ელექტროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე

ლანა სულაკაძე
ივანე ჯავახიშივლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი
lanasulakadze@gmail.com

რეზიუმე
სტატიაში განხილულია ელექტროენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და მისი დაფინანსების წყაროები; შესწავლილია ინვესტიციების გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე, რომლის ყოველგვარ ცვლილებას მოსახელობა მტკივნეულად აღიქვამს; გამოვლენილია ტარიფისა და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა გამომწვევი მიზეზები; აღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავებულია რეკომენდაცია სექტორის განვითარებისთვის და შესაძლო საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

Abstract
The article focuses on the energy sector investments and the sources of its finance; The research has been done to examine investments’ influence on the electricity tariffs that is always hard for consumers to adopt; The reasons for electricity tariff and electricity consumption increase are identified. Based on abovementioned facts, recommendations have been elaborated for the development of electricity sector and elimination of possible threats.

თეორიული ნაწილი. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის დარგთა შორის მაღალი კაპიტალტევადობით ხასიათდება. ის მოითხოვს ინტენსიურ და უწყვეტ დაფინანსებას, რათა ერთდროულად შენარჩუნებულ იქნეს ფუნქციონირების უნარი (12) და პროგრესი მაკროეკონომიკური გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. თუკი ადრე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა არსებული სისტემების რეაბილიტაციას, აღრიცხვის მოწესრიგებას (დაკავშირებულს ზომიერ კაპიტალურ დანახარჯებთან), შემდგომ პერიოდში აქცენტი გადატანილ იქნა ენერგოეფექტურობასა და ახალი სიმძლავრეების ამოქმედებაზე, მთლიანი სისტემის სტაბილურობის, საიმედოობის დონის ამაღლებასა და რეგიონული ბაზრის განვითარებაზე (3. გვ., 215-216).

დღეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ელექტროენერგეტიკული ბაზრის კვლევისას ნათლად იკვეთება ის პრობლემები და საკითხები, რაც ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. მაგალითად, ევროპულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობა (5).

არსებულ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელს ახასიათებს რიგი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ: ენერგეტიკული საწარმოების პრივატიზაცია კერძო ინვესტიციების მოსაზიდად; ახალი ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობის შექმნა; მისაღები უკუგების ნორმა (6. გვ., 5), ხოლო ნეგატიურ მხარეებად შესაძლოა ჩაითვალოს – ბაზრის გახსნის არასაკმარისი მოტივაცია და მიწოდების საქმიანობაში მონოპოლიური სიტუაცია.
ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს ენერგო სექტორი სხვადასხვა მიზეზის გამო საჭიროებს ინვესტიციების განხორციელებას, კერძოდ:
• ქვეყანას გააჩნია ეკონომიკურად ხელსაყრელი დიდი ჰიდრო პოტენციალი;
• დარგი ნაწილობრივ დერეგულირებულია და პრივატიზებულია განაწილების კომპანიები;
• გამარტივებულია ფორმალური პროცედურები და არსებობს სახელწიფოს მხარდაჭერა ენერგო სექტორის გაძლიერებისათვის (2. გვ., 69).
კომპანიებს ხშირად უწევთ ინვესტიციების დაფინანსებისთვის წყაროების მოძიება. ყოველი საინვესტიციო პროექტი, რომელსაც რეგულირებადი კომპანია ახორციელებს შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში კომისია), რომელიც წარმოადგენს სექტორის მარეგულირებელ ორგანოს. მას აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება – ასახოს მიზანშეწონილი ინვესტიცია ელექტროენერგიის ტარიფში (საინვესტიციო გეგმა ტარიფის დადგენამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიასთან ინდივიდუალური ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით).
აღნიშნული საკითხი პროცედურულად მოიცავს საინვესტიციო პროექტების ანალიზს ტექნიკური და ფინანსური კუთხით და გამანაწილებელ კომპანიებში განსახორციელებელი ინვესტიციების წინასწარ ასახვას ტარიფში (სხვა დანარჩენი საქმიანობების შემთხვევაში აისახება მხოლოდ განხორციელებული ინვესტიციები) (9).
მეთოდოლოგიის შესაბამისად – ინვესტიცია განმარტებულია, როგორც აქტივების შექმნის, შეძენის ან/და რეაბილიტაციისთვის განხორციელებული კაპიტალური დაბანდებები (9. მუხლი 2).

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა ელექტროენერგეტიკის დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით (1. მუხლი 1). სწორედ დარგის განვითარებისთვის 1993 წლიდან დაიწყო დარგში არსებული საწარმოების პრივატიზაცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სისტემის აღდგენა, მისი შემდგომი სრულყოფა, საიმედო და ეკოლოგიურად სუფთა ენერგომომარაგება უმცირესი დანახარჯებით (4. გვ., 103).

დიაგრამაზე №1 გამოსახულია 2014-2016 წლებში ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობები საქმიანობების მიხედვით და შედარებულია შესაბამის წლებში მის დაგეგმილ მაჩვენებლებთან. ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია რეგულირებად კომპანიებში განხორციელდა 2016 წელს (280 322 ათასი ლარი), მაგრამ ამავე წელს დაგეგმილთან შედარებით შესრულდა მხოლოდ – 70% (2015 წელი – 104%, 2014 წელი – 96%) (13).

1

დიაგრამაზე №2 გამოსახულია 2014-2016 წლებში განხორციელებული ინვესტიციების დაფინანსების წყაროების პროცენტული გადანაწილება. ირკვევა, რომ წლიდან წლამდე იზრდება ნასესხები სახსრებით დაფინანსებული და კლებულობს საკუთარი სახსრებით შექმნილი აქტივების წილი. რაც შეეხება მესამე მხარის დაფინანსებით განხორციელებულ ინვესტიციებს (ტარიფის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს), 2015 და 2016 წლებში თანაბარი მოცულობით განხორციელდა, მაგრამ მისი წილი 2016 წელს შემცირდა (25%-დან 12%-მდე), ვინაიდან გაიზარდა ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა.

2

სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი მოიცავს ელექტროენერგიის შესყიდვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს და გამოითვლება შემდეგი ფორმულით (თეთრი/კვტსთ) (9. მუხლი 16): 3
სადაც: Ti განაწ(t+1) – სატარიფო წლისთვის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ძაბვის i-ურ საფეხურზე (თეთრი/კვტსთ); Pსაშ(t+1) – სატარიფო წლისთვის განაწილების ლიცენზიატის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო საშუალო შეწონილი ფასი (თეთრი/კვტსთ); i – ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ძაბვის შესაბამისი საფეხური.

ელექტროენერგიის განაწილების და გატარების ტარიფები ძაბვის თითოეული საფეხურისთვის (თეთრი/კვტსთ) იანგარიშება შემდეგი ფორმულით (9. მუხლი 15):4

სადაც: RCBi(t+1) – საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის სატარიფო წლისთვის; Ei განაწ(t+1) – ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობების ჯამი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).
რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ მონაწილეობს: ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება მესამე მხარის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, ასევე ინვესტიცია, რომელსაც კომისია არ მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად.

ინვესტიციების ტარიფზე გავლენის ასასახად, შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ, მოცემული გვაქვს RAB (რეგულირებადი აქტივების ბაზა) 12 მლნ ლარი, WACC-ის (კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება) მიხედვით აქტივებზე ამონაგების ოდენობა იქნება RAB * WACC = 12*13.54% = 1.625 მლნ ლარი, ცვეთის ღირებულება წლის ბოლოსთვის – 0.5 მლნ ლარი და OPEX (საოპერაციო დანახარჯები) 1 მლნ ლარი, მაშინ CAPEX (კაპიტალური დანახარჯები) = 1.625+0.5 = 2.125 და RCB (რეგულირებადი დანახარჯების ბაზა) = CAPEX + OPEX = 2.125 + 1 = 3.125 მლნ ლარი. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობების ჯამი E სატარიფო წლისთვის 70 მლნ კვტსთ. მონაცემებზე დაყრდნობით ტარიფი იქნება 3.125/70 * 100 = 4.464 თეთრი/კვტსთ. თუ Pსაშ(t+1) = 9 თეთრი/კვტსთ, მაშინ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი გამოდის 13.464 თეთრი/კვტსთ. ყოველი დამატებითი 1 მლნ ლარის ინვესტიცია კი ტარიფს გაზრდის 0.253 თეთრი/კვტსთ-ით (1.88%).

5

თუ იმ დაშვებით ვიხელმძღვანელებთ, რომ ბაზარზე მხოლოდ ერთი გენერაციის ობიექტია, მაშინ გენერაციის ნაწილში განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირ გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფზე, ხოლო თუ რამდენიმეა, მაშინ შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასიც განსხვავებული იქნება და ისეთ გავლენას ვერ მოახდენს სამომხმარებლო ტარიფზე, როგორც ერთი გენერაციის ობიექტის არსებობის შემთხვევაში. ამიტომაც ბაზარი უნდა იყოს კონკურენტული (რათა გავლენა იყოს ნაკლები). რაც შეეხება განაწილების ტარიფს, გამანაწილებელი კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირ გავლენას ახდენს ტარიფზე.

დიაგრამაზე №3 ასახულია 2014 წლამდე მოქმედი, 2016 და 2017 წლებში მოქმედი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების მონაცემები. შედარება გაკეთებულია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების ძველი და მოქმედი მეთოდოლოგიების კუთხით. ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ რიგ შემთხვევებში ტარიფი გაეზარდათ ძირითადად თბოელექტროსადგურებს, რაც გამოწვეულია იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულებით (ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი დაფიქსირებულია დოლარში, ხოლო გადახდა ხორციელდება ეკვივალენტ ლარებში).

6

დიაგრამაზე №4 წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის განაწილების დადგენილი ტარიფები მოხმარებული კვტ/სთ-ის მიხედვით (საფეხურებრივი ტარიფი). აღნიშნული ჩაშლა გამომდინარეობს მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის) 220/380 ვოლტ ძაბაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში).

7ი მეთოდოლოგიის შესაბამისად ამ ეტაპზე არ გადათვლილა, მაგრამ მოხმარების მცირედი ზრდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდამ გამოიწვია (ხოლო საყოფაცხოვრებო მოსახლეობის მოხმარების კლება გამოიწვია მოსახლეობის გამრიცხველიანებამ და აღრიცხვის მოწესრიგებამ). გამანაწილებელ კომპანიებში 2012-2016 წლებში მოხმარება საშუალოდ გაიზარდა 3%-ით, ხოლო 2016 წელს წინა წელთან შედარებით – 6%-ით (14).

8

მიმდინარე პერიოდისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორი ძირითადად საჭიროებს ინვესტიციებს ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოების და ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მიღწეული იქნას ელექტროენერგეტიკული სექტორის თითოეული ლიცენზიატის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ინვესტიციის შედეგად.

დასკვნა. თანამედროვე მსოფლიოში ელექტროენერგია აუცილებელი კომპონენტია, როგორც საწარმოების, ისე მოსახლეობის არსებობისთვის. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ტარიფები ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცევა, ამასთან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება.

ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშების სიმულაციურმა მოდელმა გვიჩვენა, რომ ყოველი დამატებითი 1 მლნ ლარის ინვესტიცია პირობითი დაშვებების შემთხვევაში, იწვევს ტარიფის გაზრდას 1.88%-ით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თუ რეგულირებადი აქტივების ბაზა დიდია და ინვესტიცია პროცენტულად ნაკლები, ტარიფზე გავლენაც შედარებით ნაკლებია და პირიქით.

ვინაიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება – უპასუხოს მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (5), ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების საიმედოობას, უსაფრთხოებას და ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესებას (8. გვ., 31-33), ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს მიზანმიმართული ინვესტიცია და შესაბამისი უკუგებაც მიიღოს კომპანიამ დადგენილი ტარიფით (7. გვ., 17).

აქედან გამომდინარე, ცალსახად უარის თქმა ინვესტიციების განხორციელებაზე – ტარიფის უცვლელად შენარჩუნების მიზნით, არ იქნება საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება. კომისიამ რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად, ტარიფის განსაზღვრის დროს უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.

გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, 21.04.2017;
2. გაჩეჩილაძე ზ., სუმბაძე ნ., პირველი ი., საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა LEAP მოდელის გამოყენებით, თბ., 2015;
3. ჩომახიძე დ., საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, თბ., 2003;
4. ჩომახიძე დ., შესავალი ენერგომენეჯმენტში, თბ., 2011;
5. დირექტივა 2009/72/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ;
6. KEMA, Cost of Capital, Presentation for ERRA Tariff Committee, Dr. Konstantin Petrov / Waisum Cheng / Dr. Daniel Grote, April 2009;
7. Kiss A., Lesi M., Sugar A., Szolnoki P., Price Regulation and Tariffs, ERRA, June 2006;
8. Shively B. Ferrare J. Understanding Today’s Electricity business. Enerdynamics 2012;
9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილება ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ;
10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილება – ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ, 30.12.2016;
11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშები, 2014-2016 წლების დინამიკაში;
12. www.energy.gov.ge
13. www.gnerc.org
14. www.esco.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial