სოციალური რისკი – სიღარიბე

ავტორის სტილი დაცულია

სალომე ციყელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Salitsikelashvili@gmail.com

ანოტაცია

სიღარიბე წარმოადგენს მდგომარეობას, რომელშიც პიროვნება განიცდის მატერიალურ ან ფინანსურ ნაკლებობას. იგი შესაძლოა, ასევე მოიცავდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ელემენტებსაც. სიტყვა „სიღარიბე“ მომდინარეობს ძველი ნორმანდიული სიტყვიდან „poverté“. არსებობს მისი რამდენიმე განსაზღვრება: გაეროს იგი აღწერილი აქვს, როგორც ქმედითუუნარობა არჩევანისა და შესაძლებლობების ძიების პროცესში, რაც აისახება საზოგადოების ნაკლებ ჩართულობაზე სოციუმში. უფრო ფართო მასშტაბით, სიღარიბე მოიცავს საკვებისა და ტანსაცმლის არქონას, განათლებისა და ჯანდაცვის შეზღუდულობას, მეურნეობისთვის განკუთვნილი მიწის სიმცირესა ან სამსახურში დაბალი ხელფასის გამომუშავებას. სიღარიბისთვის დამახასიათებელია დაუცველობა, უძულურება, საზოგადოების დიფერენციაცია და სხვა. სტატიაში განხილულია სიღარიბის არსი, მისი სახეობები და გამომწვევი მიზეზები. აგრეთვე დაწვრილებით მიმოვიხილავ, როგორც უარყოფით, ასევე დადებით მხარეებს და მოვიყვან საქართველოს მაგალითს, სადაც ვახსენებ უკანასკნელ წლებში მომხდარ პანდემიასაც.

Annotation

Poverty is a condition, in which a person suffers from material or financial deprivation. It may also include political, economic and social elements. The word "poverty" comes from the Old Norman word "poverté". There are several definitions of it: the UN has described it as an inability to seek choices and opportunities, which is reflected in less public involvement in society. More broadly, poverty includes lack of food and clothing, limited education and health care, lack of farmland, or low wages. Poverty is characterized by insecurity, hatred, social differentiation and more. The article discusses the essence of poverty, its types and causes. I will also review in detail both the pros and cons and give the example of Georgia, where I mention the pandemic that has occurred in recent years.

სიღარიბის სახესხვაობები და მისი გამომწვევი მიზეზები

  • აბსოლუტური(უკიდურესი) სიღარიბე – წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც პიროვნება განიცდის სიცოცხლისთვის ისეთი საჭიროებების ნაკლებობას, როგორებიცაა: საკვები, სასმელი წყალი, საცხოვრისი, ჯანდაცვა და სხვა. მისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ ხელმისწავდომობის ნაკლებობაც კი. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, რობერტ მაქნემარმა, უკიდურესი სიღარიბე აღწერა მდგომარეობად, როდესაც ადამიანი განიცდის როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ დაუკმაყოფილებლობას.
  • შედარებითი სიღარიბე – წარმოადგენს სიღარიბის დონის განსაზღვრის ყველაზე მარტივ გზას. იგი აღწერს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოების განსხვავებულ ჯგუფს,რის შედეგადაც გამოიკვეთება ხალხთა ერთობლიობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ნორმალური ცხოვრების სტანდარტულ პირობებს. შედარებით სიღარიბეს იწვევს უმუშევრობა( აშშ-ში 2014წ უმუშევრობის დონე 8% იყო, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სიღარიბის დონეზეც) და განათლება(„რაც უფრო დაბალია შენი განათლების დონე მით უფრო ნაკლების შანსი გაქვს, რომ დასაქმდე.)
  • მეორადი სიღარიბე – უკავშირდება იმ საზოგადოების ჯგუფს, რომელსაც აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ დაიკმაყოფილოს პირველადი მოთხოვნილებები,მაგრამ იგი ამ სახსრებს მთლიანად ხარჯავს ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე და სხვა. მე-18-19სს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც გამოვიდა აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რაც მეორადი სიღარიბის ერთ-ერთ სახესხაობას წარმოადგენს.
  • ციკლური სიღარიბე – დაკავშირებულია იმ სახის სიღარიბესთან, რომელმაც შესაძლოა, მოიცვას გარკვეული მასშტაბები, მაგრამ იგი აუცილებლად დროშია შეზღუდული. ინდუსტრიამდელ ხანაში საზოგადოებას არ შეეძლო, ეწარმოებინა საკმარისი რაოდენობის პროდუქტი, რომელიც, ერთის მხრივ, შიმშილს, ხოლო მეორე მხრივ, უმუშევრობას იწვევდა. მცირე რაოდენობის საქონლის პირობებში ფასებიც საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც ხელით მუშაობა ჩანაცვლდა მანქანის გამოყენებით და ხალხმა მიიღო საკმარისი რაოდენობის პროდუქტი. ციკლური სიღარიბის მაგალითს წარმოადგენს „დიდი დეპრესია“ რომელიც მძვნივარდებდა აშშ-ში 1930-იან წლებში.
  • ერთობლივი(კოლექტიური) სიღარიბე- ციკლური სიღარიბისგან განსხვავებით არაა დროში შეზღუდული. პირიქით, იგი ძირითად შემთხვევაში თაობიდან თაობასაც კი გადაეცემა. იგი დამახასიათებელია აზიისა და სამხრეთ ამერიკის, აგრეთვე აფრიკის ქვეყნებისთვის. ერთობილივი სიღარიბის შემცირება შესაძლებელია ინდუსტრიის ხელშეწყობით, რაც გაზრდის მშპ-ს ან პირიქით, მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზე გარკვეული ლიმიტების დაწესებით., მაგრამ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ კეთილდღეობის დონის ზრდისთვის მშპ-ს ზრდის ტემპი აუცილებლად უნდა უსწრებდეს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპს.
  • სხვადასხვა ქვეყანას გააჩნია შიდა და გარე ელემენტები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ სიღარიბის არსებობაში:
  • სასმელის წყლისა და საკვების ნაკლებობა;
  • ცუდი საცხოვრებელი პირობები;
  • ფიზიკური ქნედითუუნარობა;
  • ჯანდაცვის და განათლების გაუმართავი სისტემა;
  • უმუშევრობა;
  • სქესობრივი, რასობრივი და სხვა დისკრიმინაცია;
  • კორუფცია;

 არსებობს არამატერიალი ელემენტებიც, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სიღარიბესთან: განათლების დაბალი დონე, არაგულმოდგინეობა, თავდაუჯერებლობა, ლიდერის თვისებების ნაკლებობა, სოციალური კაპიტალის არარსებობა, ომი და სხვა. [3]

კულტურა წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც ქმნის სიღარიბის საფუძველს ან ეხმარება მას ფესვების გადგმაში – კულტურულ საკუთრებას პირველ რიგში წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც პროფესიონალი დასაქმებულის წინაპირობაა. იგი ოჯახებს უქმნის ოპტიმისტურ განწყობას, რომ მომავალი იქნება უკეთესად უზრუნველყოფილი. როდესაც ბავშვებს არ შეუძლიათ მშვიდ გარემოში თამაში, არიან ძალადობის მსხვერპლნი ან ერთვებიან არალეგალურ ბიზნესში, ისინი დროის ხაზის ერთ წერტილში ჩერდებიან და ვეღარ ვითარდებიან. ეს განვითარებად ქვეყნებში ძირითადად თაობიდან თაობას გადაეცემა და ციკლურ სიღარიბეს წარმოქმნის. არაჯანსაღი საკვები და წყალი, რომელსაც აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს იწვევს არაერთ დაავადებას, როგორებიცაა: ქოლერა, თიფოდია, დიარეა და სხვა. როდესაც ბავშვებს არ უწევთ არაერთი მილის გავლა წყლის მოსატანად, ისინი ამ დროს განათლებას დაუთმობენ და დიდ ნაბიჯს გადადგემენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის.

 მითი – „გამოუსადეგარი ხარიწვევს სიღარიბეს – ღარიბ ხალხს ხშირად სჯერათ, რომ არაფერი გამოუვათ. უიმედობა და შეზღუდულობა აქვეითებს  უკეთესი მომავლის შექმნის მცდელობებს. როდესაც მათი ბაბუა ცხოვრობდა სიღარიბეში, ასევე მათი მამაც, ისინიც იმავე პირობებში იცხოვრებენ და ამასმემკვიდრეობად გადასცემენ შემდეგ თაობასაც. ამ შემთხვევაში გამოსავალს წარმოადგენს ის, რომ არ უნდა მოექცეს მომავალი თაობა გარკვეულ საზღვრებში, რაც მას მოუკლავს უკეთესი ცხოვრების იმედს, პირიქით, ბავშვებს თავიდანვე შთაგონებად უნდა ექცეთ : „ მე ვაზროვნებ, ვარ ღირებული და ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.“ [3]

ნახაზი 1: აფრიკის და დანარჩენი მსოფლიოს დიფერენციაცია სიღარიბეში (2010-2030 წლები)

წყარო: Ourworldindata

სხვა რეგიონებთან შედარებით აფრიკაში ნარჩუნდება სიღარიბის შედარებით მაღალი დონე 2020 წლამდე, მაგრამ ამის შემდეგ მრუდს აქვს მცირედი კლების ტენდენცია. რაც შეეხება დანარჩენს მსოფლიოს, სიღარიბის დონე 2025 წლამდე საგრნძნობლად, ხოლო შემდეგ მცირედით, მაგრამ მაინც იკლებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს აზიის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის დიდი რაოდენობით გამოირჩევიან. ამ სახელმწიფოებში დღითიდღე იკლებს უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი, რაც საბოლოოდ მსოფლიო კეთილდღეობაზეც აისახება.(2010-2030წწ)

სიღარიბის ბუნებიდან გამომდინარე, მისი შეფასება, როგორც კეთილდღეობა, არც ისე მარტივია. მონაცემების შეგროვება სოციალურად პასიურ სახელმწიფოებში საკმაოდ რთულია. საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ჩაატარეს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში კვლევა იმის დასადგენად, თუ სად იყო სიღარიბის პრობლემა ყველაზე მწვავედ. კრიტერიუმებს წარმოადგენს: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

ნახაზი 2 -ზე გამოსახულია მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა მშპ-სა და მსყიველობიუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქვეყნების უმრავლესობა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მაგრამ არსებობს იმის პოზიტიური ტენდენცია, რომ ეს მონაცემები თანდათანობით იმატებს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე რიცხობრივად ყოველწლიურად იზრდება.(მონაცემები აღებულია ჟურნალ-გაზეთიდან – „მსოფლიო ფინანსები“. (2019წ) [2]

ნახაზი 2: მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების მშპ-სა და მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გავლენა სიღარიბის დონეზე (2019 წელი)

წყარო: Magazine – “Global finance”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს 22%. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 18%. სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყენებენ ფარდობით მაჩვენებლებს. ფარდობითი მაჩვენებლებით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი. 2018 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 20.5%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს 7.6%. 2017 წელს ეს მაჩვენებლები 22.3% და 8.5% იყო. 2019 წელს ეს მონაცემი კვლავ 20%-ს უტოლდება.[10]

ნახაზი 3: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი(%) (2004-2019 წლები)

წყარო : საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სიღარიბის დონის თვალსაჩინოდ გამოსახატად გამოიყენება ე.წ ჯინის კოეფიციენტი.ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემების გაფანტულობის საზომს. ის შემოღებულ იქნა 1912 წელს იტალიელი სტატისტიკოსის, კორადო ჯინის მიერ. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია. ჯინის ინდექსი გამოიყენება მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის სოციოლოგიაში, ეკოლოგიაში, ქიმიაში და სოფლის მეურნეობაში. ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა შვედეთშია (0.23), ხოლო ყველაზე მეტი – ნამიბიაში (0.7). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანა არ შეფასებულა. საქართველოს 2006- 2019 წლების მონაცემები ძირითადად მერყეობს 0.38-სა და 0.42-ს შორის, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შემოსავლების დიდ ნაწილს საშუალო ფენის მაგივრად მაღალი ფენა იღებს.

სიღარიბის ფსიქოლოგიური ასპექტები და დადებითი მხარეები

სიღარიბე ხშირად გაუვალ ციხესიმაგრეს წარმოადგენს ოჯახებისთვის, სამეზობლოსთვის, ქალაქებისთვის და სხვა. იგი გადადის ერთი თაობიდან მეორეზე და აქცევს საზოგადოებას იმ სოციო-ეკონომიკურ ორმოში, რომლიდანაც თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. გარდა ეკონომიკური ასპექტებისა, სიღარიბე არაერთ ფსიქოლოგიურ კომპონენტზე ახდენს გავლენას, რაც გამოხატვას ჰპოვებს ადამიანთა ქცევებში, გადაწყვეტილებებსა თუ აზროვნებაში. სიღარიბესა და ადამიანის ფიზო-ფსიქოლოგიურ აგებულებას შორის კორელაციური კავშირის დადგენით არაერთი მეცნიერი დაინტერესდა. ისინი ატარებდნენ დაკვირვებებს და მათზე დაყრდნობით ცდილობდნენ, ეპოვნათ მსგავსება-განსხვავებები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის. „თუ ჩვენ, მეცნიერები, ეკონომისტები, ნევროლოგები, გავაგრძელებთ კვლევას, ვფიქრობ, რომ ჩვენ გავალთ უკეთეს შედეგზე და ზუსტად გავიგებთ, თუ რა გავლენას ახდენს სიღარიბე ადამიანთა გონებაზე.“ (ამერიკელ ფსიქოლოგთა გაერთიანება, უილიამ ჯეიმს ფილოუ).  [5]

გონებაზე გავლენა. რასაკვირველია, ათწლეულების კვლევებმა დაადასტურა, რომ სტრეს-ფაქტორები, როგორებიცაა: დაბალი შემოსავალი, დისკრიმინაცია, კრიმინალი და სხვა, იწვევს მერყევ ფსიქიკას, განათლების დაბალ დონეს, დაბალ IQ-ს.(პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი – Farah.) Farah-მა დაასკვნა, რომ ბავშვის არახელსაყრელ გარემოში გაზრდა ამცირებს მოთხოვნას შემეცნებით ინფორმაციებზე. მისი და კოლეგების აზრით, ამ დროს ყველაზე მგრძნობიარეა მეხსიერება, რომელიც ქვეითდება მუდმივად ინფორმაციის მიუღებლობის პირობებში. ამ შემთხვევიდან გამოსავალს წარმოადგენს ოჯახი, რომელმაც, მიუხედავად სტრესული გარემოსა, მხარი უნდა დაუჭირონ და იზრუნონ შვილის გონებრივ განვითარებაზე. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ სიღარიბე უფრო დიდ გავლენას ახდენს ადრეულ ბავშვობაში, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. პირველ რიგში, იგი აისახება თვითკონტროლსა და ეთიკურ ქცევებზე, რისი მიზეზიც დიდი ალბათობით არის: წიგნსა თუ გართობაზე ხელმიუწვდომლობა, გასართობი ან შემეცნებითი ღონისძიებების ნაკლებობა და ა.შ.

ბრიტანულმა კველევებმა, რომელიც მუშაობდა ქალაქის გარეუბნებში(იკვლევდა გარეუბნებში 11 წლამდე მოზარდებს) დაადგინა, რომ ბავშვებს, ღარიბ ოჯახებში, დაახლოებით 30 მილიონამდე ნაკლები სიტყვა ესმით წელიწადში სვხა სოციალური ფენის თანატოლებთან შედარებით.

ვისაუბროთ კიდევ ერთ კვლევაზე, რომელიც მოამზადა ლივერპულის უნივერსიტეტმა 2014 წელს. ისინი ასკვნიდნენ, რომ სიღარიბის დონის ზრდასთან ერთად მცირდება ნდობის, აღქმადობის და რწმენის დონე, ხოლო დეპრესიისა და პარანოიის შემთხვევები იმატებს. [5]

„აქვს სიღარიბეს დადებითი მხარეები?“ – ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კითხვაა, რაც ცხოვრებაში გაგვიგია. სიღარიბეში ცხოვრება რთულია: ყოველ დღე დიდი შრომის გაწევა, იმ ნივთებსა თუ მომსახურებაზე უარის თქმა, რაც სხვებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია და ა.შ მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განსხვავებული უპირატესობანი, რაც გააჩნიათ დაბალ ფენებს უფრო მაღალ ფენებთან შედარებით.

•           დახმარების მიღება – როდესაც ითვლები ღარიბად, გაქვს უფრო მეტი შანსი, მიიღო დახმარება მთავრობისგან, სხვადასხვა ორგანიზაციისგან, ხალხისგას, ეკლესიისგან, საქველმოქმედო ფონდებისგან და სხვა.

•           არსებობს დიდი შანსი, რომ მიიღო ჯანდაცვის სერვისები უფასოდ.

•           ზოგიერთ ქვეყანაში ხელმოკლე ოჯახებისთვის არსებობს შეღავათები განათლებაზე(უფასო წიგნები, სწავლის დაფინანსება და სხვა.)

•           სიღარიბეში ცხოვრების დროს ადამიანებს უვითრდებათ ის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, რაც შესაძლოა, არ გამოვლინდეს უფრო მაღალ ფენებში. მაგალითად: უკეთ გამოსდით სახლის საქმეები(დალაგება, საჭმლის მომზადება), რადგან მათ არ ჰყავთ დამხმარე პირები; განვითარებული აქვთ „დროის მენეჯმენტი“, რადგან ერთდროულად ისინი რამდენიმე სამსახურში მუშაობენ, არიან უფრო კრეატიულები და უკეთ პოულობენ რაციონალურ ეკონომიკურ ხარჯვით გზებს; არიან პერსონალურად ძლიერები, რადგან მათ უწევთ გამკლავება ცხოვრების ბევრ სირთულესთან. [5] [8]

სიღარიბე საქართველოში და კოვიდ19-ის გავლენა მის ეკონომიკაზე

  „ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია“, – გაეროს ბავშვთა ფონდმა „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.გასული ორი წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობებისა და მოსახლეობის წილი, შესაბამისად, 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა (ფარდობითი სიღარიბის ზღვარი დადგენილია მედიანური მოხმარების 60%-ზე, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 177.1 ლარს შეესაბამება). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პენსიონერთა წილიც 19.3%-დან 20.4%-მდე გაიზარდა.ამასთან, საქართველოში კვლავაც მაღალია უმუშევრობის დონე. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაქმებულთა განაწილება. – „საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავაც რჩება ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონე.“კვლევის მიხედვით, ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. [7] ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით.  [1] [7]

ნახაზი 4: საქართველოში უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის დონე (%) (2009-2017 წლები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ნახაზზეა ნაჩვენები, საქართველოში როგორც უკიდურესი, ასევე ზოგადი სიღარიბის დონე იკლებს 2015 წლის ჩათვლით, მაგრამ ამის შემდეგ აღინიშნება მცირედი ზრდის ტენდენცია. იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ინფლაცია (სამომხმარებლო ფასების მატება – სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე და სხვა) დაასახელა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციური პროცესები უფრო მეტად აისახადაბალშემოსავლიან ოჯახებზე, ვიდრე მაღალშემოსავლიანებზე. [10[

სიღარიბესთან ბრძოლის ორი ძირითადი გზა არსებობს, პირველი არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. რა თქმა უნდა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ ბევრად ეფექტურიც. საქართველოს აქვს ამის გამოცდილება. მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ 2011-2014 წლებში სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა, სწორედ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს ჰქონდა.სიღარიბის შემცირება შესაძლებელია სოციალური ტრანსფერების (ფულადი დახმარებების) ზრდითაც, რომელსაც უფრო სწრაფი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით (სოციალური დახმარებით) აღწევს თავს, რჩება მოწყვლად ჯგუფად და გაღარიბების რისკის ქვეშაა.მას შემდეგ, რაც იუნისეფის კვლევამ აჩვენა, რომ სიღარიბე და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე გაიზარდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან ბავშვზე დანამატი 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდოს. ეს გაზრდის შინამეურნეობების შემოსავლებს და შეამცირებს როგორც ბავშვთა სიღარიბეს, ასევე ზოგადად სიღარიბესაც. დიდი ალბათობით, 2019 წლიდან სიღარიბე შემცირდება სწორედ სოციალური ტრანსფერის ზრდის ხარჯზე. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს სოციალური ტრანსფერები, თუ სამუშაო ადგილები და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიღარიბის დონე კვლავ მზარდი იქნება. [4] [9]

  საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში.აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცა კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი. “საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა,  უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს  ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებას და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას,“ – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. [6] „ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში.“ვაჭრობაში სარგებლიანობისა და მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გაზრდილი ხარჯვის შედეგად 2020 წელს სერვისები 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად 6.3%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, მრეწველობა 3.1%-იან ნიშნულზე შეჩერდა, მშენებლობისა და წარმოების ტემპის კლების ფონზე, თუმცა 2021 წელს 2.1%-ით ზრდაა ნავარაუდევი მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. ექსპორტის ზრდა 2020 წელს 3.6% შეადგინა, ხოლო 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2020 წელს 1.1%-ით გაზარდა, ხოლო 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება. [6]

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ეკონომიკა გაჩერებული იყო, დიდი შემოსავლის მომტანი ტურიზმი აღარ არსებობდა. ექსპერტების შეფასებით  მშპ-ს ზრდა 2020 წელს 0% შეადგინა, მაგრამ სულ სხვა სურათი გვექნება 2021-ში, როცა ეკონომიკის ყველა დარგი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. [6]

ნახაზი 5: საქართველოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი (%) (2018-2021 წლები)

წყარო: აზიის განვითარების ბანკის აზიის განვითარების პროგნოზი 2020( აპრილი)

დასკვნა

ამრიგად, განვიხილე სიღარიბის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები და ჩამოვთვალე ამ პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე გზა. განვიხილე საქართველოს მდგომარეობა, აღვნიშნე, როგორია საერთო სურათი სიღარიბესთან მიმართებაში და როგორ იმოქმედა მასზე 2019 წელს გავრცელებულმა მსოფლიო პანდემიამ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიღარიბე ეს არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნება განიცდის როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ და სოციალურ ნაკლებობას. ერთი შეხედვით შესაძლებელია, ეს მდგომარეობა მსუბუქ კონტექსტში აღვიქვათ, მაგრამ თუ უფრო სიღრმისეულად შევისწავლით ამ საკითხს, ვნახავთ, რომ მდგომარეობა გაცილებით რთულია. დღესდღეობით მსოფლიოში 3 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და ყოველდღიურად უწევთ, მიიღონ გადაწყვეტილება საკვებსა და გათბობას, წიგნებსა თუ ტანსაცმელს შორის, მათ უხდებათ ურთულესი სამუშაოების შესრულება, რათა ერთი დღე მაინც არ შეეგებონ ღამეს მშიერნი, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის დროს ადამიანები არიან უფრო კრეატიულები, უკეთ მართავენ დროს, აქვთ კომუნიკაციის უნარი და ა.შ, იგი მაინც არასასიამოვნო მდგომარეობაა და თითოეული ჩვენგანი ახლაც ვცდილობთ, ავიდეთ საზოგადოების უფრო მაღალ საფეხურზე. ამის ერთადერთ გზად სოციუმის უმრავლესობას განათლებაში ინვესტიციას მიიჩნევს. უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ხალხი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს აბანდებს მომავალი თაობის განათლებაში, რათა ეს ციკლური სიღარიბე შეწყდეს მათი შვილების ხაზზე და ისინი მაინც გადავიდნენ განვითარების შემდგომ საფეხურზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გაერო – „მდგრადი განვითარება და სიღარიბის ყველა ფორმის დასრულება ყველგან“. United Nations – “Sustainable development and End poverty in all its forms everywhere.”https://www.un.org/sustainabledevelopment/poverty/
  2. მსოფლიო ფინანსები – „მსოფლიოს ყველაზე ღარიბის ქვეყნები 2019წ“. Global finance – “Poorest Countries in the World 2019”
  3. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“  – „სიღარიბის სახესხვაობები და ფაქტები“. Encyclopedia Britannica – “Poverty Types and Facts” https://www.britannica.com/topic/poverty
  4. მსოფლიო ბანკი – „სიღარიბე“. The World Bank – “Poverty”. https://www.worldbank.org/en/topic/poverty/overview
  5. სკოტ სლიქი – „როგორ ახდენს გავლენას სიღარიბე ქვეცებსა და ტვინზე“. Scot Sleek –“How Poverty Affects the Brain and Behavior” https://www.psychologicalscience.org/observer/how-poverty-affects-the-brain-and-behavior
  6. ფორბს საქართველო – „კოვიდ19-ის გავლენა ეკონომიკაზე. Forbes Georgia – “The impact of Covid19 on the economics of Georgia.” https://forbes.ge/news/8171/saqarTvelos-ekonomika-kovid19is-gamowvevebs-2021-wels-4.5iani-zrdiT-upasuxebs–ADB
  7. ფორბს საქართველო – „უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია – რას ამბობს NDI-ის კვლევა ქვეყნის ეკონომიკაზე“. Forbes Georgia – „unemployment, poverty,inflation – What does NDI’s research says about the economics of country” https://forbes.ge/news/7116/umuSevroba-siRaribe-inflacia-ras-ambobs-NDIis-kvleva-qveynis-ekonomikaze
  8. შასთა მათოვა – „რა ღირსება-ნაკლოვანებები აქვს სიღარიბეს“ Shasta Matova – “What Are the Advantages and Disadvantages of Being Poor and in Poverty?“ https://toughnickel.com/personal-finance/What-Are-The-Advantages-of-Being-Poor
  9. ჩვენი მსოფლიო რიცხვებში და საქსტატი – „უკიდურესი და ზოგადი სიღარიბე“. Ourd world in data and Geostat – „Global extrem poverty and poverty.”  https://ourworldindata.org/extreme-poverty
  10. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done