ბითქოინების პოპულარობა პიკს აღწევს

თანამედროვე ეკონომიკაში, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევით და გაურკვევლობით ხასიათდება, ინვესტორებისთვის ხშირად თავისტკივილი ხდება იმის გადაწყვეტა, თუ რომელ ვალუტაში განახორციელონ ინვესტიციები და შეინახონ დანაზოგი. სულ უფრო პოპულარული ხდება ციფრული ვალუტა – ბითქოინი, რომლის მთავარი მიმზიდველობა ტრანზაქციების სისწრაფე და ანონიმურობის დაცვის გარანტიაა. მაგრამ მისი ეს ღირსებები ასევე იქცევს კანონმდებელთა ყურადღებას. რამდენად მიმზიდველი და უსაფრთხოა ბითქოინი – ეს კითხვა აქტუალურია დღეს სპეკულანტებს, მოვაჭრეებს, გადამზღვევებს, მომხმარებლებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარეგულირებელ ორგანოებსა და მთავრობებისთვის, რომელთათვისაც ის უპირატესობები, რაც ვირტუალურ ვალუტას მომხმარებლისთვის გააჩნია, უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეიძლება იქცეს.

ხშირია კამათი და მსჯელობა ვირტუალური ვალუტის საიმედოობასთან დაკავშირებით. ბევრი მსხვილი ინვესტორი, მაგალითად უორენ ბაფეტი არ ურჩევს მომხმარებელს ბითქოინზე დიდი ფსონის გაკეთებას. მაგრამ დღეისათვის რეალობა შემდეგია – ბითქოინების პოპულარობა სულ უფრო იზრდება, ისევე როგორც მისი კურსი. ამჟამად კრიპტოვალუტის კურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და მყარად აგრძელებს ზრდას.

ქვემოთ მოცემულია ბითქოინების კურსის გრაფიკული ანალიზი Bloomberg-ის ტერმინალების მიხედვით.

გრაფიკებიდან კარგად ჩანს, რომ თუ 2013 წლის 14 ოქტომბერს 1 ბითქოინის ფასი 84 ევროს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 2063 ევროა.

ევრო-ბითქოინის კურსი (2013-2017 წლები)
1

ევრო-ბითქოინის კურსი ბოლი ერთი წლის განმავლობაში
2

ევრო-ბითქოინის კურსი ბოლი ერთი თვის განმავლობაში
3

რაც შეეხება მის კურსს დოლართან მიმართებაში – 1 ბითქოინის საშუალო ფასი 2010 წლიდან მოყოლებული 301 აშშ დოლარს შეადგენს, დღეს კი (2017 წლის 24 მაისი) 1 ბითქოინის სანაცვლოდ 2320 აშშ დოლარი შეგიძლიათ მიიღოთ. 

აშშ დოლარი-ბითქოინის კურსი (2010-2017 წლები)
4

აშშ დოლარი-ბითქოინის კურსი ბოლი ერთი წლის განმავლობაში
5

აშშ დოლარი-ბითქოინის კურსი ბოლი ერთი თვის განმავლობაში
6

დაწვრილებით ბითქოინების შესახებ იხილეთ სტატიები:
ვირტუალური ვალუტის მომავალი მსოფლიოსა და საქართველოში
ვირტუალური ვალუტა ნდობას კარგავს

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა, Bloomberg Financial Markets Lab TSU
წყარო: Bloomberg Financial Markets Lab TSU

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial