თბილისის ინდუსტრიული ზონის პროექტი ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოპერატორი ზონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სიახლეებზე ისევ ვერ საუბრობს. როგორც ისრაელური „ტერა-1″-ის წარმომადგენელი ”კომერსანტთან” აცხადებს, ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ არის, ამიტომ გაურკვეველი ვითარებაა. ბადრი პაიჭაძის თქმით, ისრაელური ჯგუფი პროექტით დაინტერესებულია, ინდუსტრიულ ზონაში ინვესტირება დაწყებული იყო და შემდეგ პროცესი დროებით შეჩერდა.

ისრაელურ ”ტერა 1”-ს თბილისის ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე უნდა დაეწყო, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები დაწყებული არ არის. თავის დროზე ინვესტორს და მთავრობას შორის ტექნიკურ დეტალებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.