დასაქმების მაჩვენებელი 2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით

თამარ შუკვანი
თბილისის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

კარგად მოგვეხსენება დასაქმების პრობლემა, რომელიც დიდი აქტუალობით სარგებლობს საქართველოში. დასაქმების რა მაჩვენებელია ამ წლის პირველ კვარტალში?
საქსტატი საწარმოთა საქმიანობის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესის ბრუნვის მოცულობა გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით 19.1%-ით, 15.2 მილიარდი ლარით გაიზარდა.

1
წყარო: Geostat.ge

ასევე, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 7.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 16.1%-ით გაუსწრო.

განვიხილოთ, თუ რა მაჩვენებელია 2017 წლის პირველ კვარტალში სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და ასევე რა მაჩვენებელს მიაღწია ქალებისა და კაცების ყოველთვიურმა ხელფასმა.

2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21% – საშუალო ბიზნესზე, ხოლო 30.9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

რაც შეეხება ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.1% – საშუალო ბიზნესზე, ხოლო დანარჩენი 41.9% – მცირე ბიზნესს წარმოადგენს.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.9%, საშუალოზე – 24.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5%.

დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024 ლარს შეადგენს . მათ შორის ქალების ხელფასი შეადგენს – 776.4 ლარს. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთი მაჩვენებლისაა: მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.

ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 605 ათასს შეადგენს, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.2% ქალია, ხოლო 59.8% კაცი.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47% ვაჭრობის დარგზე მოდის. მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 11,1%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 8.1%-იანი წილით და მშენებლობა – 7.8%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 26% – სხვა დარგებზე ნაწილდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21.6%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (18.4%) და მშენებლობა (16.4%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება – 10.2%-იანი წილით,ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.4 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2
წყარო: Geostat.ge

2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორებიდან ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობა ლიდერობს (შესაბამისად 25.5%, 13.7% და 10.3% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობაზე (10.4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8.2%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.4%).

რეგიონების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანამიმდევრობით: თბილისი – 72.6%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.5%, ქვემო ქართლი – 6.4%, იმერეთი – 4.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანამიმდევრობით: თბილისი – 64%, ქვემო ქართლი – 9%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 8.1%, იმერეთი – 6.1%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.9%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9.1%, იმერეთი – 6.8%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%.

როგორც ვხვდებით, ამ წლის პირველი კვარტლის მონაცემები აშკარად უსწრებს წინა წლის იმავე პერიოდს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით აშკარა ზრდა არის დასაქმების სფეროში, როგორც დედაქალაქში ასევე, რეგიონებშიც.

გამოყენებული მასალები:
www.bpn.ge
www.bpi.ge
www.geostat.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial