სამეცნიერო კონფერენცია – ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება (ანონსი)

2018 წლის 14 სექტემბერს, პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება” გაიმართება. ღონისძიება პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემის 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაზე შემდეგ სექციებში იმუშავებენ:

ეკონომიკური მეცნიერება და მისი სწავლება, მაკროეკონომიკა და ინსტიტუციური ეკონომიკა – სექციის ხელმძღვანელი: ელგუჯა მექვაბიშვილი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი);​​​​​​
ცოდნის ეკონომიკა, ტექნოლოგიები, სამეწარმეო საქმიანობა, გლობალიზაციის გამოწვევები – სექციის ხელმძღვანელი: გივი ბედიანაშვილი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი).
კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (გურამიშვილის გამზ. 76, აუდიტორია #506) შემდეგი განრიგით გაიმართება:

9:30-10:00 – რეგისტრაცია
10:00 – კონფერენციის გახსნა, მისალმება
10:30 – პლენარული სესია
13:00 – შესვენება სადილზე
14:00 – პლენარული სესიის გაგრძელება
15:30 – ყავა წყვეტილი
16:00 – კონფერენციის მუშაობა სექციებში
18:00 – კონფერენციის მუშაობის შეჯამება და დახურვა
პლენარული სესიის თემაა “ეკონომიკური მეცნიერების თეორიული და პარადიგმული საფუძვლები”. სესიას აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უხელმძღვანელებს.

სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტი – გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი – ჟურნალი “გლობალიზაცია და ბიზნესი”.

იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი ვრცლად.