პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მოხსენება პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წაიკითხა პროფესორმა გედეონ ხელაიამ. მოგონებებით გამოვიდნენ პროფესორები მირიან ტუხაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, დავით იაკობიძე, რევაზ კაკულია, ნოდარ ბაგრატიონი, რევაზ ჯავახიშვილი და სხვები. სხდომაზე მოწვეულები იყვნენ ნიკოლოზ ქოიავას ოჯახის წევრებიც, სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ შვილიშვილები: მაია ზურაშვილი და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

წლების განმავლობაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ფულისა და კრედიტის თეორია; ფულის მიმოქცევა, კრედიტისა და ფინანსების ისტორია; ფულის, კრედიტისა და ფინანსების გამოყენება და ორგანიზაცია. მის კალამს ეკუთვნის 80-ზე მეტი გამოკვლევა, აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია “მსოფლიო ფული”, “ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში”, “ძვირფასი ქვები შოთა რუსთაველის პოემაში”, “შრომის იარაღები და პირადი მოხმარების საგნები “ვეფხისტყაოსანში”, აგრეთვე, შემოქმედე­ბითად დაწერილი სახელმძღვანელოები, მრავალი მეცნიერული წერილი და საჟურნალო სტატია.

1

2

წყარო: www.tsu.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial