რუსული ბიზნესი დასავლურთან ერთიანდება?

მარი წიკლაური

საქართველოს ეკონომიკისათვის, მით უმეტეს, პოლიტიკისათვის რუსეთ-აშშ-ის ბიზნეს-ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა, რომლის განხილვასაც ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გახსენებით და ამ კუთხით ახლო მომავალში მოსალოდნელი სიახლეებით დავიწყებთ.

რუსეთის ფირმა “ლუკოლმა” მანჰეტენზე პირველი ბენზინგასამართი სადგური გახსნა. მისი აქციები რუსეთის ბიზნესის ისტორიაში პირველად ნიუ იორკის ბირჟის “ლისტინგში” შედის და კოტირებას იწყებს. აშკარაა ამერიკის ინტერესი რუსეთის ბაზრის მიმართ, რომელსაც რუსეთი მას სიამოვნებით უთმობს.

დღითიდღე მატულობს ასევე დასავლეთის წამყვანი კომპანიების ინტერესი რუსული ნავთობკომპანიების მიმართ.THK-სა და “იუკოს-სიბნეფტთან” დაკავშირებული მოვლენები ამის თვალნათელი მაგალითია.

უცხოური კომპანიებისათვის რუსულ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების შექმნა კაპიტალიზაციის გაზრდის გარდა დამატებითი გადამამუშავებელი სიმძლავრეების შეძენის პერსპექტივებითა და პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრებით არის მიმზიდველი. რუსულ მხარეს, პირველ რიგში, ფინანსები და საკრედიტო განაკვეთის შემცირება აინტერესებს. კერძოდ, იმ კომპანიებს, რომლებიც დასავლურ მენავთობეებთან თანამშრომლობენ, კრედიტები ორჯერ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე წმინდა რუსულებს. რაც შეეხება მომხმარებელს, მას, პირველ რიგში, ორი ძირითადი საკითხი აინტერესებს – სტაბილური ფასები და ხარისხიანი საწვავი. გაამართლებს თუ არა დასავლური და აღმოსავლური კომპანიების თანამშრომლობა მხარეების და ექსპერტების მოლოდინს, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს, მანამ კი, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება.

ამერიკულმა კორპორაციებმა, Exxon Mobil-მა და Chevron Texaco-მ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის “იუკოს-სიბეფტის” აქცების 25%-სათვის ბრძოლა დაიწყეს. Wall Street Journal-ის მონაცემებით, კონკურენტებმა უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინონ განაცხადები ამ კომპანიის შეძენის სურვილის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგება, იგი რუსეთში უმსხვილესი უცხოური ინვესტიციის მაგალითი გახდება, რომელიც უკან ჩამოიტოვებს BP-სა და THK-ს შორის ამ კომპანიების გაერთიანების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას.

“იუკოს-სიბეფტის” აქცების 25%-იანი პაკეტი Wall Street Journal-ის ექსპერტების შეფასებით, 11 მლრდ დოლარი ღირს. თუმცა საინვესტიციო კომპანია “მეტროპოლის” ანალიტიკოსმა ევგენი საცკოვმა განაცხადა, რომ გაერთიანებული კომპანიის აქციების 25%-ის რეალური ფასი უფრო მეტი უნდა იყოს. “იუკოსის” და “სიბნეფტის” საერთო კაპიტალიზაცია 42 მლრდ დოლარად არის შეფასებული. აქედან გამომდინარე, “11 მლრდ დოლარი – ეს არის მინიმალური ფასი გაერთიანებული კომპანიის აქციების 25%-იანი პაკეტისათვის. თუმცა პოტენციური ინვესტორი უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთის ნავთობის ბიზნესში და შესაბამისად, მიმდინარე ფასს არსებითი პრემია დაუმატოს”, – განუცხადა ევგენი საცკოვმა ჟურნალისტებს. არსებობს სხვა მოსაზრებაც. მაგალითად, კომპანია “ფინანს-ანალიტიკის” ანალიტიკოსი, მარინა ისახანიანი პირიქით აცხადებს, რომ 11 მლრდ დოლარი “იუკოს-სიბეფტისათვის” სავსებით ნორმალური ფასია. “სხვა საქმეა, რომ ნებისმიერი დასავლური კომპანიისთვის ირაციონალურია ამ კომპანიის აქციებში ფულის ჩადება მანამ, სანამ “იუკოსი” და “სიბეფტი” საბოლოოდ არ გაერთიანდებიან. ამის შემდეგაც, სულ მცირე, ერთი წელი იქნება საჭირო იმისათვის, რომ გაირკვეს, რამდენად ეფექტურად მუშაობს ახალი საწარმო და შეფასდეს მასში ინვესტიციების ჩადების რისკი “, – ამბობს მარინა ისახანიანი.

“იუკოს-სიბნეფტის” მონორიტარული პაკეტის მფლობელი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, ხოლო შეთანხმებას British Petrolium-სა და რუსეთის მეორე ნავთობკომპანია THKE-ს (ტიუმენის ნავთობკომპანია) შორის ხელი უკვე ივნისში მოეწერა. აგვისტოს ბოლოს კომპანიებმა ერთობლივი ჰოლდინგის (OIE-AP) მუშაობის დაწყების შესახებ გააკეთეს განცხადება.

ამ გარიგების შედეგაც THK-მ, “ალფა გრუპმა” და ჯგუფმა Access/Revona-მ (AAR) OIE AP-ს აქცითა 50% და 2 მლრდ აშშ დოლარი მიიღეს იმ აქტივებისათვის, რომლებიც მათ გაერთიანებულ კომპანიაში შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ OIE-A?-ს აქტივების სამართავად მოსკოვში შეიქმნა კომპანია OIE-A? Mანაგემენტ. დღემდე უცნობია, თუ სად არის რეგისტრირებული ეს კომპანია, რომელშიც OIE-A?-ს აქტივებია “თავმოყრილი”. არსებული ინფორმაციით, კომპანიას არ გააჩნია “მოგების ერთიანი ცენტრი”. ერთ-ერთ ცენტრად, სავარაუდოდ, ბირტანეთის კუნძულებზე რეგისტრირებული TNK Industrial დარჩება, რომელსაც OIE-ს ქონების უმეტესი ნაწილი ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გარიგების პირობები ბოლო შვიდი თვის მანძილზე არ შეცვლილა, მასში ბოლო დროს შეტანილი კორექტივები ძალზე მნიშვნელოვანი იყო. როგორც უკვე აღინიშნა, საწყის ეტაპზე -BP-ში არ შევა BP-ს აქტივები პროექტებში “სახალინ 4” და “სახალინ 5” (კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ეს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოხდება). ნავთობკომპანია “სლავნეფტის” აქტივები, რომლებიც AAღ-ს ეკუთვნის, OIE-A-ს მხოლოდ მაშინ შეუერთდება, როდესაც ეს კომპანია მფლობელთა შორის იქნება განაწილებული. AAR ამ ქონებისათვის კიდევ 1, 35 მლრდ აშშ დოლარს მიიღებს.

OIE-A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერმან ჰანმა განაცხადა, რომ “სლავნეფტის” აქტივების განაწილებით “სიბნეფტია” დაკავებული, ხოლო გადამუშავებას და აქციონერებს შორის გასაღებას OIE აწარმოებს. ჰანის განცხადებით, “სლავნეფტის” დანაწილება ჯერ არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, ამ შეთანხმებების ლეგალიზაციას, მათ იურიდიულ გაფორმებას კი, სავარაუდოდ, ორ წლამდე დასჭირდება. მანამდე კი, “სლავნეფტი” იმუშავებს როგორც ერთიანი კომპანია თავისი მენეჯმენტითა და სტრუქტურული ქვეგანყოფილებებით.

ჰანმა უარი განაცხადა იმის ახსნაზე, თუ როგორ გაანაწილა “სიბნეფტმა” “სლავნეფტის” საბადოები, ოფიციალურ კომენტარებს არც თვითონ “სიბნეფტში” იძლევიან. სავარაუდოდ, ისინი ოთხ ჯგუფად დაიყო – დიდი საბადოები, პატარები, რომლებიც ათვისების საწყის საფეხურებზე იმყოფებიან და საბადოები, რომელთა ათვისება უკვე მიმდინარეობს. ამ ჯგუფებისგან შეიქმნა საბადოების ორი ჯგუფი, რომლებსაც ერთნაირი ფასი აქვთ. AAღ-ს შეუძლია ამ ჯგუფებიდან ნებისმიერი ამოირჩიოს, მეორე კი, “სიბნეფტის” საკუთრებაში გადავა და გათვალისწინებული იქნება ნავთობკომპანია “იუკოსსიბნეფტის” შექმნის დროს.

უახლოესი ასი დღის განმავლობაში OIE-A თავისი სტრატეგიული გეგმების შესახებ გააკეთებს განცხადებას. რობერტ დადლიმ მათ “აგრესიული” უწოდა და აღნიშნა, რომ ამ დროს შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილებები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აქტივების შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ OIE-A-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა წინადადებებს შესთავაზებს OIE-ს და მისი ქვეგანყოფილებების მონორიტარულ აქციონერებს (ოთხი წლის მანძილზე A? და AAღ პარიტეტულ საწყისებზე აპირებენ OIE-A-ს მართვას და მონორიტარიებს კომპანიის საქმიანობაში არ ჩაახედებენ). ვინაიდან OIE-ს მოგების ცენტრი მისი შვილობილი ქვეგანყოფილებებისგან საკმაოდ შორს არის, მათ მონორიტარიებს ისღა დარჩენიათ, იმედი ჰქონდეთ, რომ OIE-A-ს ბრიტანული მენეჯმენტი მათ შორის წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ამგვარად, პროექტების მიხედვით, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა – დასავლური ნავთობგიგანტები თავისი საწარმოო რეზერვების გაზრდის იმედებს რუსეთზე ამყარებენ.

“რუსეთი განვითარებადი სამყაროსთვის ტიპიური გზით იწყებს განვითარებას. აქ საკმაოდ ბევრი ადგილია კორპორატიული გარიგებებისათვის”, – განაცხადა ჩჰევრონ თეხაცო-ს მთავარმა მმართველმა და კომპანიის დირეკტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დევიდ ო”რეილიმ, რომლის კომპანიამ ადრეც არაერთხელ განაცხადა რუსეთის ეკონომიკაში შესაძლო ინვესტიციების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტები ეჭვობენ, რომ Exxon Mobil-ი რუსული ნავთობომპანიის აქციების მხოლოდ 25%-ით დაკმაყოფილდება. ამ კომპანიას სიტუაციაზე კონტროლი უყვარს, ამისთვის კი, 25% საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ Chevron-ს გაფართოებული ოფციონების გამოყენების საშუალება აქვს, რომლებიც “იუკოს-სიბნეფტის” აქციების 25%-ს უზრუნველყოფენ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Chevron-ს არ შეუძლია “იუკოს-სიბნეფტის” აქციებში უფრო მეტი გადაიხადოს, ვიდრე BP THK-ს რეზერვებში გადაიხადა. გარდა ამისა, როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, “იუკოსის” პრეზიდენტმა, ვ. ხოდორკოვსკიმ პუტინის ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირა მხარი. ინვესტიციების ჩადება კომპანიაში, რომლის ხელმძღვანელობასაც დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთის მთავრობასთან ჩჰევრონ თეხაცო-სთვის არც ისე სახარბიელო უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ინვესტიციები, რომლებიც ჩჰევრონ-მა ყაზახეთში განახორციელა და მისი თანამშრომლობა “ლუკოილთან” მოწმობენ, იმას რომ, “კომპანია მზად არის ასეთ რისკზე წავიდეს”, – განაცხადა თემპლეტონ Aსსეტ Mანაგემენტ-ის ორი ფონდის პრეზიდენტმა, მარკ მობიუსმა, რომლის კომპანიაც რუსეთში და სხვა ახალ ბაზრებში უამრავ ინვესტიციას ახორციელებს. მისი აზრით, დასავლურ ინვესტორებს სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან “იუკოსის” შემთხვევაში ისინი თავიანთ ფინანსების ისეთი ადამიანების ფინანსების უკავშირებენ, რომლებსაც თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს.

ფონდი თემპლეტონ ღუსსიან ანდ Eastern European Fund, რომელსაც მობიუსი ხელმძღვანელობს, ნავთობის და გაზის მწარმოებლების, მათ შორის “იუკოსის” და “ლუკოილის” აქციათა 17%-ს ფლობს. რაც შეეხება დასავლური კომპანიების სურვილს, ახორციელონ რუსულ კომპანიებზე კონტროლი, მობიუსს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ ეს პრეროგატივა ისევ რუსებს დარჩებათ, ვინაიდან ისინი უკეთესად არიან შეგუებული რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

თუმცა კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული საფრთხის უგულუბელყოფა არ შეიძლება, ვინაიდან ინვესტორები მზად უნდა იყვნენ დიდი რისკისათვის, რომელიც დამახასიეთებელია იმ ადგილებისათვის, სადაც დარჩა რესურსები, რომლების ხელში ჩაგდება შეიძლება, – განაცხადა J.P. Morgan Securities Inc.- ის ანალიტიკოსმა, დევიდ ვილერმა.

თვითონ რუსეთი კი, საბჭოთა კავშირის მსხვრევის მეთორმეტე წლისთვის წარმატებულად განაგრძობს პოსტსაბჭოური სივრცის ეკონომიკაზე კონტროლის დამყარებას. რუსეთის მსხვილი ბიზნესი დღითიდღე სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს თანამეგობრობის ქვეყნებში. ამ პროცესმა კულმინაციას 2003 წლის ნახევრისთვის მიაღწია, როდესაც რუსულმა კომპანიება მოახერხეს დაედოთ არა მხოლოდ რამდენიმე მსხვილი გარიგება, არამედ მეზობელი სახელმწიფოების ინფრასტრუქტურულ დარგებზე კონტროლი ხელში ჩაეგდოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საუბარია არა მარტო ეკონომიკურ ექსპანსიაზე, არამედ პოლიტიკურ გავლენაზეც. სავარაუდოდ, სწორედ იგი უნდა განვიხილოთ, როგორც მთავარი ძალა, რომელიც რუსულ ბიზნესს დსთ-ში აქტივების ყიდვას აიძულებს. როგორც ჩანს, რუსეთი ამგვარად ცდილობს მისთვის აქტუალური პოლიტიკური პრობლემის – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე კონტროლის დაბრუნების მოგვარებას.
საქართველო ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია, რომლის ათვისებასაც რუსული კომპანიები გამალებით ცდილობენ. გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი უკვე აკონტროლებს, ან ახლო მომავალში გააკონტროლებს ყველა ძირითად დარგს, რომლებიც საქართველოს სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფენ – გაზმომარაგება, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები.
ივლისის ბოლოს “გაზპრომის” ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, დავით მირცხულავამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 25 წლის ვადით სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ამგვარად, “გაზპრომმა” საქართველოს ხელისუფლებისაგან გულუხვი საჩუქარი მიიღო – არა მარტო ქართული გაზის ბაზარი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ეროვნული ენერგეტიკა. შეთანხმების თანახმად, რუსი მონოპოლისტი გარდა იმისა, რომ საბითუმო ბაზარზე საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლამდეც მიაღწევს, ანუ საცალო გაყიდვებზე გავა.
1995 წლიდან საქართველოში გაზის შემოტანას წარმატებულად ახორციელებდა “იტერა”, რომელსაც ძალზე საინტერესო ურთიერთობა აქვს “გაზპრომთან”. ერთი შეხედვით ეს ორი კომპანია ერთმანეთის კონკურენტია. “გაზპრომიდან” ვიახროვის ჯგუფის განდევნის შემდეგ “იტერას” პოზიციები შეირყა და მას “გაზპრომთან” პრობლემები შეექმნა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
“გაზპრომს” თავისი საკუთარი სავაჭრო ორგანიზაციები აქვს: “მეჟრეგიონგაზი”, რომელიც რუსეთის შიგნით ვაჭრობს, და “გაზექსპორტი”, რომლის ხელმძღვანელია რემ ვიახროვის ვაჟი, იური. რ. ვიახროვის ქალიშვილი, ტატიანა და ვიქტორ ჩერნომირდინის ვაჟი, ვიტალი კი, კომპანია “სტროიტრანსგაზის” მსხვილი აქციონერები არიან. ეს უკანასკნელი გაზის უცხოეთში ექსპორტს ახორციელებს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ 2002 წლის 26 სექტემბერს, “იტერას” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვ. პოტაპენკო “გაზპრომში” (ფილიალი “მეჟრეგიონგაზი”) გადავიდა სამუშაოდ, რაც ამ ორი კომპანიის მჭიდრო კავშირზე და არა მათ შორის თითქოსდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.
თუმცა, ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ “გაზპრომმა” ქართული გაზსადენების მართვის უფლება მიიღო. “ამ ამოცანების უზრუნველსაყოფად “გაზპრომი” და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია გაზსადენების, გაზის მრეწველობის სხვა ობიექტების ექსპლუატაციისა და მშენებლობის დარგში ერთობლივი საწარმოების შექმნას გეგმავენ”, – განაცხადა რუსული კონცერნის პრეს-სამსახურმა.
რაც შეეხება “იტერას”, მის მფლობელობაში რჩება საქართველოში სასუქის უმსხვილესი მწარმოებელი, ს/ს “აზოტი”. მით უმეტეს, რომ წელს კომპანიამ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებასთან საწარმოს გარშემო გამართულ ბრძოლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. დღეისათვის ყველა სადაო საკითხი მოგვარებულია და “იტერა” მფლობელის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
“გაზპრომი” კი, როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, ქართული გაზსატრანსპორტო სისტემის პრივატიზაციის პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას. ნიშანდობლივია, რომ მას თურმე მაღალ პოლიტიკურ დონეზე “თანაბარ პირობებს” შეჰპირდნენ. დიპლომატიურ ენაზე ეს, ფაქტობრივად, პრეფერენციების არაფორმალურ შეთავაზებას ნიშნავს. პოლიტიკა აქ აშკარად დომინირებს ბიზნესზე, რასაც საქართველოს, როგორც ცუდი მყიდველის რეპუტაციაც ადასტურებს. საქართველოს დავალიანება მარტო “იტერას” წინაშე 110 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს, გარდა ამისა, ქვეყანას “გაზპრომის” ვალებიც დარჩა დაუფარავი.
რაც შეეხება პრივატიზების პროცესებს, ს/ს “საქგაზს” (“იტერას” შვილობილი, ყოფილი ს/ს “ინტერგაზი”), რომელიც “იტერასთან” კავშირს დიდხანს მალავდა, “თბილგაზის” პრივატიზების პირველი მცდელობა 1998 წელს ჰქონდა. მაშინ მას “თბილგაზის” აქციათა პაკეტის 76% საინვესტიციო კონკურსის გზით უნდა შეეძინა. თუმცა, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კონკურსის შედეგები გააუქმა.

“ინტერგაზი” დაფუძნებულია შპს “ინტერპაკის” მიერ, რომელიც “Chanel International LTD “-ს მიერ დაფუძნებული ოფშორული კომპანიაა. თავად “ჩჰანელ” კი, შექმნილია ასევე ოფშორული “Aლსო-ტრანსინტერნატიონალ LთD “-ს მიერ, რომელსაც ოფისები აქვს მოსკოვსა და ლონდონში. მის უკან დგას ჯგუფი “იტერა”. სწორედ “საქგაზმა” (ყოფილმა “ინტერგაზმა”) შეისყიდა სააქციო საზოგადოებების “რუსთავგაზის”, “ბოლნისგაზის”, “ქუთაისგაზის”, “გორიგაზის”, “კასპგაზის”, “თეთრიწყარო” გაზის აქციათა საკონტროლო პაკეტები. ანუ, “გაზპრომმა” ფარული პრივატიზაციის გზით, აქტივები “იტერას” გადასცა და ამის შედეგად მიღებული “შავი ფული” საქართველოს გაზგამანაწილებელ ქსელში გაათეთრა (სასამართლო აუქციონების გზით “რუსთავგაზის”, “ბოლნისგაზის”, “ქუთაისგაზის”, “გორიგაზის”, “კასპგაზის”, “თეთრიწყარო” დაყადაღება და პრივატიზაცია). “თბილგაზის” პრივატიზების შემთხვევაშიც იგივე სცენარის გათამაშებაა მოსალოდნელი. მართალია, კანონებში “სააღსრულებლო საქმის წარმოების” და “გაკოტრების შესახებ”, 2002 წლის 14 თებერვლის ცვლილებებით, “თბილგაზი” არ ექვემდებარება იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს, მაგრამ პოტენციურმა ინვესტორმა შეიძლება თავისი წილი ისე გაყიდოს, რომ ქართულ მხარეს არც კი ჰკითხოს, როგორც ეს თელასის შემთხვევაში მოხდა, რომლის აქციათა 75% “რაო ეეს”-მა შეიძინა.

“რაო ეესი”, რომლის მმართველობის ხელმძღვანელმა, ანატოლი ჩუბაისმა თბილისის ენერგოგამანაწილებელი სისტემის “თელასის” აქციათა 75%-ის, გარდა არა მარტო შეიძინა თბილისის ჰეს-ის ორი ენერგობლოკი, არამედ, AEშ-თრანსენერგყ-ს აქციების 50% და ს/ს “ხრამის”-ს მართვის უფლება მოიპოვა. ამგვარად, “რაო”-მ ქართული ენერგოგენერაციის ბაზრის 20% და ენერგიის გადანაწილების 35% ჩაიგდო ხელში. ნიშანდობლივია, რომ რუსი მონოპოლისტი თბილისის ყველა კერძო და სამეწარმეო მომხმარებლის კონტროლს შესძლებს, და შესძლებს მათ თავისი პირობები უკარნახოს.

“ჩვენ, ფაქტიურად, იაფად შემოვედით საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ზეეფექტურ შედეგს მივაღწევთ. ყველა სირთულის მიუხედავად, საინვესტიციო კლიმატი აქ პერსპექტიულია: ინფლაცია მცირდება, შიდასაქონელბრუნვა იზრდება, ტარიფი 5 ცენტს შეადგენს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად რუსეთში. ამიტომაც გამოდის, რომ ინვესტიციურად მიმზიდველია”, – მიიჩნევს ჩუბაისი.

თელასის ელექტროქსელის, თბილისი სრესისა და კომპანია “ეი-ი-ეს ტრანსენერჯის” შეძენას “რაო ეეს”-ი დსთ-ის ბაზრის დასაპყრობად ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-თან კონკურენტულ ბრძოლაში ნამდვილ გამარჯვებად თვლის. “ეი-ი-ეს”-ს ყოფილ საბჭოთაA რესპუბლიკებში სხვადასხვა ენერგეტიკული აქტივები აქვს. “1998 წლიდან მასთან კონკურენტული დაპირისპირება გვაქვს. “ეი-ი-ეს”-ი პოლიტიკურ ბერკეტებს ფლობს. ამიტომაც, როცა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ეჯახება, მაშინ ბრძოლაში ამერიკის ელჩი და პროამერიკული ლობი ერთვება. აი, საქართველოში ჩვენ გავიმარჯვეთ და ამას წერტილი დაესვა”, – დაასკვნა ანატოლი ჩუბაისმა.

წლის ბოლომდე “რაო” საქართველოს ქსელურ მეურნეობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას და ზამთრისათვის მოსამზადებლად 500 ათას დოლარს გამოყოფს. თურქეთში და აზერბაიჯანში ექსპორტის ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად, “რაო” პერსპექტივაში აფხაზეთში სოხუმის ჰესის და საქართველოში ენგურის ჰესის აღსადგენად დაახლოებით 80 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

ანატოლი ჩუბაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში შემოსვლის შემდეგ რუსეთი ანალოგიურ ნაბიჯებს დსთ-ის სხვა ქვეყნებშიც გადადგამს.

“ჩვენ ძალიან აგრესიული გეგმები გვაქვს, და ეს გეგმები დსთ-ის ქვეყნების უმრავლესობას ეხება, საქართველო კი, მხოლოდ პირველი ნაბიჯია”, – განაცხადა ენერგოჰოლდინგის ხელმძღვანელმა.

ქართველ ანალიტიკოსებს სულ ტყუილად მიაჩნიათ, რომ “რაო”-ს ექსპანსია მარტო საქართველოზე ვრცელდება. ის სსრ კავშირის ქვეყნების ეკონომიკურ საზღვრებს გასცდა და აქტიურად მოღვაწეობს ევროპაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ “რაო” იწყებს აშშ-ის ენერგეტიკოსებთან თანამშრომლობას და მას აშშ აგვისტოს ენერგეტიკული კრიზისის შემდგომ ენერგოპრობლემების შესასწავლად იწვევენ. სექტემბრის ბოლოს ამერიკელები რუსებთან ერთად ენერგეტიკულ საკითხებზე გრანდიოზულ ენერგეტიკულ ფორუმს ატარებენ, სადაც აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი ფართო თანამშრომლობის გეგმების პრეზენტაციას გააკეთებს.

როდესაც კონტროლი “ჩამრაზზე” და “ვენტილზე” მოსკოვიდან ხორციელდება, პროამერიკულად განწყობილ საქართველოს ხელისუფლებას ამიერკავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ, როგორც ჩანს, ტელეფონის რიგიც დგება: “როსტელეკომი” “საქართველოს ტელეკომის” აქციების 30 %-ის ყიდვას აპირებს, რომელიც ამჟამად ამერიკულ Mეტრომედია International-ს ეკუთვნის. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომელიც მას საქართველოში სიტუაციის გაკონტროლებში შეუწყობს ხელს. გარიგება ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები უკვე აქტიურად გამოდიან მის წინააღმდეგ. თუმცა ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მათმა პროტესტმა “როსტელეკომის” გეგმები შეცვალოს, რომლის უკანაც აშკარად იკვეთება, ჯერ ერთი, კრემლის, მეორე კი, ისევ და ისევ ანატოლი ჩუბაისის ინტერესები, რომელსაც თბილისში თავისი ახალი აქტივების მფლობელობაში მისაღებად ჩამოსულს პროტესტის მშფოთვარე, მაგრამ უშედეგო მიტინგებით ხვდებოდნენ.

როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ელის სასმელი და მინერალური წყლების ბაზარს. 2003 წლის დასაწყისში საინვესტიციო ფონდმა, შალფორდ-მა, რომელიც “ალფა-ბანკის” ყოფილ დირექტორს, ევგენი იოფფეს ეკუთვნის, ქართული Gეორგიან Gლასს &ამპ; Mინერალ ჭატერ შეიძინა. “ბორჯომის” ბრუნვა 30 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამგვარად, შალფორდ-მა რუსეთის სასმელი და მინერალური წყლების ბაზრის 10% ჩაიგდო ხელში, ვინაიდან “ბორჯომის” გაყიდვების ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდის.

ამგვარად, დასკვნების სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის კომპანიებმა საქართველოში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში უამრავი გარიგება განახორციელეს, რაც უმრავლეს შემთხვევაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოხდა. გამონაკლისს ბელორუსია და მოლდოვეთი შეადგენენ, სადაც რუსული კომპანიები გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ, დანარჩენ შემთხვევებში, საქართველოს ჩათვლით, ეს გარიგებები მხარეთა შორის მოლაპარაკებების შედეგად დაიდო და მყიდველებმაც და გამყიდველებმაც თავისი წილი მიიღეს. ვინაიდან მსგავსი გარიგებები, როგორც წესი, ხელისუფლების თანხმობის გარეშე არ ხორციელდება, უნდა ვაღიაროთ, რომ პოსტსაბჭოური რესპუბლიკების მთავრობები სინამდვილეში არც ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთიდან მათ ეკონომიკაზე კონტროლის აღდგენას. სწორედ ამის შედეგად მიიღო რუსეთმა 2003 წლის ნახევრისთვის კონტროლი საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებსა და გადამამუშავებელ დარგებზე. ხოლო, რაც შეეხება მსხვილ აქტივებს, სხვა სახელმწიფოებში, მათი რიგი ან უახლოეს მომავალში დადგება, ან უბრალოდ იქ ასათვისებელი არაფერია. ერაყის ომის შემდგომ, როგორც ჩანს, მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება და აქ გიგანტი სახელმწიფოების თანამშრომლობას პოლიტიკურ-ეკონომიკურ დონეზე საქართველო პასიურ რიგებში გადაჰყავს.

ჩვენი უბედურება ის არის, რომ სხვა წესრიგს ველოდით, არადა ჩვენდამი დასავლეთის ბოლოდროინდელი ეკონომიკური გულგრილობა – “რა დროს საქართველოა!” – ამით აიხსნება. შევძლებთ ახალ წესრიგში საკუთარი თავის ჩაწერას? ალბათ, ეს არის ახალი პოლიტიკის არენა.