ინტერნეტმმართველობის მე-4 ფორუმი – GeoIGF 2018

დღეს თბილისში ინტერნეტმმართველობის მეოთხე ფორუმი GeoIGF 2018 იმართება. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტერნეტის ბაზარი და კონკურენცია, ფართოზოლოვანი განვითარება და სათემო ქსელების სიახლეები, საავტორო უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში და სხვ.

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GEO IGF) მიზნად ისახავს ხელი შუწყოს საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საქართველოს ICT სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვას, წლის გამავლობაში მიღწეული წარმატებების წარმოჩენას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, კონკურენციის, ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის-GE ccTLD-ის ადმინისტრირების განვითარების, საავტორო უფლებების, ადამიანის უფლებების, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართულებით.

ინტერნეტმმართველობის ფორუმში ასევე მონაწილეობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, ევროპის საბჭოს, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, ინტერნეტის განვითარების ინიციატივის, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის, საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრისა და სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.