მსოფლიოს უდიდესი კომპანიები

რედაქციისაგან

დეპრესიის დროსაც კი არსებობს ხელსაყრელი გარემოებები, თუ გაგაჩნიათ ფული, წონა და ამბიციები. მიმდინარე წელს Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული, მსოფლიოში უდიდესი კომპანიების სიიდან, ზოგი სახელი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, როცა მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკა გამოჯანმრთელებას დაიწყებს. ძლიერმა კომპანიებმა უნდა აღმოაჩინონ კონკურენტები, მოიმარაგონ ტექნიკა და ახალ ბაზრებზე შევიდნენ, რაც ადრინდელზე იაფი დაუჯდებათ. “მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი”, – ამბობს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ბოლმერი.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რიგითობის განსაზღვრისთვის გამოიყენება გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და ბაზრის ღირებულების მნიშვნელობები. მიმდინარე წლის სია გლობალური ბიზნესის დინამიკას გვიჩვენებს. სიაში მოხვდნენ კომპანიები 62 ქვეყნიდან. აშშ დღემდე დომინანტურ პოზიციებს იკავებს 551 წევრით, მაგრამ ეს რიცხვი ასეთივე სახის პირველად გამოქვეყნებულ (2004წ.) სიაზე ორასით ნაკლებია.

ინტერაქტიული რუკა: მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ატლასი
ჭელლს Global 2000-ში ჩინეთს – 91, კორეას – 61, ინდოეთს კი 47 წევრი ჰყავს. ყაზახეთიც კი მისი წევრი გახდა. ამ სიაში ასევე დიდ ადგილს იკავებენ კორპორაციები არაბული ქვეყნებიდან: კუვეიტი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები… თითოული მათგანი, წლების განმავლობაში, 10-ჯერ მაინც იყო სიაში. ჯამში, Gლობალ 2000-ის კომპანიების შემოსავალი 32 ტრილიონ დოლარს შეადგენს, 1.6 ტრილიონი გახლავთ მოგება, 125 ტრილიონი – აქტივები და 20 ტრილიონი – საბაზრო ღირებულება. წინა წლებში საერთო მოგება 31%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 49%-ით შემცირდა.

მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები ციფრების მიხედვით
მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა ერთიან გეგმას მსოფლიო ბანკის მიხედვით მიჰყვება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა. წამახალისებელია, რომ მიმდინარე წლისადმი პესიმისტურად განწყობილი ეკონომისტები 2010 წელს მცირე გაუმჯობესებას ელიან, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობ. დღევანდელი პროგნოზებით, 2009 წლის მონაცემებთან შედარებით, 2010 წელს ჩინეთში შიდა პროდუქციის ზრდა მოსალოდნელია 8.3%-ით, აშშ-ში – 1.7%-ით, საფრანგეთში – 0.1%-ით.

სად დაიწყება სიტუაციის გამოსწორება
Global 2000-ის ანალიზი გვეუბნება, რომ საბანკო ინდუსტრიაში მღელვარების მიუხედავად, Global 2000-ის რეიტინგის სიაში ბანკები (307 კომპანია) მაინც დომინირებენ, რის მიზეზიც მათი აქტივების მოცულობაა. გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას (126 კომპანია) მოგებასა და საფონდო ბაზრის ღირებულებაში გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ წინა წლებში აღნიშნული სექტორები ზრდის წინამძღოლები არ ყოფილან. წამლებისა და ბიოტექნოლოგიების კომპანიები (59%-ზე მეტი) ყველა გაყიდვების ზრდის სექტორს წინ უსწრებენ. ამავე დროს მოგების ზრდით ლიდერობენ ტელეკომუნიკაციების მომსახურების კომპანიები (51%-ზე მეტი).
სრულ სიაში შედიან ინდუსტრიული ლიდერები, რომლებიც რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლისთვის სტრატეგიულ ნაბიჯებს გეგმავენ.
წინა წლებში გამოცალკევდა Global 2000-ის მნიშვნელოვანი ქვეკლასები: დიდი კომპანიები, რომლებსაც ზრდის განსაკუთრებული მაჩვენებელი აქვთ. იმისათვის, რომ კომპანია დასახელდეს როგორც Global High Performers-ი, მან თავის ტოლ ინდუსტრიულ კოლეგებს ზრდით უნდა გაუსწროს და ინვესტორებს და სამომავლო პერსპექტივებს დაუბრუნდეს. Global High Performers-იდან უმეტესობამ თავისი შემოსავალი წელიწადში 28%-ით გაზარდა.
Vetas-ი და Standard Chartered Group-იც Global High Performers-ები არიან. 130 კომპანიიდან, რომლებიც სიაში შევიდნენ, თითქმის ნახევარს სათაო ოფისი აშშ-ს გარეთ აქვს. წევრებში შედიან ცნობილი კომპანიები: ABB (ABB – news – people), Nestl (შვეიცარია), Honda Motor (HMC – news – people), Toyota Motor (TM – news – people) დაNintendo (NTDOY.PK – news – people) (იაპონია); ასევე შედიან კომპანიები უფრო მცირე პროფილით, მაგ.: ფრანგული მენარდე Vინცი. აშშ-ს Global High Performers-ებს შორის ყველაზე თვალსაჩინოა McDonald’s (MCD – news – people), Google (GOOG – news – people) და Nike (NKE – news – people).

წინა წლებში Global 2000 გასაოცარ სტატისტიკას აქვეყნებდა
ახლანდელი რეცესია მსოფლიო კაპიტალიზმის რეგრესს ხელს უწყობს, მაგრამ ეს ვარდნა გლობალური კეთილდღეობის ამაღლების გრძელვადიან კურსს იკავებს.
Gლობალ 2000-ის კომპანიების ქსელური შემოსავალი 1.63 მილიარდ დოლარამდე, 30.9 %-ით შემცირდა, როცა 2008 წელს 2.36 მილიარდი დოლარი იყო. ბაზრის ღირებულება შემცირდა 49.3%-ით და 19.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შემდგომი ცვლილება Global 2000-ის სიაში სავსებით შესაძლებელია, იმიტომ, რომ მარტში იაპონური კომპანიების ფისკალური წელი მთავრდება და მათ 2008 წლის ანგარიში გასაკეთებელი აქვთ.
მიუხედავად დღევანდელი შემცირებული ციფრებისა, Global 2000-ის ჯამური შემოსავალი 19.4 მილიარდი დოლარიდან (2004წ.) 32 მილიარდამდე გაიზარდა წლევანდელი მონაცემების მიხედვით. დროის ამ პერიოდში საერთო მოგება 114%-ით გაიზარდა, აქტივები – 83%-ით, დასაქმებულთა რაოდენობამ კი 11 მილიონს მიაღწია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2004 წელს Global 2000-ის სიაში 51 კომპანია მოხვდა, დღეს კი სიაში 62 ქვეყნიდან შევიდნენ კომპანიები.

მსოფლიო ეკონომიკა ღრმა რეცესიაში იმყოფება, მაგრამ Global 2000-ის მიერ აღიარებულ კომპანიებს დღევანდელი გადარჩენა და ხვალინდელი აყვავება ურჩევნიათ.
Forbes Global 2000-ის სიაში შესული კორპორაციების ნახევარი ან აშშ-ს კომპანიებია, ან ისეთი უცხოური კომპანიები, რომელთა გაყიდვები აშშ-ს ბაზარზეა მიმართული და რეგულარული წილობრივი მონაწილეობა ან ამერიკული დეპოზიტური ანგარიში აქვთ.
მზარდი გლობალური კომპანიების სიის შედეგენისას გათვალისწინებულია Thomson IBES-ის გრძელვადიანი შემოსავლების ზრდის პროგნოზი, რითაც გამოირიცხა ის კომპანიები, რომლებსაც პოტენციური პრობლემები აქვთ აღრიცხვის ტექნოლოგიაში, შემოსავლების ხარისხსა და კორპორატიულ ხელმძღვანელობაში, სამართლებრივი ან კომპანიის ზრდისთვის ხელისშემშლელი სხვა სახის პრობლემები.
130 Global High Performers – დან დაახლოებით ნახევარს სათაო ოფისი აშშ-ს გარეთ აქვს. ამ 130 კომპანიიდან თითქმის ყველა აბსოლუტურად გლობალურია. ქარის ტურბინების სპეციალისტი Vestas-ი დანიური კომპანიაა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გასაღების ბაზარი აშშ არის. ბოლო 5 წლის განმავლობაში გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება 30%-ით. დიდი ბრიტანეთის ბანკს Standard Chartered Group-ს ბოლო ნახევარ ათწლეულში ბევრჯერ უნახავს თავისი აქციების ფასის ვარდნა, მაგრამ მისი მოგება ყოველწლიურად ორმაგდებოდა, ახალ ბაზრებზე შესვლის წყალობით.
კანადური ფირმა Research in Motion ( RIMM – news – people), რომელიც ცნობილია თავისი “სმარტ ფოუნით” სახელად – BlackBerry, Global High Performers-ის სიის წინა ფლანგზეა ყოველწლიური გაყიდვების ზრდის სფეროში. მან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 78%-ით გაზარდა გაყიდვები. ქიმიურ ინდუსტრიაში ხუთეულის ჯგუფს -Monsanto ( MON – news – people ), Mosaic ( MOS – news – people ), Potash of Saskatchewan, SQM da Yara International – აქვს საუკეთესო ყოველწლიური ჯამური შემოსავლები; Southwestern Energy (SWN – news – people) კი, ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანია, 2.3 მილიარდი დოლარის მოგებით, ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 60%-იან მოგებას ხედავს.
http://www.forbes.com

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial