ტრამპი ავტომწარმოებლებს ხვდება

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს შეხვდეს აშშ-ში ავტომობილების მწარმოებელი 3 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელებს. შეხვედრა ტრამპსა და Ford Motor Co-ს, Fiat Chrysler-სა და General Motors Co-ს აღმასრულებელ დირექტორებს შორის თეთრ სახლში ხუთშაბათს გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიზანია, აიძულოს ავტომობილების მწარმოებლები წარმოება ქვეყანაში დატოვონ.

„მე მსურს იმ მანქანების წარმოებისთვის, რომელიც აქ იყიდება, ქარხნები ამ ქვეყანაში აშენდეს“ – ამბობს დონალდ ტრამპი.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ვაჭრობა, რეგულირების ნორმები და საგადასახადო რეფორმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial