ინვესტიცია ქვემო ქართლში „დებედა ჰესი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ახლადაშენებული ჰიდროელექტროსადგური „დებედა“ დაათვალიერეს. „დებედაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება 14 მლნ კილოვატსაათი. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდროლეამ“ 4,15 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ჰესის მშენებლობა 2015 წელის აპრილში დაიწყო და 2015 წელს დეკემბერში დასრულდა.

„დებედას“ ჰიდროელექტროსადგური რამოდენიმე ძირითადი კვანძისგან შედგება, მათ შორის: წყალმიმღები, სადაწნეო აუზი, 1650 მეტრიანი სადაწნეო მილსადენი, 35 კვ-იანი დახურული განამაწილებელი ქვესადგური და წყალგამყვანი არხი. მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 90 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ქვემო–ქართლის რეგიონიდან. ექსპლუატაციის პერიოდში ჰიდროელქტროსადგურში მუდმივად 12 თანამშრომელია დასაქმებული.
დღეისათვის, კომპანია „ჰიდროლეამ“ უკვე დაასრულა ახმეტის მუნიციპალიტეტში „ახმეტაჰესის“ და თელავის მუნიციპალიტეტში „ფშაველაჰესის“ მშენებლობები.

„ახმეტაჰესის“ მშენებლობა 2013 წელის ივლისში დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმებული იყო 250 ადამიანი, მათ შორის 150 ადგილობრივი მოსახლე. ამჟამად, სადგურის პერსონალი 8 მუდმივ და 12 დროებით დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს. „ახმეტაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 9,4 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 50 მილიონი კილოვატსაათი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9,8 მლნ აშშ დოლარია. “ფშაველაჰესის“ მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 1,95 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 10,5 მლნ. კილოვატსაათი, 2014 წლის ივნისში დაიწყო და 2015 წლის მარტში დასრულდა. პროექტის სრული ღირებულება 2,35 მილიონი აშშ დოლარია. სამივე ელექტროსადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ინფორმაციის გადაცემისა და მართვის სისტემა SCADA, რომელიც შესაძლებელს ხდის ყველა ოპერაცია იწარმოოს ავტომატიზირებისა და კომპიუტერული მართვის რეჟიმში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial