აზიური ფაროსანა- საქართველოს სასოფლო სამეურნეო სექტორის გამოწვევა და მასთან ბრძოლის სტრატეგია

გიორგი ხანიშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

• აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს, (აგვისტო-სექტემებერი) გავრცელდა და სასოფლო- სამეურნეო კულტურები დააზიანა.
• 2016 წლის ნოემბერში, ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სამეცნიერო წრეების ჩართულობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლოს სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას – საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს მოიცავს.

• 2017 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება N588 “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ და განისაზღვრა ბიუჯეტი.
• სურსათის ეროვნულმა სააგენტომ USAID/REAP მხარდაჭერით დაიწყო სამოქმედო გეგმის თანმიმდევრული განხორციელება.
• აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის განსაზღვრის მიზნით შეიქმნა მონიტორინგის სისტემა.
• 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა 351 სოფელში,მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე,მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში.
• მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ქიმიური წამლობის არეალი და ღონისძიებები.
• წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით და მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით განისაზღვრა შეწამვლითი ღონისძიებების დაწყების ვადა
• ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ საჭირო ინსექტიციდი, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
• ქიმიური წამლობისას გამოიყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი,რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფქტურია და გამოცდილია საქართველოში
• 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ. სპეციალური ტექნიკით(სატრაქტორე და სამანქანე აგრეგატები) და ავიაციის გამოყენებით სამეგრელოს,გურიის,იმერეთის რეგიონებში ჩატარდა მასშტაბური შეწამვლითი ღონისძიებები. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა საჭირო რაოდენობის პრეპარატები. ღონისძიებების ჩასატარებლად პრეპრატები ასევე გადაეცა გალის რაიონს.
• საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სამეგრელოს, გურიის აჭარის იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი მასიურად არის გავრცელებული, მოსახლეობას, დაახლოებით 230 ათას ოჯახს, უსასყიდლოდ გადაეცემა პრეპარტებები ფერომონები და საინფორმაციო მასალები.
• საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა.
• მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები და განთავსდა ცენტრალურ და რეგიონულტელეარხებზე(„იმედი“,“ჯიდიესი“,“მაესტრო“,“ერთსულოვნება“,“საზოგადოებრივი მაუწყებელი“,“აჭარის ტელევიზია“ „კავკასია“,“იბერია“,“ “პალიტრა ტვ’’,“გარბი“).
• 1000-ზე მეტი საინფორმაციო მასალა გავიდა საინფორმაციო საშუალებებში-ტელევიზია, რადიო,საინფორმაციო სააგენტო,ბეჭდური მედია,ინტერნეტმედია
• გააქტიურდა სურსათის ეროვნული სააგენტოს სოციალური ქსელი და ვებგვერდი.
• 12 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და რეგიონებში გავრცელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის სპეციალური ნომერი
• 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზესოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა.
• სტრატეგია ემყარება სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ქიმიური წამლობა).
• მავნებლის განადგურების მეთოდების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
• სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერები აქტიურად იმუშავებენ.
• სამეცნიერო წრეებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები სამინისტროსთან არსებული სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში.
• მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები კომპლექსურად, შესაბამისი უწყებების ჩართულობით განხორციელდება.
• ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, დაიბეჭდება შესაბამისი საინფორმაციო მასალები და მომზადდება ვიდეო რგოლები.
• გაიმართება შეხვედრები ფერმერებთან.
• მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა -ფერმერების და მოსახლეობის ჩართულობა და ქიმიურ წამლობასთან ერთად მექანიკური მეთოდების გამოყენება.
• სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია და მასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესს მოითხოვს.
• მავნებლის იდენტიფიკაციის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები და დაიგეგმება ქიმიური ღონისძიებები.
• ღონისძიებების ეფექტიანად გატარებისთვის იგეგმება სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და გაძლიერება.
• გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დონორ და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.