ახალი ეკონომიკური მოდელი მხედველობაში იღებს ფაქტს, რომ ჩვენ ირაციონალურები ვართ

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა, თსუ-ს დოქტორანტი, Bloomberg Lab TSU

ეკონომიკური მოდელების უმეტესობას აკრიტიკებენ იმ ნაწილის გამო, რომელიც ეხება აბსოლუტურ რაციონალურ აგენტებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ახალი კვლევა (A Behavioral New Keynesian Model) გვთავაზობს დასკვნებს მაკროეკონომიკის მოდელისა და იმ წესების შესახებ, რომლის გავლენითაც შიდა მეურნეობები და ბიზნესები იღებენ გადაწყვეტილებებს.

კვლევა ეხება იმას, თუ როგორ აზიანებს შეზღუდული რაციონალურობა მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას.

დიდი შანსია რომ კვლევის წაკითხვის შემდეგ, დასკვნები ახირებულად, ან სულაც სასაცილოდ მოგეჩვენოთ. რა თქმა უნდა, დასკვნების გამარტივება საჭიროა, იმისათვის რომ მოდელებმა იმუშაონ, მაგრამ „აბსოლუტური რაციონალურობა“, ზემოთ მითითებული კვლევის მიხედვით, რაღაცით შორს გადახტომას ჰგავს – ბიჰეივიორული ეკონომიკის კვლევები აჩვენებს, თუ რამდენად ხშირად მარცხდებიან ადამიანები რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების გზაზე.

არსებობს თუ არა გზა იმისათვის, რომ ბიჰეივიორული ეკონომიკის იდეების ინტეგრირება მოვახდინოთ მტკიცებებთან, რომელიც აყალიბებს მაკროეკონომიკის მოდელს? დიახ, არსებობს! ახალი კვლევა ზუსტად ამას აკეთებს.

Screen Shot 2017-01-22 at 3.07.38 AM

ნაშრომი, რომელიც 2016 წლის დეკემბერში განახლდა, ეკონომისტი Xavier Gabaix-ის მიერ ახდენს ბიჰეივიორული ეკონომიკის აღმოჩენების ინტეგრირებას ახალი კეინსიანური მაკროეკონომიკის მოდელთან – რომელიც შეიცავს მიკროეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ბაზრებს, რომლებიც არ არიან აბსოლუტურად კონკურენტული. ეს არის მოდელი, რომელსაც ხშირად იყენებენ ცენტრალური ბანკები. სპეციალური იდეები, რომელსაც Gabaix უმატებს მოდელს, მდგომარეობს „შეზღუდულ რაციონალურობაში“, როდესაც ადამიანის შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება შეზღუდულია კოგნიტური ლიმიტებით. ამას მივყავართ პიროვნებამდე, რომელიც იმას კი არ ცდილობს მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება, არამედ პოულობს გადაწყვეტილებას, რომელიც არის დამაკმაყოფილებელი.

ამ კოგნიტური ლიმიტების ნაწილია ის, რომ ადამიანები ან ბიზნესები უმეტესად მიოპიური არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო მეტად აწმყოზე ღელავენ ვიდრე მომავალზე. ეს წინააღმდეგობაში მოდის აბსოლუტურად რაციონალური აგენტების ქცევასთან, რომელთაც ზუსტად იციან რა გავლენას მოახდენს მომავალში განვითარებული მოვლენები მათ მდგომარეობაზე.

რას ნიშნავს შეზღუდული რაციონალურობის ჩართვა მაკროეკონომიკურ მოდელში? Gabaix-ის მოდელს ძალიან ბევრ საინტერესო შედეგამდე მივყავართ.

მოდელი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მწირად ესმით აგენტებს მომავალი პოლიტიკა და მისი გავლენა. მიოპია, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საერთო წონასწორობაზე. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება რამდენიმე შედეგი. მოდელი ასევე უშვებს ოპტიმალური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ერთიან ანალიზს.

ახალი მოდელის განხილვისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ რამდენიმე ინსტრუმენტი რომელსაც ცენტრალური ბანკები ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვისას. პირველ რიგში ეს ეხება იდეას კომუნიკაციის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მოიცავს პროცესს, რომელიც ფინანსურ სამყაროში „Forward Guidance“ სახელითაა ცნობილი. ეს ნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები საჯაროდ აცნობენ საზოგადოებას კონკრეტულად მათ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას, ეკონომიკურ პროგნოზებს და ასევე დაგეგმილი მონეტარული პოლიტიკის მომავალ კურსს. მეორე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ნომინალური მშპ-ს ტარგეითინგი (NGDP), რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2007-08 წლების კრიზისის შემდეგ. მაგრამ Gabiax-ის მოდელის მიხედვით, რეალურ სამყაროში ბიზნესები და პიროვნებები ასე არ ღელავენ მომავალზე, რადგან ისინი არიან მიოპათიურები, შესაბამისად, პოლიტიკის ამ ინსტრუმენტებს არ შეიძლება ჰქონდეთ ისეთი ეფექტი, როგორიც ექნებოდა აბსოლუტურად რაციონალური აგენტების სამყაროში. Gabiax-ის მოდელი ხსნის პაზლს, რომელიც სხვა ეკონომისტებმა მონიშნეს – Forward Guidance არ არის ისე ეფექტიანი როგორც ამაში ეკონომიკური თეორიის სხვა მოდელები გვარწმუნებენ და რომ ნომინალური მშპ-ს თარგეითინგი არ არის ოპტიმალური გადაწყვეტა მონეტარული პოლიტიკის დადგმისთვის. ამასთანავე, Gabiax-ის მოდელი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცვლის სხვადასხვა ეკონომიკური მოდელის უკან მდგარი ვარაუდების ცვლილება, ჩვენ გაგებას იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო გზა განვითარებისთვის. A Behavioral New Keynesian Model-ის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პოლიტიკის ეს ორი ინსტრუმენტი (NGDP და Forward Guidance) – არ არიან ოპტიმალური ან ისეთი ძლიერი ინსტრუმენტები, როგორც სხვა მოდელები ამაში გვარწმუნებენ, ისინი მაინც შეიძლება იყვნენ საკმარისად ეფექტიანი.

წყარო: www.weforum.org

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial