თურქული ბიზნეს-ლიდერის მსოფლიო ექსპანსია

ბესო ჯგერენაია

თურქეთში ყოველწლიურად ტარდება ადგილობრივი ნაწარმის საგამოფენო ფესტივალი, სადაც უამრავი თურქული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას. ამ ფესტივალზე თავს იყრიან სხვა ქვეყნის კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც კონტრაქტებს აფორმებენ და ახალ სავაჭრო ურთიერთობებს იწყებენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თურქეთის ექპორტ-იმპორტს, შესაბამისად, თურქული წარმოების საქონელი მსოფლიო ბაზარზე რეიტინს იმაღლებს, რაც მნიშვნელოვან როლს იკავებს თურქეთის ეკონომიკაში.

ღესდღეობით საქართველოში თურქლი საქონელი ყველაზე დაბალი ხარისხის და იაფ საქონლად მიიჩნევა, რაც სიმართლეს სრულიად არ შეესაბამება. საქართველოში დაბალი ხარისხის თურქული საქონლის შემოზიდვა თურქეთიდან იმპორტიორმა პატარა ფირმებმა და კერძო პირებმა მოახდინეს. ისინი აღწევენ შეთანხმებას თურქულ ფირმებთან, უკვეთავენ მათ დაბალხარისხიან საქონელს და რეალიზაციას უკეთებენ ჩვენში, რათა დიდი მოგება მიიღონ. ეს მაშინ, როცა ანალოგიური საქონელი, მხოლოდ ბევრად უფრო ხარისხიანი, შესაძლებელია იმავე ფასში გაყიდოს. ეს ყველაფერი ვნებს თურქული საქონლის იმიჯს და ორივე ქვეყნის ეკონომიკას. აქ მხოლოდ კერძო პირები და ერთეულები ღებულობენ სარგებელს. თურქეთის საელჩოს კომერციული ოფისი ძალიან შეწუხებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით და მზადაა შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას. როგორც ამ ოფისის კომერციული მრჩეველმა, ოქან ოზთუკქმა განაცხადა, თურქული პროდუქცია, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი, ნამდვილად არ არის იმ მაღალი ხარისხის, რომელიც რეალურად იწარმოება თურქეთში. ასეთი დაბალი ხარისხის საქონლის იმპორტი თურქული პროდუქციის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. “ჩვენი მიზანია, შევცვალოთ არსებული მდგომარეობა, დავაკავშიროთ ქართული კომპანიები თურქულთან და მოვიწვიოთ ისინი ფესტივალებზე და დავანახოთ საქართველოს თურქეთში წარმოებული მაღალი ხარისხის პროსუქცია. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობაში”, – დასძინა ოზქანმა.

წელს RDF-სა და TURKEL-ის ორგანიზებით, CNR-ის ექსპო-ცენტრში ტყავის გრანდიოზული საგამოფენო “სტამბოლის ტყავის ბაზრობა” (IDF) ჩატარდა, სადაც მიწვეული იყვნენ საქართველოდან სხვადასხვა კომპანიები და პრესის წარმომადგენლებიც.

ფესტივალი გაიმართა 20 222 კვ. მეტრის ხუთ დარბაზში, სადაც 348 მონაწილემ ტყავის სამყაროდან უკანასკნელი მოდელები წარმოადგინა. მონაწილეები ძირითადად იყვნენ თურქეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ტაივანიდან. ტყავისგან შეკერილი ტანსაცმელი წარმოადგინა 96 კომპანიამ, ტყავი – 94 კომპანიამ, 67-მა – თრიმვლის მანქანები, 55 ქიმიკატები დამამზადებელი და 29 კომპონენტის მწარმოებელი კომპანიები.

გახსნის ცერემონია გაიმართა მთავარ დარბაზში 1 საათზე და იგი გახსნეს საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრმა, ქურსად თუზმენმა, RDF-ის საბჭოს წევრმა, თუფან ათალაიამანმა, ორგანიზაცია TURKEL-ის თავჯდომარემ, ქორან იაზგანმა, ტყავის მზა ტანსაცმლის მწარმოებელი ფონდის თავჯდომარემ, ქადირ ულუდუზმა, თურქეთის ტყავის სატრასტო კომპანიის თავჯდომარემ, შაჰინ ეროღლუმ, ორგანიზაცია სტამბოლის ტყავის ექსპორტიორების პრეზიდენტმა, მეჰმედ ბუიუქექსიმ, სტამბოლის ერთ-ერთი უბნის, ზეითინბურნუს გამგებელმა, მურათ აიდინმა, ამავე რაიონის მოსამართლემ, მუსთაფა ფაქდემირმა, თურქეთის ექსპორტიორთა საბჭოს პრეზიდენტმა, ოღუზ სათიჯიმ.

“ძვირფასო სტუმრებო, – მიმართა დამსწრე საზოგადოებას მინისტრმა, – ჩვენთან სტუმრად არიან ორმოცი ქვეყნის წარმომადგენელი და ოთხასამდე კომპანია. ტყავის ინდუსტრიიდან და ექსპორტიდან გამომდინარე, ამ სახის მთლიანობა და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან სერიოზული ორგანიზაცია შევქმენით, რომელშიც დაახლოებით ცამეტი ორგანიზაცია გაერთიანდა, რომ ემსახუროს თურქეთის ექსპორტს. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ სექტორის ყველა წარმომადგენელი გაერთიანდა, აშკარა დემონსტრაციაა იმისა, რომ ძალა ერთობაშია. ყველას გილოცავთ ამ ფაქტს. მოცემული ციფრები აღმავლობის ნიშანია. თურქული ტყავის ექსპორტი გასულ წელს 33%-ით გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში 12%-ზე გაიყინა, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში 50-დან 60 პროცენტამდე გაიზარდა, რაც დოლარის ევროზე მოქმედებასთან ერთად ევროკავშირის პრობლემებმა გამოიწვია. ჩვენ უნდა დავამზადოთ პროდუქცია, რომელიც შეესაბამება იქაურ მაღალ პროფილებს. ეს კი მოხდება თანამედროვე მოდის კონცეფციის მიხედვით. ტყავის სექტორმა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დღემდე მოაღწია. ვფიქრობ, მომავალში უფრო ბევრს მივაღწევთ. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, პატარა პრობლემები, რომლებიც ამჟამად თქვენს წინაშე დგას, მალე გაქრება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ შეგექმნათ კომფორტული სამუშაო გარემოება. მინდა გამოვხატო ჩემი სიამოვნება აქ თქვენთან და ამ წარმატებულ ორგანიზაციაში ყოფნის გამო”.

ფესტივალი მართლაც რომ გრანდიოზული იყო ულამაზესი დიზაინით და მოდების ჩვენებით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის წამყვანი მოდელები. გამოფენილი იყო უამრავი ფირმის მაღაზია, რომლის პროდუქცია დამზადებული იყო უმაღლესი ხარისხის ტყავისაგან. მათი დიზაინიც მსოფლიო სტანდარტებს შეეფერებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ბაზრობის მიზანი იყო უცხოური კომპანიების მოზიდვა, რათა გაიზარდოს თურქული ტყავის ექსპორტი. როგორც ქადირ ულუდუზმა განაცხადა, “- საუბედუროდ, 2003 წელს თურქული ტყავის სექტორი 2002 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა. 2002 წელს ტყავის პროდუქციის დახლოებით 27%-ის ექსპორტირება მოვახდინეთ, რომელიც 400 მილიონი რქოსანი საქონლისგან იყო დამზადებული. ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2003 წელს, რომელმაც გამოიწვია მსხვილი და წვრილი კომპანიების გაერთიანება ამ ბაზრობის ორგანიზებისთვის.”

16 იანვარს სტამბოლის ქსოვილისა და სამოსელის ექპორტიორთა ასოციაციაში (ITKIB) გაიმართა შეხვედრა. ეს ასოციაცია 1986 წელს დაარსდა, საზღვარგარეთ ვაჭრობის საბჭო და მათთან დაკავშირებული კერძო სექტორების ასოციაციების მიერ. მათი მიზანი იყო გაეზარდათ თურქული პროდუქციის ექსპორტი.
ITKIB-ის გენერალური საბჭო ოთხ ჯგუფად იყოფა:
– მზა ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაცია;
– ქსოვილისა და დაუმუშავებელი საქონლის ექსპორტიორთა ასოციაცია;
– ტყავისა და ტყავის პროდუქციის ექსპორტიორთა ასოციაცია;
– ხალიჩების ექსპორტიორთა ასოციაცია.
2004 წლის იანვრის მაჩვენებლებით:
– მზა ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციას 9 227 წევრი ექსპორტიორი ჰყავს;
– ქსოვილისა და დაუმუშავებელი ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციას – 3 567;
– ტყავისა და ტყავის პროდუქციის ექსპორტიორთა ასოციაციას – 2 046;
– ხალიჩების ექსპორტიორთა ასოციაციას – 690.
მზა ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციამ 2003 წელს 8,5 მილიარდი დოლარის ექსპორტირება მოახდინა, რომელიც თურქეთის საერთო სამოსელის ექსპორტის 73 პროცენტს შეადგენდა.

ტყავის ინდუსტრიის სიდიდეროგორც მოგახსენეთ, თურქეთის ტყავის ინდუსტრიას თურქეთის ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს ფაქტი შეგვიძლია ადვილად დავადასტუროთ შემდეგი ეკონომიკური მაჩვენებლებით. ტყავის ინდუსტრიას თურქეთის მთლიან ინდუსტრიულ პროდუქციაში უჭირავს 3.3%, მთლიან დასაქმებაში – 1.5%, 2003 წელს კი, თურქეთის ექსპორტიდან მთლიანი მიღებული მოგების 2.1%-ა, ხოლო ექსპორტის ფასეულობამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ცხვრისა და თხის ტყავის გადამუშავებას, თურქეთს ამ მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს ჩინეთის შემდეგ. თურქეთი არის მსოფლიოში ტყავის გადამამუშავებელი ყველაზე დიდი ქვეყანებიდან მეხცრე და ფეხსაცმლის მწარმოებლებიდან – მეშვიდე. დღესდღეობით, თურქეთში 13 ტყავის გადამამუშავებელი ზონაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნიკა და ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის საქონელი. თურქეთს გააჩნია მსოფლიოში ყველაზე დიდი, ცხვრის ტყავის ორმხრივი გადამუშავების მწარმოებლობა, რომელიც წელიწადში 350 მილიონ ერთეულს შეადგენს. თურქეთის ტყავის ინდუსტრია დამოკიდებულია თრიმვლის თანამედროვე ინფრასტუქტურაზე. ხოლო ავტორიტეტული წყაროები ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ თურქული ტყავის ხარისხი შეიძლება იტალიურსაც კი შევადაროთ.