როგორ იქცა საქორწილო სამზადისი ბიზნეს იდეად

დაახლოებით 2 თვის წინ თბილისში კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა, თუმცა პატარძალმა მხოლოდ ოჯახის შექმნა არ იკმარა და საქორწინო სამზადისში ბიზნეს იდეაც დაებადა, რომელიც უკვე რეალობად აქცია.
მომავალ პატარძლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ახალი კომპანიის „მილანესას“ მომსახურებით, რომლის მიზანიცაა მანდილოსნებისათვის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დღე, კიდევ უფრო ლამაზი და დაუვიწყარი გახადოს. „მილანესა“ ქორწილების გარდა სხვადასხვა წვეულების (დაბადების დღე, კორპორატიული წვეულება და ა.შ.) გაფორმებას და ორგანიზებასაც სთავაზობს მომხმარებელს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, თათია დონაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანიის შექმნის იდეა მისი ქორწილის გაფორმებისას დაიბადა, საკუთარი ქორწილის გაფორმებაში კი თათიას დედა ეხმარებოდა: „ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მე და დედას მსგავსი საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. დედა დიზაინერია და მეც გამომყვა მისგან ნიჭი. ჩემი ქორწილი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ჩვენ თავზე ავიღეთ და თითოეულ დეტალზე ვიზრუნეთ. ეს იყო საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესი. გზადაგზა ბევრი ახალი იდეა გვებადებოდა, რომელსაც ერთი ქორწილი ფიზიკურად ვერ დაიტევდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საქმე გავაგრძელოთ და ეს იდეებიც განვახორციელოთ უკვე სხვის ქორწილში“.

5

1

როგორც თათია გვპირდება კომპანია მაქსიმალურად იქნება მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული და ნებისმიერი სირთულის გაფორმებას ხელმისაწვდომ ფასად შემოგვთავაზებს. ფასი დამოკიდებული იქნება წვეულების მასშტაბურობაზე, სეზონზე, ყვავილებზე (ხელოვნურს მიანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას თუ ცოცხალს) და ბევრ სხვა ფაქტორზე, თუმცა ხარისხი და წვეულების სილამაზე ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული იქნება. „ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის ხელოვნურ ყვავილებს ვიყენებთ, რომელიც სილამაზით არ ჩამოუვარდება ცოცხალ ყვავილს, სამაგიეროდ ფინანსების დაზოგვის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. თუმცა ვფიქრობ, ქორწილში გაფორმებაზე ფინანსები არ უნდა დაზოგო, რადგან გაფორმების დროს თითოეული დეტალი ქმნის ერთიან სახეს და ჯამში ულამაზეს ქორწილს, რომელიც როგორც თქვენ, ასევე სტუმრებსაც ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ“ – დასძენს თათია დონაძე.

16176341_10155032784203856_930679636_n

4

2