ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა

ვიცე-პრემიერი/ენერგტიკის მინისტრი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართევლი სუხლან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი Yesim Elhan-Kayalar, ქვესადგურის „ქსანი 500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

„დღეს კიდევ ერთი დიდი დღეა საქართველოს ენერგეტიკის დიდ გზაზე!ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულ უფლებიანი წევრობისკენ, ენეგოდამოუკიდებლობისკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი ეს ხომ საწინდარია საქართველოს კეთილდღეობის, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის და მაჩვენებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა, ძლიერია და მნიშვნელოვანი! ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე. სწორედ, „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“-ს ფარგლებში განხორციელდა ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაციის 10 მილიონ ევროიანი პროექტი.”- განაცხადა კახა კალაძემ.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“-ს ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ“ სრული რეაბილიტაციის პროექტი დაასრულა.

პროექტი “აზიის განვითარების ბანკის” (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ Siemens Austria განახორციელა.
პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა:

· აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება;

· საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა;

· ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა;

· მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა.

· პროექტის განხორციელებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა;

ქვესადგური „ქსანი“ აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიების მქონე მართვისა და დაცვის სისტემებით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვესადგურში მიმდინარე პროცესების ცენტრალური სადისპეტჩეროდან მართვა. ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების მოდერნიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გადამცემი ქსელის იმედიანობა და ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა დაზიანებული კერის აღმოფხვრა მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial