უცხოელი ექსპერტები ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ სიტუაციას შეისწავლიან

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თბილისში, სასტუმრო ”რედისონში” ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მეტად მწვავე საკითხია. ”ამ საკითხის გადაჭრაში დახმარება და გამოცდილების გაზიარება ჰოლანდიის მთავრობას ვთხოვეთ.

ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების მხარდაჭერა, რათა საკითხი მათაც შეისწავლონ და დამოუკიდებელი დასკვნა მოამზადონ. მათ სათანადო დოკუმენტაცია უკვე მიწოდებული აქვთ. ისინი საქართველოს აპრილის დასაწყისისთვის ესტუმრებიან და სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან. ეს გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება”, – აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.