ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს

დღეს, 16 აპრილს დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები.

ფინანსთა მინისტრი შეხვდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti), საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს (Menno Snel), საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ აჰმედს (Masood Ahmed), აგრეთვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს (Frank Heemskerk), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე- პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოსს (Dmitris Tsitsiragos), მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს კეიკო ჰონდას, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლორა თაკს (Laura Tuck) გაიმართება მოლაპარაკებები სარეიტინგო კომპანიების Moody’s,-ის S&P-ისა და Fitch-ის, სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიების, მათ შორის, J.P Morgan-ის, CitiBank-ის, წარმომადგენლებთან და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში ნოდარ ხადური ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას – უკრაინის ფინანსთა მინისტრს ნატალია ჯარესკოს (Natalie Jaresko) და კოლეგებს აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროდან.
ვიზიტი 21 აპრილს დასრულდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial