მეწარმეობის არსი და ბიზნესი საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

გრიშა ლაბაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მეოთხე კურსი
grishalabadze@gmail.com

ანოტაცია

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში პირველად გამოიყენეს ტერმინი მეწარმეობა. იგი  საქმიანობაა, რომლის დროსაც ხდება ცოდნისა და უნარების გამოყენება საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად. სტატიაში განხილული იქნება მეწარმეობის, როგორც ტერმინის არსი, ჯოზეფ შუმპეტერისა და მისი თანამოაზრეების შეხედულებები აღნიშნულ ეკონომიკურ ტერმინთან დაკავშირებით. მკითხველი გაიგებს რა ფუნდამენტური განსხვავება არსებობს ბიზნესსა და მეწარმეობას შორის. წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში მეწარმეობის ისტორიული წინამღვრების შესახებ. განვიხილავთ ბიზნესის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. გავაანალიზებთ საწარამოთა სტატისტიკური გამოკვლევის მონაცემებს. სტატია მთავრდება ავტორისეული დასკვნით მეწარმეობის, საქართველოში მეწარმეობის და ბიზნეს გარემოს განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

Annotation

The term entrepreneurship was first used in the second half of the 18th century.  It is an activity in which knowledge and skills are used to create goods and services.  The article will discuss the essence of entrepreneurship as a term, the views of Joseph Schumpeter and his associates regarding this economic term.  The reader will understand what a fundamental difference there is between business and entrepreneurship.  Information on the historical precedents of entrepreneurship in Georgia is presented.  We discuss the importance of business for our country.  We will analyze the statistical survey data of enterprises.  The article ends with an authorial conclusion about entrepreneurship, the importance of entrepreneurship in Georgia and the development of the business environment.

შესავალი

ტერმინი მეწარმეობა პირველად ფრანგმა ეკონომისტმა რ. კანტილიონმა გამოიყენა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ნაშრომში „გამოცდილება ზოგადად წამოების ბუნების შესახებ“. კანტილიონი ვაჭრობას და მეწარმეობას ერთმანეთთან აიგივებდა, მაგრამ აღნიშნულთ განასხვავებდა ფინანსური საქმინობისგან. მისი აზრით „მეწარმე არის ნებისმიერი ინდივიდი, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს რისკი, მიისწრაფვის მომავლისკენ, იმედი აქვს მიიღოს შემოსავალი და მზად არის დანაკარგებისთვისაც“

სამეწარმეო საქმიანობას უდიდესი როლი ეკისრება, როგორც  მიკრო დონეზე ცალკეულ ბაზრებზე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების სახეების შეთავაზებით, ასევე მაკროეკონომიკური მასშტაბით დასაქმების დონის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სამეწარმეო საქმიანობის საკითხების  შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ ლიტერატურასა და ბიზნესის შემსწავლელ მეცნიერებებში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სადღეისოდ სამეცნიერო ლიტერატურაში დაგროვდა მდიდარი მასალა სხვადასხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ნიშნების და მეწარმეობისადმი დამოკიდებულების თავისებურებების შესახებ. ცხადი გახდა, რომ სამეწარმეო საქმიანობასა და ინდივიდების  მეწარმეობისადმი დამოკიდებულებაში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები არა მხოლოდ სუპრა-ნაციონალურ დონეზე ქვეყნებს შორის, არამედ ნაციონალურ დონეზეც ქვეყნის შიგნით რეგიონების მიხედვით.[1]

საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ სამეწარმეო საქმიანობას განმარტავს, როგორც  მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა მოგების მიღების მიზნით.[2]

ჯოზეფ შუმპეტერი და სხვა გამოჩენილი ეკონომისტები მეწარმეობის შესახებ

ჯოჟეფ შუმპეტერმა, რომლემაც ეკონომიკურ განვითარებას პირველი დიდი გამოკვლევა მიუძღვნა, ეკონომიკური განვითარების ძირითად ფაქტორად მეწარმეობა და ინოვაციური საქმიანობა მიიჩნია. განვმარტოთ, რომ ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ეკონომიკის მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას, ეკონომიკური განვითარება კი მის თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას.[3]

ი. შუმპეტერი მეწარმეებს „ეკონომიკის რევოლუციონერებს“ უწოდებს და მისი გავლენით ეკონომიკურ თეორიაში სამეწარმეო უნარი სპეციფიკურ რესურსად, წარმოების მეოთხე ფაქტორადაა აღიარებული.

 შუმპეტერი განმარტავს მეწარმეობას (მეწარმეს) და  განიხილავს 5 ახალ კომბინაციას, რომელსაც საწარმო უნდა ახორციელებდეს:

1. მომხმარებლისათვის ჯერ კიდევ უცნობი სიმდიდრის დამზადება ან რომელიმე ახალი ხარისხის მქონე სიკეთის შექმნა; 2. წარმოების ახალი, ჯერ კიდევ უცნობი მეთოდის დანერგვა; 3. გასაღების ახალი ბაზრების ათვისება, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ასეთი ბაზრები; 4. ნედლეულის ან ნახევარფაბრიკატების ახალი წაყროების ათვისება, დამოუკიდებლად იმისა, არსებობდა ის მანმადე, თუ არა; 5. შესაბამისი რეორგანიზაციის განხორციელება [4].

ჯოზეფ შუმპეტერი მეწარმეებს უწოდებს იმ სამეურნეო სუბიქტებს, რომელთა ფუნქციაა მხოლოდამხოლოდ ახალი კომპინაციების განხორციელება. მისი აზრით საკუთრების უფლება, ქონებაზე, მოგების მიღებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს არსებით ნიშანს მეწარმეობისათვის. ნაწილი სამეცნიერო წრეებიდან არ ეთანხმება შუმპეტერს, მაგრამ მისი თანამოაზრეები გახლავთ:

ჟან ბატისტ სეი (გამოჩენილი ფრანგი ეკონომისტი): მეწარმე არის ეკონომიკური აგენტი, რომელსაც გადააქვს ეკონომიკური რესურსები ნაკლები რენტაბელობის სფეროდან უფრო მაღალი რენტაბელობის სფეროში (1803).

დევიდ კლარენს მეკლენლედი (ამერიკელი მეცნიერი, ფსიქოლოგთეორეტიკოსი): მეწარმე არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება მიღწევები. ის არის ენერგიული და რისკის მიმღები პირი (1961).

პიტერ ფერდინანდ დრუკერი (ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი, მენეჯმენტის თეორეტიკოსი): მეწარმე ეძებს ცვლილებებს, პასუხობს მას და იყენებს მისგან წარმოქმნილ შესაძლებლობებს. ინოვაცია მეწარმის მნიშვნელოვანი წყაროა. ეფექტური მეწარმე წყაროს რესურსად გარდაქმნის (1964).

ვილიამ გარტნერი (მეწარმეობის გამოჩენილი მკვლევარი): მეწარმე არის პირი, რომელმაც იქ დაიწყო ახალი ბიზნესი, სადაც მანამდე არაფერი იყო (1985).[5]

როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოში არ არსებობს მეწარმეობისა და მეწარმის საერთო აღიარებული განსაზღვრება, თუმცა ნათელია მეწარმეობის არსი. დღემდე აქტიური განხილვის საგანია განსხვავებები მეწარმეობასა და ბიზნესს შორის.

განსხვავება მეწარმეობასა და ბიზნესს შორის

მეწარმეობა და ბიზნესი არ არის იდენტური ცნებები და მათ შორის არაერთი განსხვავებაა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დღეისათვის ბიზნესის უამრავი განმარტება არსებობს რომელთა მიხედვითაც ამ ცნებების შედარება საერთოდ შეუძლებელია.

 არსებითი განსხვავება ამ ორ ტერმინს შორის მდგომარეობს შემდეგში:

1.თავისი არსით, ბიზნესი, როგორც ტერმინი, რომელიც სამეცნიერო ბრუნვაში გამოიყენება და რეალურად აღიქმება, არის ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა ან საქმიანობის სფერო. ბიზნესის სახეობა და სფერო კი განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ რა სახის ბიზნესთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ღვინის ბიზნესი (Винный бизнес) არის სამეურნეო საქმიანობის სახეობა და სფერო, სადაც ხდება ღვინის წარმოება და რეალიზაცია. მეწარმეობა კი არის სამეურნეო საქმიანობის სახეობა (და არა სფერო). მაგალითად, არ შეიძლება ითქვას „ღვინის მეწარმეობა“; შეიძლება ითქვას _ მუსიკის ბიზნესი (Музыкальный бизнес), მაგრამ არა „მუსიკის მეწარმეობა“ და სხვ.

2.ბიზნესი არის საქმიანობა მოგების (მაგალითად, ფირმების, ბანკების) ან შემოსავლის მიღების მიზნით, მაგალითად, საჯარო სკოლები და სავადმყოფოები, მეწარმეობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მოგებასთან.

3.ბიზნესი შეიძლება იყოს უკანონო საქმიანობაც, მაშინ, როდესაც მეწარმეობა არის მხოლოდ კანონიერი სამეურნეო საქმიანობის სახეობა. მაგალითად, შეიძლება ითქვას _ ნარკობიზნესი (наркобизнес), ჩრდილოვანი ბიზნესი (теневой бизнес), მაგრამ არა „ნარკომეწარმეობა“, „ჩრდილოვანი მეწარმეობა“ და ა.შ.

4.როგორც აღინიშნა, მეწარმეობა ყოველთვის დაკავშირებულია ნოვატორობასთან, ბიზნესი კი _ არა. მაგალითად, ბიზნესი, რომელიც ერთსა და იმავე წრებრუნვას ასრულებს. ნოვატორული არ შეიძლება იყოს ჩრდილოვანი ბიზნესი, ნარკობიზნესი და სხვ.

5.ბიზნესი, როგორც წესი, დაკავშირებულია საკუთრებასთან, მეწარმეობა კი ყოველთვის არა.[3]

ამგვარად მეწარმეობა წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ემყარება წარმოებისადმი და ბაზარზე საქონლის მიწოდებისადმი ინოვაციურ, დამოუკიდებელ მიდგომას, რომელსაც მეწარმისთვის მოაქვს შემოსავალი და ამასთან ერთად მისი, როგორც პიროვნების მნიშვნელობის გაცნობიერება.

მეწარმეობის ისტორია და საქართველო

მეწარმეობის გავრცელებით ძველი კულტურებიდან აღსანიშნავია : არაბები, ბაბილონელები, ეგვიპტელები, ებრალელები, რომაელები. ჩვენს წელთაღრიცვხამდე 2100 წელს ბაბილონის მეფემ ხამურაბიმ გამოსცა 300 კანონისგან შემდგარი კოდექსი, რომელიც იცავდა, როგორც მომხმარებლებს , ისე მეწარმეებს. მისი მიზანი იყო გავრცლებული მანკიერი პრაქტიკის, მოტყუება და თაღლითობა, შეცვლა. უფრო გვიან, შუა საუკუუნეებშიც რომალუ-კათოლიკური ეკლესია პატივს ყრიდა მეწარმეებს, ბანკირებს, ასევე იყო მრავალი სხვა სახის წინააღმდეგობა თუ მარცხი მეწარმეობის განვითარების გზაზე, თუმცა იგი შექცევადი პროცესი აღმოჩნდა.

საქართველოში მეწარმეობა ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში ვაჭორბით დაიწყო. მნიშვნელოვანი ფაქტია პირველი ვერცხლის მონეტის მოჭრა, რომელიც საქართველოს პირველი მეფის ფარნავაზის გადაწყვეტილება იყო.

ფეოდალიზმის პერიოდში მიწათმოქმედების დამათებითმა პროდუქციამ ხელი შეიწყო არამარტო ვაჭრობის, არამედ ხელოსნობის განვითარებასაც, რომლის უძველეს ფორმას ოჯახური მრეწველობა წარმოადგენდა.  კარგად იყო განვითარებული მჭედლობა. მევახშეობას ქართველები უკადრისობდნენ, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებას უცხოტომელები ახდენდნენ.

ამ პერიოდში საქართველოს სავაჭრო პარტნიორი იყო ირანი, ერაყი და სირია. ომიანობამ უარყოფითი გავლენა იქონია ინდივიდუალურ წარმოებაზე და მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის სოფლის მეურნეობა და პატრიარქალური საოჯახო მრეწველობა დომინირებდა. 1831 წელს შეიქმნა „კავკასიის სავაჭრო დეპო“, რომლითაც ფაქტიურად დაიწყო მეწარმეობის განვითარების ახალი ეტაპი. 2 წელში იმქნება „სოფლისმეურნეობის მანუფაქტურული მრეწვეობისა და ვაჭრობის წახალისების საზოგადოება“, ხოლო 1836 წელს საქციო საზოგადოება – „ქართული ღვინის კომპანია“.

1870-იანი წლებიდან საქართველოში ჩნდებიან ახალი ფორმის ვაჭრები და მეწარმეები, რომლებიც ორიენტირებული არიან მომგებიან სასოფლო-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო დარგებში:

1865 წელს გიორგი ბოლქვაძემ, თავადაზნაურთა შთამომავალმა, ქუთაისში გახსნა არყის ქარხანა, რომელიც სხვადსხვა ტიპის სასმელებს უშვებდა. მისმა სასმელებმა 35 წელში 100-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. გამოვარჩევ პარიზის მსოფლიო გამოფენაზე „კავკაზიის ნატურალური კონიაკის“ წარმატებას ( ოქროს მედალი).

ზუბალაშვილები წარმატებული  საერთაშორისო მასშტაბის ვაჭრები და მეწარმეები იყვნენ. ისინი დიდ ქველმოქმედბას ეწეოდნენ, რომელთაგანაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო თბილისის უნივერისტეტის მშენებლობისთვის გაღებული 100 000 მანეთი ( იმ დროისთვის 100კგ 980 სინჯის ოქროს ექვივალენტი). მათი ქველმოქმედება ჯამურად დაახლოებით 1 მილიონი მანეთი იყო.

დავით სარაჯიშვილმა 1865 წელს თბილისში გახსნა სარეტიფიკაციო ქარხანა, რომელიც 1887 წელს არყის ქარხანად გადაკეთდა. მისმა სასმელებმა (მეტწილად კონიაკები) სხვადასხვა დროს ჯამში 11 ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მიიღო. გასაკვირი არ იქნება ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისისთის  რუსეთის იმპერიის ბაზრის მესამედზე მეტი სარაჯიშვილს ეჭირა. სარაჯიშვილი დიდი მეცენატი გახლდათ. მან ქუთაისში გაიცნო მიტროფონე ლაღიძე, რომლიც მისი დახმარებით გახდა დიდი ქართველი მეწარმე.

საქართველო, მიუხედავად ზემოაღნიშნული და სხვა მეწარმეთა მცდელობებისა, იყო ეკონომიკურად ჩამორჩენილი, რუსეთის საქონლის მსოფლიო საქონელმიმოქცევაში ჩაბმული ქვეყანა. საბჭოთა კავშირის დროს კერძო საკუთრება და მეწარმეობა კანონით ისჯებოდა. „საქომოსნობა“ სალანძღავ სიტყვად გამოიყენებოდა. იყო დიდი მასშტაბის არალეგალური საქმიანობაც, თუმცა მან განვითარების ფართო გზა ჰპოვა. 1990-იანი წლების დასაწყისში მეწარმეობა და კერძო სექტორი ყალიბდებოდა, როგორც სახელმწიფო სექტორის დანამატი. შეუძლებელი გახლდათ დამოუკიდებელი მოქმედება.

ისევ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში დაიწყო საარენდო ურთიერთობათა ჩამოყალიბება, რამაც ფაქტიურად განაპირობა სახელმწიფო სექტორიდან კერძოში ქონების უკონტროლო გადინების პროცესი. ეკონომიკურმა გარდამქნება მოიტანა „მეწარმე“, მაგრამ საბჭოთა კავშირის გავლენა ხშირად უბიძგებს ადმიანებს  საქმიანობის სტიქიურად დაწყებისაკენ, ამიტომაც ხშირია წარუმატებლობა. საბედნიეროდ გვაქვს წარმატებული მეწარმეობის მაგალითებიც.[6]

საქართველოს თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვა

საქართველოში არსებული სამეწარმეო გარემოს განვითარების ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაციებია:

მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი; საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საქართველოს საწარმოთა ხელშეწყობის პროექტი; საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების ფონდის FINKA international საქართველოს ფილიალი; ღია საზოგადოება –საქართველოს ფონდი და ა.შ [7]

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის, განვითარების და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერის მიზნით გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, რაც გამოიხატა 2014 წელს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) შექმნით.

მოცემული როგანიზაციების მუშაობის შედეგად საქართველოში სახეზე გვაქვს მაღალი აქტივობა საქმიანობის დაწყების მიმართულებით. ეს ცალსახად დადებითი მოვლენა, თუმცა რეგისტრირებული სუბიექტები ხშირ შემთხვევაში არ არიან კარგად მომზადებულნი, უჭირთ გამოწვევებთან გამკლავება და საბოლოოდ აქტიური სიბიექტის სტატუსით მხოლოდ ყოველი მეოთხეა წარმოდგენილი. რეგისტრირებული სუბიექტთა რაოდენობა სულ არის 802 466 ხოლო აქტიურია 195 877 სუქბიეტი.[8]

გადასახადებს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების სტრატეგიაში პირველი ხარისხის მნიშვნელობა გააჩნიათ. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია აჩვენებს დინამიკაში საგადასახადო შემოსავლებს, რომლებსაც იხდის ბიზნესი. მკაფიოდ ჩანს გადასახადების წაყვანი როლი საბიუჯეტო შემოსავლებში: (ათასი ლარი)

     დასახელება2019 წლის ფაქტი2020 წლის გეგმა2021 წლის გეგმა
შემოსავლები                 10,675,037.7                 10,212,699.0                 11,179,195.0
   გადასახადები                    9,665567.6                   8,979,350.0                 10,342,270.0
   გრატები                      489,635.3                      558,349.0                      286,925.0
   სხვა შემოსავლები                      519,834.8                      675,000.0                      550,000.0

წყარო: https://matsne.gov.ge/document/view/5071216?publication=0

2020 წელს საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით (190 ქვეყნიდან) მე-7 ადგილზეა 83.7 ქულით. ჩვენ 0.3 ქულით ჩამოვრჩებით აშშ-ს, ხოლო 0.2-ით ვუსწრებთ დიდ ბრიტანეთს.[9]

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 1999 წლიდან (3.1მლრდ ლარი) ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარების კვალდაკვალ პერმანენტულად მზარდია. აღნიშნულის მიზეზია რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა და ქვეყნის ინტეგრაციის დონის ზრდა. 2019 წელს წინა წლის მაჩვენებლის (86.4 მილიარდი ლარი) 22.3 მილიარდიანი ზრდით (25.8%) ფიქსირდება 109 მილიარდი ლარის ბრუნვა ბიზნეს სექტორში. აღსანიშნავია რომ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე მოდის დაახლოებით 93 მილიარდის ბრუნვა.

ბიზნეს სექტორის პრუდუქციის გამოშვების მოცულობაც ანალოგიურად მზარდი ტენდეციით ხასიათდება, რისი ლოგიკური წინაპირობა განხილულ მონაცემებს შორის დადებითი კორელაციის არსებობის ფაქტია. 2018 წელს ბიზნეს სექტორმა ჯამურად 41.6 მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქცია აწარმოა, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5.2 მილიარდით ლარით (14.2%) გაიზარდა და 47,5 მილიარდი ლარი გახლდათ. [10]

საქართველოს ეკონომიკისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს კერძო სექტორი და ადამიანებს დასასქმებლად პრიორიტეტულად სწორედ ის მიაჩნდეთ. საქართველოში მიიღწეულია ფართო კონსესუსი ბიუროკრატიის მაქსიმალურად შეკვეცის შესახებ. აღნიშნულთან ლოგიკურ ბმაში იქნება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. განვიათრებული ქვეყნების გამოცდილებაც ამას ადასტურებს. თავად ბიზნესს დასაქმებულთა რიცხვის ცვლილების გადაწყვეტილების მიღებისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უწევს. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციის, არასათანადო მოპყრობის, თუ შრომის კოდექსის სხვადასხვა მუხლის დარღვევის შემთხვევები. პანდემიის გავლენა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო სამუშაო ადგილებზე. განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის ინდუსტრია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმალურად დასაქმებული პირებმა, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში თუნდაც 1 თვე მუშაობდნენ და პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 2021 წლის 1 იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარება მიიღეს. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სულ 200-ლარიანი დახმარება 162 220 უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო და ჯამში, მოქალაქეებს 129 324 100 ლარი ჩაერიცხათ.[11]

2020 წლის მესამე კვარტალი ხასიათდებოდა დადებითი ტენდეციით რაც ეკონომიკის შედარებითმა გახსნილობამ განაპირობა.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასიც მზარდია და 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 1239.5 ლარს შეადგენს.

წელი201520162017201820192020 I2020 II2020 III
საშუალო ხელფასი900.4940.4999.11068.31129.51202.71150.11239.5

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

ფართო გაგებით ბიზნეს გარემოს განვითარებას, კვლევებით დადასტურებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის – უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 2020 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის დონე  არის საყურადღებო 20.4%. სახელმწიფოს უმუშევრობასთან ბრძოლის გარდა ბიზნესი სხვა ფუნქციების განხორციელებაშიც დიდ დახმარებას უწევს. ზემოთ ვნახეთ რომ გადასახადები მიმდინარე, 2021 წლის ბიუჯეტში მიახლოებით 10.342 მილიარდი ლარია, ხოლო მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლები 11.179 მილიარდს შეადგენს. ყველაფერი ნათელია. მკაფიოა ბიზნესის, თეორიულადაც შეუცვლელი, როლი. მეტი სიცხადისთვის გავეცნოთ კიდევ ერთ სტატისტიკურ მონცემს, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს:

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva

მარტივი მათემატიკური გაანგარიშებით შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რამდენი მილიარდი ლარი შემოსავალი აქვს ჩვენს ქვეყანას კონკრეტულად დამატებული ღირებულების გადასახადის სახით თითოეულ წელს.

დასკვნა

მეწარმეობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია წაროებაში სიახლეების (ინოვაციების) განხორციელებასთან. ცნებები „ბიზნესი“ და „მეწარმეობა“ ერთმანეთისაგან განსხვავდება არა მხოლოდ იმის მიხედვით, რომ ბიზნესი შეიძლება იყოს ინოვაციურიცა და არაინოვაციურიც, არამედ სხვა ნიშნებითაც, ამადენად, ამ ცნებების გაიგივება არ შეიძლება. საკანონმდებლო წარმოებაში ტერმინი – „მეწარმეობა“ შესაძლებელია შეიცვალოს სხვა ტერმინით.

საქართველოს მეწარმეობის განვითარების ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენს ერს მეწარმეობრივი უნარი აქვს და მინიმალურ ხელშემწყობი პირობებში რეალიზდა კიდეც მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან. გამოვიარეთ კანონით აკრძალული მეწარმეობის პერიოდიც. დღეს სამეწარმეო გარემოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო თუ  არასამთავრობო ორგანიზაციები ძალას არ იშურებენ სამეწარმეო გარემოსა და მეწარმეობის განვითარებისთვის. საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია. მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყების სურვილი და მოტივაცია აქვს მოსხლეობის დიდ ნაწილს, თუმცა არ არსებობს საკმარისი კომპეტენციები, რაც წარმატების საწინდარი გახდებოდა. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც სხვადსხვა სახის ტრენინგებსაც უნდა მოიაზრებდეს.  ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაში მეწარმეობის ხელშეწყობის მნიშვნელობა უნდა გაიზარდოს.

რთულია გავაკეთოთ ზუსტი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდეციების შესახებ, რადგან არსებული პანდემიური მდგომარეობა სხვადასხვა სახის სისტემურ პრობლემებს ქმნის. პანდემიამდელი მდგომარეობა აჩვენებს ბიზნსესისა და მისი დადებითი ეფექტების ზრდის დინამიკას. ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და პირდაპირ თუ ირიბად შეაქვს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების უდიდესი ნაწილი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბიზნეს კონიუნქტურის გაუმჯობესება, რაც გამოხატული უნდა იყოს ბიზნესის კეთების სიმარტივის თუ სხვა ეკონომიუკურ-პოლიტიკურ ინდექსებში წინსვლით. საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აშკარა პოტენციალი. ვიმედოვნებ აღნიშნული რეალიზდება საზოგადოების, ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივი მიზანმიმართული მოქმედებებით.

გამოყენებული მასალა:

  1. http://geoeconomics.ge/?p=4581
  2. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4962987?publication=0
  3. ეკონომიკური განვითარება – რამაზ აბესაძე, თბილისი 2015
  4. Шумпетер Й. Теория экономического развития. М. „Эксмо“, 2007.
  5. https://en.wikipedia.org/wiki/Entrepreneurship
  6. მეწარმეობის საფუძვლები – გულნაზ ერქომაიშვილი, ლია გიგაური, ნინო ტალახაძე.
  7. რევაზ გველესიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი, ინეზა გაგნიძე, ეკა ლეკაშვილი, მარინა ნაცვალაძე – მეწარმეობის თეორიული საფუძვლები, 2009
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/67/organizatsiul-samartlebrivi-formebis-mikhedvit
  9. http://documents1.worldbank.org/curated/en/688761571934946384/pdf/Doing-Business-2020-Comparing-Business-Regulation-in-190-Economies.pdf
  10. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva
  11. https://bm.ge/ka/article/pandemiis-gamo-uxelfasod-162-220-moqalaqe-darcha—ra-dajda-200-lariani-kompensacia/70367